ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შესაძლოა, TikTok-ზე ვიდეოს ხანგრძლივობის ლიმიტი გაიზარდოს

TikTok-მა ე.წ. ლანდშაფტის რეჟიმის ტესტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. 

კომენტარის დატოვება
შესაძლოა, TikTok-ზე ვიდეოს ხანგრძლივობის ლიმიტი გაიზარდოს

TikTok-მა ე.წ. ლანდშაფტის რეჟიმის ტესტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფუნქცია დიდ კონკურენციას ისეთ ვიდეო პლატფორმებს გაუწევს, როგორიცაა, მაგალითად, YouTube. 

უკვე არსებული, პორტრეტის რეჟიმში გადაღებული ვიდეობი TikTok-ს დაემხარა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური მედიის პლატფორმა გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში, უსაფრთხოების მიზნით, მის აკრძალვას მოითხოვდნენ და რამდენიმე მათგანში ამ საკითხის განხილვა კვლავ გრძელდება.

2022 წელს TikTok-მა განაცხადა, რომ ის 10 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეობს დანერგავს.

პლატფორმა ადრე მხოლოდ 3 წუთის ხანგრძლივობის ან უფრო მოკლე ვიდეობს გვთავაზობდა.

გლობალური ბიზნეს სტრატეგიის ფირმის, Albright Stonebridge Group-ის წარმომადგენელმა, პოლ ტრიოლომ განაცხადა, რომ TikTok უკვე  დიდი ხანია, YouTube-ის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს და ახალგაზრდების გულს იგებს.

«როგორც ჩანს, მიზანი  უფრო მოწიფულ აუდიტორიზე გასვლაა, რომელიც  YouTube-ს საინფორმაციო, შემეცნებითი და სასწავლო  ვიდეოებისთვის იყენებს». — განაცხადა ტრიოლომ.

კაროლინა მილანესმა, საკონსულტაციო კომპანიის, The Heart of Tech-ის დამფუძნებელმა თქვა, რომ ახალი ფუნქცია TikTok-ის კონტენტის შემქმნელებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

«მოკლე ვიდეობი YouTube-ის ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და Tik-Tok-ს ამის საპასუხოდ რამე უნდა მოექფიქრებინა». — აღნიშნა მილანესმა.

ამავდროულად, ჯონატონ ჰაჩინსონი, სიდნეის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი, თვლის, რომ YouTube და TikTok ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და აღმასვლას გააგრძელებენ.

«YouTube-ს საგრძნობლად მაღალი წარმოების ღირებულებები აქვს და მომხმარებლებს მის მისატოვებლად დიდი დრო დასჭირდებათ. TikTok მოკლე და უფრო მიმზიდველი შინაარსის მწარმოებელ პლატფორმად დარჩება» .- თქვა ჰაჩინსონმა.

TikTok ახალგაზრდებს შორის ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ის თითქმის ოთხ მილიარდჯერ არის ჩამოტვირთული.

პარალელურად, აპლიკაცია რამდენიმე ქვეყანაში ინტენსიური შემოწმების ქვეშ მოექცა.

ამ კვირაში ამერიკელმა კანონმდებლებმა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის TikTok-ის აკრძალვა განიხილეს.

TikTok-ის აკრძალვის მოწოდებები ასევე ისეთ ქვეყნებში გაჩნდა, როგორიცაა ავსტრალია და ტაივანი.  ინდოეთმა ის 2020 წელს სამხედრო დავის ფონზე  დაბლოკა.

აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
თემის მიხედვით
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
FBI აცხადებს რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
თემის მიხედვით
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის


ასევე წაიკითხეთ
სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებების გამო რასელ ბრენდის YouTube არხს მონეტიზაცია შეუჩერდა
სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებების გამო რასელ ბრენდის YouTube არხს მონეტიზაცია შეუჩერდა
სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებების გამო რასელ ბრენდის YouTube არხს მონეტიზაცია შეუჩერდა
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
Google Play Store-ს YouTube Shorts ემატება
Google Play Store-ს YouTube Shorts ემატება
Google Play Store-ს YouTube Shorts ემატება
YouTube შიშობს, რომ Shorts ხანგრძლივ ვიდეოებს გააქრობს
YouTube შიშობს, რომ Shorts ხანგრძლივ ვიდეოებს გააქრობს
YouTube შიშობს, რომ Shorts ხანგრძლივ ვიდეოებს გააქრობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.