ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
28 სექტემბერი 2023, 13:15
2023-09-28
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით
მაშინ, როცა Alphabet მთავრობას არწმუნებს, რომ Google ძიების ინოვაციებს არ ახშობს, მაიკროსოფტი Bing-ისა და Apple-ის შესახებ საინტერესო მოსაზრებას აფიქსირებს. კომპანიის აზრით, Bing-ს ფინანსურად Apple-სთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე Microsoft-სთვის.
მიხაილ პარახინმა, რომელიც Microsoft-ში რეკლამებსა და ვებ სერვისებს ზედამხედველობს, ამ კვირაში დაადასტურა, რომ Apple Bing-ისგან იმაზე მეტ მოგებას იღებს, ვიდრე თავად Bing.
«Apple უფრო მეტ ფულს შოულობს Bing-ით, ვიდრე თავად Bing». — თქვა Microsoft-ის სარეკლამო და ვებ სერვისების ხელმძღვანელმა, მიხაილ პარახინმა, ვაშინგტონში Google-ის წინააღმდეგ აშშ-ის მთავრობის ანტიმონოპოლიური სასამართლო პროცესის დროს. «ჩვენ აქტიურად ვცდილობთ Apple დავარწმუნოთ, რომ ჩვენი საძიებო სისტემა გამოიყენოს».
პარახინმა აღნიშნა, რომ Microsoft-ის პირველი მცდელობა დაერწმუნებინა Apple, რომ Google Search-ის ნაცვლად Bing გამოეყენებინა, 2021 წელს იყო. სწორედ მაშინ შეხვდნენ Apple და Microsoft, რათა პერსპექტივა განეხილათ, მაგრამ აშკარად არაფერი გამოვიდა.
Microsoft ამბობს, რომ Bing-ში ინვესტიციის განხორციელებას გარანტიის გარეშე ვერ ახერხებს — კომპანიას სურს დარწმუნდეს, რომ საძიებო სისტემა მომხმარებელთა მნიშვნელოვან რაოდენობა მიაღწევს. თავის მხრივ, Apple ვალდებულია Google-სთან კონტრაქტი დაიცვას, როგორც შეთანხმების ნაწილი.
Bing Safari-სთვის მთავარი საძიებო სისტემა არასდროს ყოფილა, თუმცა მომხმარებლებს მისი შეცვლა შეუძლიათ.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.