ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
23 თებერვალი 2023, 16:00
2023-02-23
სოციალური მედიის პლატფორმა TikTok აპლიკაციას Mercedes-Benz-ზე ამატებს
სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს ყველგან ვხვდებით. მალე კი მანქანებშიც ხელმისაწვდომი იქნება. პირველად მას ახალ Mercedes-Benz E-Class-ზე ვიხილავთ, რომელიც ბაზარზე 2023 წლის შემოდგომაზე გაეშვება. Mercedes-Benz E-Class MBUX-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემის განახლებული ვერსიით გამოვა.
TikTok ერთადერთი აპლიკაცია არ არის, რომელსაც Mercedes E-Class-ში ვიხილავთ. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არჩევანია, რაც Mercedes-ის ჩინეთის ბაზრისადმი დიდ ინტერესს ნათლად ასახავს.
«აპლიკაცია ძალიან, ძალიან პოპულარული და აქტუალურია. არ დაგვავიწყდეს, რომ S-კლასის მფლობელის საშუალო ასაკი ჩინეთში დაახლოებით 40 წელზე ნაკლებია». — თქვა Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა, TikTok-ზე საუბრისას.
ახლადგანახლებული MBUX სისტემა, რომელიც სუპერეკრანით იქნება აღჭურვილი, მძღოლებს საშუალებას მისცემს, TikTok-ის ვიდეოებს მაშინ უყურონ, როდესაც მანქანა გაჩერებული იქნება.
მგზავრებს ვიდეობის ყურება გადაადგილების დროსაც შეეძლებათ, რადგან მათ ეკრანის იმ ნაწილზე ექნებათ წვდომა, რომელიც მათ წინ მდებარეობს. მგზავრის ეკრანს შეზღუდული ხედვის ველი აქვს, რაც მძღოლს მართვისას კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაეხმარება.
კომპანია E-Class საინფორმაციო გასართობ სისტემაში ასევე Zoom ვიდეო კონფერენციებს, Angry Birds-ს, Vivaldi ვებ ბრაუზერსა და Webex by Cisco-ს ამატებს.
Mercedes-მა ახალი პროგრამული არქიტექტურა შექმნა, რათა მესამე მხარის აპლიკაციების საინფორმაციო-გასართობ სისტემაში ინტეგრირება გაემარტივებინა. მას ასევე აპლიკაციების ახალი მაღაზია აქვს, რომლზე წვდომაც Mercedes me აპლიკაციის საშუალებით შეიძლება.
ავტომწარმოებლმა, კალიფორნიაში, კვლევისა და განვითარების ცენტრში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ყურადღება მხოლოდ მომავალი E-Class-ის ინტერიერის დეტალებზე გაამახვილა.
Mercedes და Google პარტნიორები გახდნენ. გიგანტი კომპანია გერმანულ ავტომწარმოებელს მის IP-სა და ბაზარზე კონტროლის საშუალებას მისცემს, ხოლო მძღოლებს ნავიგაციას, რუქებსა და YouTube-ს შესთავაზებს.
Mercedes-მა პრესკონპერენციაზე საკუთარი ოპერაციული სისტემის, MB.OS-ის დეტალებზეც ისაუბრა, რომლის დებიუტიც, სავარაუდოდ, ათწლეულის შუა პერიოდში შედგება.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.