ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
14 სექტემბერი 2023, 12:30
2023-09-14
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
★ ფასიანი თანამშრომლობა
Space International-ისთვის ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი ღირებულებაა არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის გარეთაც. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ცდილობს, ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს სხვა პროფესიონალებსაც გაუზიაროს.
Space International-ისთვის ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი ღირებულებაა არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის გარეთაც. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ცდილობს, ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს სხვა პროფესიონალებსაც გაუზიაროს.
სწორედ ამ მიზნით, 9-10 სექტემბერს, ტესტერთა საერთაშორისო დღის კონფერენციაზე კომპანია 2 სპიკერით წარსდგა:
ნინო აბრამიშვილმა ექსპლორატული სისტემის ტესტირებასა და ეჯაილ მეთოდოლოგიით მუშაობისას მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, შეკრებილებს გაუზიარა Space International-ის გამოცდილება — რას და როგორ აკეთებენ კომპანიაში. ასევე, ისაუბრა კონკრეტულ მეთოდებზე, რომელთა გათვალისწინებაც ყველა გუნდს შეუძლია ზოგადად ტესტირებაში და კონკრეტულად — ექსპლორატული ტესტირების პროცესში.
გიორგი გუგეშაშვილის პრეზენტაციის თემა კი In Spint ავტომატიზაცია იყო.
ნინო Space International-ს ხარისხის უზრუნველყოფის chapter area lead და მანუალური ტესტირების გუნდის ხელმძღვანელია, გიორგი — ავტომატიზაციის ტესტირების გუნდს მართავს.
ტესტერთა დღე ორივე მათგანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ცოდნის გაზიარების კუთხით იყო.
«ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ სფეროში მომუშავე უამრავი ადამიანი იკრიბება, ცოდნას უზიარებს ერთი მხრივ, დამწყებ პროფესიონალებს, მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ასევე, გამოცდილი ადამიანები კიდევ უფრო იღრმავებენ ცოდნას როგორც თავიანთი, ისე სხვა მიმართულებებით. მაგალითად, მანუალ ტესტერმა შეიძლება ბევრი ინფორმაცია მიიღოს ავტომატიზაციის მიმართულებით, ინჟინერმა დამატებით გაიღრმაოს ცოდნა. ამის გამო მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობაც». — ამბობს ნინო.
ფოტოზე: მარცხნივ გიორგი გუგეშაშვილი, მაჯვნივ — ნინო აბრამიშვილი
გიორგი გუგეშაშვილის თქმით, ცოდნის გაზიარება ხელს უწყობს ცნობადობის გაზრდას, რაც საქართველოს ბაზარს განვითარებაში ეხმარება.
«ტესტერთა დღეზე ვისაუბრე in sprint ავტომატიზაციაზე, რომელიც თანამედროვე მიდგომაა — როგორ შეიძლება, ეჯაილით მუშაობის დროს ავაჩქაროთ ავტომატიზაციის პროცესი და დავიწყოთ ჩვენი ავტომატიზაცია, თუნდაც დეველოპმენტის დაწყებამდე. ჩვენს პატარა ბაზარზე საჭიროა ცნობადობის გაზრდა. რაც უფრო მეტად შემოვა და დამკვიდრდება თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიები საქართველოში, მით უფრო განვავითარებთ ჩვენს პატარა ბაზარს». — უთხრა dev.ge-ს გიორგი გუგეშაშვილმა.
Space Internatrional ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიაა. 2018 წელს გუნდმა, რომელიც მას მართავს, საქართველოს ბაზარზე პირველი ნეობანკი გაუშვა, 2020 წელს კი უზბეკეთის ბაზარზეც შევიდა. გუნდი, რომელიც ტექნოლოგიურ პლატფორმას და მის პროდუქტებს ავითარებს, ციფრულ მარკეტინგსა და გაყიდვებს უძღვება, რისკის სისტემებს მართავს და ა.შ. — საქართველოშია. მუშაობის პროცესი ცენტრალიზებულია, ხოლო საერთაშორისო საბანკო პლატფორმა საქართველოდან ორ გეოგრაფიულ ერთეულს ემსახურება: საქართველოს — სფეისის ბრენდით და უზბეკეთს — TBC UZ ბრენდით.
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე
რაც შეეხება ტესტერთა დღეს — ის GeoSTQB 9-10 სექტემბერს, 2-დღიანი ღონისძიებით აღნიშნა — ჩატარდა პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
თიბისის ტექ გუნდიდან ერთ-ერთი, ვინც 9-10 სექტემბერს, ტესტერთა დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა, თათია სებისკვერაძეა — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. მისი საქმიანობა მობილური აპლიკაციის ხარისხის ავტომატური ტესტირებით უზრუნველყოფაა. თავისი საქმიანობა თათიას ძალიან მოსწონს და ტესტერთა დღეზე შეკრებილ აუდიტორიასაც მის ნიუანსებს გაუზიარებს.
უკვე 2 წელია, თიბისის ტექ გუნდს ცოტნე აბურჯანია შეუერთდა — მას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიცია უკავია. როგორც გვიყვება, უნიკალური შემთხვევაა, როცა კომპანიაში მხოლოდ ტესტირების ავტომატიზაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი არსებობს — როგორც წესი, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები სხვადასხვა გუნდებში არიან გადანაწილებულნი, სადაც დეველოპერებს, სისტემის ანალიტიკოსებს და სხვადასხვა პროფილის მქონე პროფესიონალებსაც შეხვდებით.
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე
★ ფასიანი თანამშრომლობა«ჩვენ აქ ვართ განვითარებისთვის, სასიკეთო ცვლილებებისთვის, ინოვაციისთვის, თანამშრომლობისთვის, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის და უბრალოდ, დროის კარგად გატარებისთვის. ჩვენ აქ ვართ, რათა დავიჭიროთ შესაძლებლობა». — ეს Space-ის გუნდის წევრების საერთო განწყობაა.