ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
17 მაისი 2023, 10:29
2023-05-17
სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
OpenAI-ის CEO-ს, სემ ალტმენს 16 მაისს სენატში მოუსმინეს. თემა ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე პოტენციური საფრთხეები იყო. სხდომაზე თავად სემ ალტმენმა მოუწოდა კანონმდებლებს, დააწესონ სალიცენზიო მოთხოვნები და სხვა რეგულაციები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქმნიან მოწინავე AI სისტემებს, როგორიც არის, მაგალითად, GPT-4.
OpenAI-ის CEO-ს, სემ ალტმენს 16 მაისს სენატში მოუსმინეს. თემა ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე პოტენციური საფრთხეები იყო. სხდომაზე თავად სემ ალტმენმა მოუწოდა კანონმდებლებს, დააწესონ სალიცენზიო მოთხოვნები და სხვა რეგულაციები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქმნიან მოწინავე AI სისტემებს, როგორიც არის, მაგალითად, GPT-4.
«ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობების მხრიდან რეგულაციებით ჩარევა გადამწყვეტი იქნება სულ უფრო ძლიერი მოდელების რისკების შესამცირებლად. მაგალითად, აშშ-ის მთავრობამ AI მოდელების შესაძლებლობების ზღვარს ზემოთ განვითარებისა და გაშვებისთვის შეიძლება განიხილოს ლიცენზირებისა და შემოწმების მოთხოვნების კომბინაცია». — თქვა სემ ალტმენმა სენატის სხდომაზე.
მისთვის შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია აშშ-ში.
OpenAI-ს CEO-ს თქმით, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის სასარგებლო მხარეებისა, მის მიერ გენერირებულმა კონტენტმა არჩევნებზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს.
«ვფიქრობ, ამ კუთხით გარკვეული რეგულაციები ბრძნული იქნებოდა». — განაცხადა მან.
ასევე, სემ ალტმენმა განაცხადა:
«ვღელავ იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიამ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ვფიქრობ, თუ ეს ტექნოლოგია არასწორი გზით განვითარდება და ის შეიძლება საკმაოდ არასწორი გზით წავიდეს — ჩვენ გვინდა, ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდეთ. ჩვენ გვინდა, ვითანამშრომლოთ მთავრობასთან, რომ ეს ასე არ მოხდეს».
ჩატბოტი chatGPT, რომელიც Open AI-ის მიერ არის შექმნილი, 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა. ის ყველაზე ჭკვიანი ჩატბოტია, რომელიც აქამდე ყოფილა. ChatGPT-ის შეუძლია როგორც ესეების, ისე კოდის წერა. ამბობს ხუმრობებს და სხვა. მისი გამოსვლის შემდეგ განვითარდა ხელოვნური ინტელექტის სხვა ხელსაწყოები. დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ათასობით სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს მსოფლიოში.