ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გაიცანით თათია სებისკვერაძე — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან

თიბისის ტექ გუნდიდან ერთ-ერთი, ვინც 9-10 სექტემბერს, ტესტერთა დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა, თათია სებისკვერაძეა — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. მისი საქმიანობა მობილური აპლიკაციის ხარისხის ავტომატური ტესტირებით უზრუნველყოფაა. თავისი საქმიანობა თათიას ძალიან მოსწონს და ტესტერთა დღეზე შეკრებილ აუდიტორიასაც მის ნიუანსებს გაუზიარებს. 

კომენტარის დატოვება

თიბისის მხარდაჭერით GeoSTQB ტესტერთა დღესთან დაკავშირებით 2-დღიან ღონისძიებას ატარებს — იქნება პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. 

ტესტერთა დღეზე თიბისის სახელით გამოსვლა თათიასთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, როგორც გვეუბნება, ასეთი მასშტაბის აუდიტორიის წინაშე სპიკერი არასდროს ყოფილა. თუმცა, დარწმუნებულია რომ კომპანიის საქმიანობასა და მიზნებს ყველასთვის გასაგებად ახსნის. 

თათია სებისკვერაძე
«ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება. მსურს, რომ ყველას ნათლად დავანახო, რას ვაკეთებთ კომპანიაში და რამდენად არის განვითარებული ტექნოლოგიები».

თათიას სჯერა, რომ დამსწრე საზოგადოებასა და დაინტერესებულ.პროფესიონალს მის მიერ თიბისის გამოცდილების შესახებ გაზიარებული ინფორმაციის გამოყენება შეეძლება.

თათია სებისკვერაძე
«ვეცდები, რომ აუდიტორიას საკუთარი და კომპანიის გამოცდილება წარმატებით გავუზიარო — ის, რაზეც ვისაუბრებ, შეუძლიათ, საკუთარი აპლიკაციების დასატესტად გამოიყენონ».

თათია თიბისიში თიბისის აკადემიიდან მოვიდა, აკადემიაში კი — კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტიდან. ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიცია აკადემიის დასრულების შემდეგ დაიკავა. 

თათია სებისკვერაძე
«თიბისის აკადემიაში 3 თვე ვისწავლე. კურსის დასრულების შემდეგ სხვადასხვა გუნდებში გადაგვანაწილეს. თავდაპირველად, დესკტოპ აპლიკაციას ვტესტავდი, 2 წლის შემდეგ გუნდი შევიცვალე და მობაილ აპლიკაციის ტესტირებაზე გადავედი».

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის საქმიანობას, ცხადია, სირთულეებიც ახლავს. თათია გვეუბნება, რომ მათი გადალახვის საუკეთესო გზა დამატებითი ინფორმაციის მოძიებაა.

თათია სებისკვერაძე
«როდესაც მუდმივად განახლებად სფეროში მუშაობ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდი სირთულე, ალბათ, სიახლეებთან დაწევაა».

9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, თიბისის მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით მასშტაბურ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. ღონისძიება 9-10 სექტემბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. განიხილება მრავალი საინტერესო საკითხი.  

წაიკითხეთ დეტალურად 👇

GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ როგორ და რატომ
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
თემის მიხედვით
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან
გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან
თემის მიხედვით
გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან

ასევე წაიკითხეთ
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
★ ფასიანი თანამშრომლობა Space International-ისთვის ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი ღირებულებაა არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის გარეთაც. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ცდილობს, ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს სხვა პროფესიონალებსაც გაუზიაროს. 
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა 9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან
გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან
გაიცანით ცოტნე აბურჯანია — ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი თიბისიდან
უკვე 2 წელია, თიბისის ტექ გუნდს ცოტნე აბურჯანია შეუერთდა — მას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიცია უკავია. როგორც გვიყვება, უნიკალური შემთხვევაა, როცა კომპანიაში მხოლოდ ტესტირების ავტომატიზაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი არსებობს — როგორც წესი, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები სხვადასხვა გუნდებში არიან გადანაწილებულნი, სადაც დეველოპერებს, სისტემის ანალიტიკოსებს და სხვადასხვა პროფილის მქონე პროფესიონალებსაც შეხვდებით. 
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
GeoSTQB თიბისისთან ერთად ტესტერთა დღეს აღნიშნავს — ნახეთ, როგორ და რატომ
★ ფასიანი თანამშრომლობა|9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, თიბისის მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით მასშტაბურ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.