ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან

უკვე 2 წელია, თიბისის ტექ გუნდს ცოტნე აბურჯანია შეუერთდა — მას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიცია უკავია. როგორც გვიყვება, უნიკალური შემთხვევაა, როცა კომპანიაში მხოლოდ ტესტირების ავტომატიზაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი არსებობს — როგორც წესი, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები სხვადასხვა გუნდებში არიან გადანაწილებულნი, სადაც დეველოპერებს, სისტემის ანალიტიკოსებს და სხვადასხვა პროფილის მქონე პროფესიონალებსაც შეხვდებით. 

კომენტარის დატოვება

ცოტნე აბურჯანია ერთ-ერთია თიბისის ტექ გუნდიდან, რომელიც 9-10 სექტემბერს, ტესტერთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე წარდგება და ტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

თიბისის მხარდაჭერით GeoSTQB ტესტერთა დღესთან დაკავშირებით 2-დღიან ღონისძიებას ატარებს — იქნება პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. 

ცოტნე აბურჯანია ისეთი მასშტაბის ღონისძიებაზე სიტყვით პირველად გამოდის. ამიტომ მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, სპიკერობის დიდ გამოცდილებას შეიძენს. ასევე, საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ თემას, რომელზე ლაპარაკასაც აპირებს.

ცოტნე აბურჯანია
«ვისაუბრებ, Რა გამოწვევები აქვს ბანკს ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით. რა სირთულეები შეიძლება არსებობდეს და როგორ შეიძლება გადაილახოს ისინი, განსაკუთრებით CI/CD-ს (უწყვეტი ინტეგრაცია და უწყვეტი მიწოდება) ნაწილში. ასევე, როგორ თანამშრომლობენ ტესტერები სხვა გუნდებთან». 

ცოტნე ღელავს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ დამსწრე საზოგადოებამდე სათქმელს წარმატებით და გასაგებად მიიტანს. 

ამასთან, დარწმუნებულია, რომ პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებასა და დაინტერესებულ ტექ.პროფესიონალს აუცილებლად გამოადგება. 

ცოტნე აბურჯანია
«შესაძლოა, ღონისძიებას მენეჯერები ესწრებოდნენ, რომლებიც აუცილებლად დაფიქრდებიან, როგორ გააერთიანონ გუნდები — როგორ დააახლოონ ტესტერები და დეველოპერები». 

ცოტნე გვიხსნის, რომ ტესტირების ავტომატიზაციას სხვადასხვა software სჭირდება. მოცემულია ქეისები, რომლებიც კოდში გადატანისას მენეჯმენტის სოფთვეართან, მაგალითად, JIRA-სთან უნდა დაკავშირდეს.

ცოტნე აბურჯანია
«საინტეგრაციო software გვაქვს, რომელიც ამ case-ებს აკავშირებს და JIRA-ზე ავტომატურად აღრიცხავს — 3-4 ინსტრუმენტი თავად მაქვს შექმნილი. თიბისიში პოზიციას ადამიანებისა, რომლებიც ამ საქმეს აკეთებს, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს ვეძახით».

ცოტნე აბურჯანია IT ტექნოლოგიებით მეგობრების გავლენით დაინტერესდა, რომლებიც web development-ს სწავლობდნენ. თავად არჩევანი პროგრამირების ენა c++-ზე შეაჩერა და თამაშის შექმნა დაიწყო.

ცოტნე აბურჯანია
«IT-ში მიმართულების არჩევას არ ვაპირებდი. თუმცა, დიდმა ინტერესმა და იმან, რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა, გეგმები შემაცვლევინა და BTU-ში ჩავაბარე». 

ცოტნეს თიბისისთან კავშირიც სწორედ BTU-დან დაიწყო. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული დაინტერესება უნივერსიტეტში თიბისის წარმომადგენლებთან შეხვედრამ გამოიწვია. 

ის თიბისიმდე რამდენიმე სტარტაპში მუშაობდა, სადაც, სხვადასხვა პერიოდში, front-end development-თან და React-თან ჰქონდა შეხება. 2020 წლის ბოლოს თიბისის კურსზე ჩაეწერა, რომელიც წარმატებით დაასრულა და კომპანიის თანამშრომელი გახდა. 

ცოტნე აბურჯანია
«მას შემდეგ, რაც თიბისიში Java-ს კურსი გავიარე, მივხვდი, რომ ეს ენა ყველაზე კარგად შევისწავლე, რამაც სხვა ენების შესწავლა გაამარტივა. ვფიქრობ, რომ თუ ერთ ენას საფუძვლიანად შეისწავლი, სხვები მარტივდება, რადგან მსგავსებები ნათლად ჩანს. სტარტაპებში მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარა. თიბისიში ყველაფერს მალე შევეჩვიე. ახლა კი მე ვატარებ Java-ს იმ კურსის პირველ 10-12 ლექციას, რომელიც თავად გავიარე». 

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის საქმიანობას, ცხადია, სირთულეებიც ახლავს. ცოტნე გვეუბნება, რომ მათი გადალახვის ერთადერთი გზა ბოლომდე ჩაძიება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დაუღალავად შრომაა.

ცოტნე აბურჯანია
«მაგალითად, ერთი წლის წინ ისეთი software-ის შექმნა დაგვჭირდა, რომელიც ბაზაზე არც არსებობდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაუღალავი შრომითა და ბოლომდე ჩაძიებით მისი შექმნა შესაძლებელი იყო. დიდი დრო დაგვჭირდა, თუმცა მიზანს მაინც მივაღწიეთ».
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ როგორ და რატომ
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
თემის მიხედვით
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.