ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებათიბისი
18 მარტი 2024, 16:18
2024-03-18
როგორ დანერგა Space International-ის გუნდმა გემიფიკაციის პროექტი თიბისი უზბეკეთში
Space-მა გემიფიკაცია საქართველოს შემდეგ უზბეკეთში დანერგა — Space-ის ყველასთვის საყვარელი თამაში ახლა უკვე უზბეკეთშია და «თიბისი სტარსი» ჰქვია. სერვისების გატანის შემდეგ, სფეისის გუნდი უზბეკეთშიც მუდმივად მუშაობს სტანდარტული სერვისების გამრავალფეროვნებაზე. გემიფიკაციის დანერგვით თიბისი უზბეკეთის მომხმარებლებს თითოეული ინტერაქცია ნამდვილ თავგადასავლად გადაიქცა და მომხმარებლებს ფინანსების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
თამაშის ელემენტებზე დაფუძნებული საბანკო აპლიკაცია პირველ რიგში მიზნად ისახავს მოხმარებლის გამოცდილების გახალისებას და გაუმჯობესებას.
ლოიალობის პროგრამა და ჯილდოები თითოეულ მოსაწყენ ოპერაციას სძენს დამატებით შინაარს, რადგან ახლა მომხმარებელს შეუძლია გამოიმუშაოს ქულა, გაზარდოს მისი რაოდენობა და გადაცვალოს საჩუქარში. სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ინიციატივამ გაამართლა.
სფეისის გუნდი ამაზე არ შეჩერებულა, დაინერგა ინტერაქციული ვიქტორინები, რომლებიც ახლდება ყოველდღიურად და შეესაბამება უზბეკეთის კულტურულ გარემოს. მსგავსი აქტივობები არამხოლოდ ქულების დაგროვებაში, არამედ ფულის დაზოგვაში ეხმარება მომხმარებელს, რადგან დანაზოგი დამატებით ქულას ნიშნავს.
აპლიკაციაში ასევე დაინერგა დამოუკიდებელი თამაშები, რომლებიც საბანკო ოპერაციებისგან დამოუკიდებლად, სასიამოვნოდ დროის გატარების საშუალებას იძლევა და რა თქმა უნდა აქაც ყოველი მოგება ქულას უდრის.
საქართველოში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია, თუმცა უზბეკეთში უნიკალური ბაზარია. სწორედ ამიტომ თითოეულ პროდუქტს წინ საფუძვლიანი კვლევა უძღვის. აღმოჩნდა, რომ უზბეკეთში მომხმარებლებს მოსწონთ გათამაშებები და მეგობრული კონკურენცია. ამიტომაც, სფეისის გუნდმა გადაწყვიტა, პერიოდულად გაეშვა ლიდერბორდ კამპანიები, რაც მომხმარებელს შედეგების მონიტორინგის საშუალებას მისცემდა.
ამ თემაზე ასევე გავესაუბრეთ უზბეკეთში პროდუქტიული გუნდის წარმომადგენელს:
Space International-ის გუნდი მუდმივად ცდილობს იყოს ინოვაციური, გაითვალისწინოს მომხმარებლების ქცევა და მათი გამოცდილება უკეთესი გახადოს.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International
Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.