ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GITA: Starlink-ის ინტერნეტი ყველა ტექნოპარკში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს განცხადებით, კომპანია SpaceX-მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში სტარლინკის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს. 

კომენტარის დატოვება

Starlink-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გუშინ 1-ლ ნოემბერს გაავრცელა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც სტარლინკი შევიდა. 

SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში. 

GITA ამბობს, რომ «SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ — ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX — ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა». 

სტარლინკის ინტერნეტის გამოყენება შესაბამისი მოდემით არის შესაძლებელი. შეძენის მსურველებმა ეს ონლაინ, საიტზე უნდა გააკეთონ. სტარლინკმა თავისი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2022 წლის მაისში დაარეგისტრირა, ინტერნეტის გატარების უფლება კი იმავე წლის ივლისში მიიღო. SpaceX-ს დღეისთვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. 

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი.  

სტარლინკის ფასი საქართველოში თვეში 160 ლარიდან დაიწყება. მიმღების ფასი 1780 ლარია. 

სტარლინკი საქართველოშია
სტარლინკი საქართველოშია
თემის მიხედვით
სტარლინკი საქართველოშია

ასევე წაიკითხეთ
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.