ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა

გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა და ის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების გუნდის ხელმძღვანელი იქნება. 

კომენტარის დატოვება

Microsoft-მა, რომელიც OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორია, სიტუაცია საუკეთესოდ შეაფასა და გამოიყენა. 19 ნოემბერს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში, აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ თქვა: «ჩვენ OpenAI-სთან ჩვენი პარტნიორობის ერთგული ვრჩებით და ერთად დასახული მიზნების მიღწევის გვჯერა». ამასთან ერთად, ალტმანი და OpenAI-ის ყოფილი პრეზიდენტი, გრეგ ბროკმანი Microsoft-ს შეუერთდებიან, რათა «მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების გუნდს უხელმძღვანელონ».

«ჩვენ მოვლენების სწრაფად განვითარებას ველით, რათა მათ წარმატებისთვის საჭირო რესურსები მივაწოდოთ». — თქვა ნადელამ.

18-19 ნოემბრის მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე სემ ალტმანის პოტენციურ დაბრუნებას ეხებოდა, კომპანიის არაკომერციული საბჭო სრულიად სხვა გზით წავიდა და დროებით აღმასრულებელ დირექტორად Twitch-ის ყოფილი CEO და თანადამფუძნებელი, ემეტ შირი დაასახელა. მან ამ პოზიციაზე მირა მურატი ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტზე 2 დღე იყო და რომელსაც კომპანიაში ალტმანის დაბრუნება სურდა.

ეს საინტერესო და საყურადღებო მოვლენაა, რომელიც წარმატებულ კომპანიებში იშვიათად ხდება — სამი აღმასრულებელი დირექტორი სამ დღეში.

The Verge-ის წყაროს ცნობით, შირი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც OpenAI-ის ოთხკაციანმა საბჭომ გადადგომასა და ალტმანის დაბრუნებაზე  უარი თქვა. ეს ამბავი პირველად The Information-მა გაავრცელა — გამოცემის თანახმად, 19 ნოემბერს საბჭოს წევრებმა კომპანიის თანამშრომლებს უთხრეს, რომ ალტმანის გათავისუფლება «ფართოდ მომგებიანი» ხელოვნური ინტელექტის მისაღწევად, რაც კომპანიის მთავარი მისიაა, ერთადერთი სწორი გზაა.

ალტმანის მოულოდნელად გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც საბჭომ თქვა, რომ ის არ იყო «კომუნიკაციაში თანმიმდევრულად გულწრფელი» არ იყო. 18 ნოემბერს საბჭომ ინვესტორების ზეწოლისა და თანამშრომლების მასობრივი გაფიცვის საფრთხის გამო მისი დაბრუნების განხილვა დაიწყო, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა.

ალტმანი OpenAI-ის ოფისში 18 ნოემბერს დაბრუნდა და განაცხადა, რომ ეს «პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა», როდესაც მას სტუმრის სამკერდე ნიშანი ეკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემდეგში ან აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდებოდა, ან შენობაში ფეხს აღარასდროს დაადგამდა. 

შერის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნა სიურპრიზია, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ამ ინდუსტრიის ლიდერად არ განიხილება. მარტში, მან Twitch თანამშრომლების გათავისუფლების მნიშვნელოვანი რაუნდის წინ დატოვა. 

სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
თემის მიხედვით
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
მოულოდნელად სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
თემის მიხედვით
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
Microsoft-ის მტკიცებით Apple უფრო ხეირობს Bing-ით ვიდრე — პირიქით
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით
თემის მიხედვით
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.