სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
სემ ალტმანის Open AI-ისაღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება. აღმასრულებელმა საბჭომ მის შემცვლელად Twitch-ის ყოფილი ბოსი, ემეტ შირი დაასახელა.
სემ ალტმანის Open AI-ისაღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება. აღმასრულებელმა საბჭომ მის შემცვლელად Twitch-ის ყოფილი ბოსი, ემეტ შირი დაასახელა.
სემ ალმტმანი საბჭომ Open AI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან 18 ნოემბერს, მოულოდნელად გაათავისუფლა. მოტივად საბჭოს მხრიდან მის მიმართ უნდობლობა დასახელდა.
სემ ალტმანს კომპანიაში ცვლილებები სურდა. 19 ნოემბერს მასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ საბჭო მის მოთხოვნებს ნაწილობრივ დასთანხმდა და ალტმანისა და დირექტორის, გრეგ ბორკმანის დაბრუნებას დათანხმდა. თუმცა, ეს ალტმანმა არ ისურვა.
ამასთან, წყაროს ცნობით, თუ ალტმანი წასვლასა და ახალი კომპანიის დაფუძნებას ისურვებს, თანამშრომლების დიდი ნაწილი აუცილებლად მასთან წავა.
19 ნოემბერს OpenAI-ის სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა, ჯეისონ კვონმა თანამშრომლებს უთხრა, რომ კომპანია ალტმანის დაბრუნებასთან დაკავშირებით «ოპტიმისტურადაა განწყობილი».
იმავე დილით, OpenAI-ის რამდენიმე თანამშრომელმა X-ზე გამოქვეყნებული ტვიტებით ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
პარასკევს თანამდებობა უფროსმა მკვლევარებმაც დატოვეს. OpenAI-სთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ კომპანიის დატოვებას კიდევ უფრო მეტი ადამიანი აპირებს.
19 ნოემბერს, 21:21 საათზე ცნობილი გახდა, რომ სემ ალტმანის დაბრუნების გეგმა ჩაიშალა და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, Twitch-ის ყოფილი ბოსი, ემეტ შირი იკავებს.
OpenAI-ის უმსხვილესმა ინვესტორმა, Microsoft-მა, სემ ალტმანის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ კომპანია OpenAI-სთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას ერთგულად აგრძელებს. თუმცა, როგორც ცნობილია, OpenAI-ის ინვესტორებს საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ და სემი მათგან დამოუკიდებლად გათავისუფლდა.
ალტმანი კომპანიის სახე და AI-ში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, მისი გათავისუფლება კი OpenAI-ის მომავალს ბუნდოვანს ხდის. მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა კომპანიები ChatGPT-ის კონკურენტის შექმნისთვის იბრძვიან.
OpenAI-ის სპიკერმა ალტმანზე დასმულ კითხვებს თავი აარიდა, ხოლო Microsoft-ის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
OpenAI-ის ამჟამინდელი საბჭოს შემადგენლობაში მეცნიერი, ილია სუცკევერი, Quora-ს აღმასრულებელი დირექტორი, ადამ დიანჯელო, GeoSim Systems-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ტაშა მაკკოლი და Georgetown’s Center-ის უსაფრთხოებისა და განვითარებადი ტექნოლოგიების ცენტრის სტრატეგიის დირექტორი, ჰელენ ტონერი შედიან. ტრადიციული კომპანიებისგან განსხვავებით, საბჭოს აქციონერთა ღირებულების მაქსიმიზაცია არ ევალება და OpenAI-ში კაპიტალს არცერთი მათგანი არ ფლობს. სამაგიეროდ, მათი მისია ხელოვნური ზოგადი ინტელექტის, ანუ AGI-ის შექმნაა.
მრავალი წყაროს თანახმად, სუცკევერმა, რომელიც OpenAI-ის თანადამფუძნებელი და კვლევების ხელმძღვანელია, ალტმანის გათავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს გადატრიალება კომპანიის კვლევისა და პროდუქტის მხარეებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლას უსვამს ხაზს.