ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სტარლინკი საქართველოშია

სტარლინკის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოშია. ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა. 

კომენტარის დატოვება
სტარლინკი საქართველოშია

სტარლინკის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოშია. ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა. 

ამით საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც სტარლინკი შევიდა. 

სტარლინკის ინტერნეტის გამოყენება შესაბამისი მოდემით არის შესაძლებელი. შეძენის მსურველებმა ეს ონლაინ, საიტზე უნდა გააკეთონ. 

სტარლინკმა თავისი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2022 წლის მაისში დაარეგისტრირა, ინტერნეტის გატარების უფლება კი იმავე წლის ივლისში მიიღო. SpaceX-ს დღეისთვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. 

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი.  

სტარლინკის ფასი საქართველოში თვეში 160 ლარიდან დაიწყება. მიმღების ფასი 1780 ლარია. 



ასევე წაიკითხეთ
GITA: Starlink-ის ინტერნეტი ყველა ტექნოპარკში იქნება ხელმისაწვდომი
GITA: Starlink-ის ინტერნეტი ყველა ტექნოპარკში იქნება ხელმისაწვდომი
GITA: Starlink-ის ინტერნეტი ყველა ტექნოპარკში იქნება ხელმისაწვდომი
Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული
Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული
Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.