«იმ დროს ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო მსგავსი ქმედება ბიზნესის მხრიდან. პროდუქტმა ბაზარი რომ დაიპყროს, პირველი უნდა იყო. ამ დროს ხარისხი დასაკიდებელია, ხოლო შემდეგ, როცა მოგებაზე გადიხარ, სჭირდება მიდგომას შეცვლა (ვინც ერკვევით ინდუსტრიაში, Amazon-ის ისტორია გაგახსენდებათ).
ხოდა, გამაზვა სტრატეგიულია (ან უბრალოდ ბიზნესს არ უღირს ამ პრობლემის მოგვარება და არაპრიორიტეტულია დღემდე).
თუ გამოსწორება მიზნად გაქვთ და დღემდე ეგ პრობლემა მოგვარებული არ არის, იქნებ ახალ გუნდს კონსულტაცია გჭირდებათ?!
რაც 8 წლის წინ 2 დეველოპერმა ვიცოდით, დღემდე აქტუალურია.
გაგეცინებათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ პრობლემის მოგვარების ერთ ერთი გზა UX-შია (სხვაგვარად რიგები გარდაუვალია).
სიცილით მახსენსება, იმ დროს დოკერი ახალი გამოსული იყო და ამ პროექტში დანერგვა მსურდა, ინფრასტრუქტურის ადმინს ფანტაზიები რომ გავუმხილე, მახსოვს, რა რექციაც ქონდა. კარგი მოხდა რომ არ დავნერგეთ Docker.
ასევე იგივე დროს ReactJS ახალი ხილი იყო, ფრონტის მხარეს ინდუსტრიაში თამაში რომ ამოატრიალა, მაგის დანერგვაც მსურდა (პროტოტიპიც მქონდა), მაგრამ ჩაიშალა, დრო არ გვქონდა, გვეჩქარებოდა. გავმაზეთ, რომ არ დავნერგეთ React.
სხვათა შორის, რიგების სისტემის დანერგვა და ინტეგრაცია ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილება იყო იმ დროისათვის.
თუ ეს პოსტი მენეჯმენტიდან რომელიმემ წაიკითხეთ, შემოგვეხმიანეთ, მე ან დვალიშვილს
P. S. არ გეგონით, რომ კრიტიკაა ან რამე მსგავსი, ვინც ინდუსტრიაში ერკვევა, ყველა დაადასტურებს რომ ჩვეულებრივი მოვლენაა მსგავსი სირთულეები ყველა წარმატებულ პროექტში/პროდუქტში (გამოსავალიც არსებობს, ყველაფერი ფულის განტოლებამდე დადის, სანამ გვიანი არ არის, მერე ფულიც აღარ შველის)». — წერს გიორგი ხორგუაშვილი.