ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
5 ნოემბერი 2022, 15:38
2022-11-05
Angular-ის 7 კურსი - საბაზისოდან მოწინავემდე
Angular — არის Google-ის ფრეიმვორკი კლიენტის აპლიკაციების შესაქმნელად. 2021 წელს AngularJS-მხარდაჭერა შეწყდა და ბევრი კომპანია Angular-ზე გადავიდა, ამიტომაც ფრეიმვორკებზე მუშაობის უნარები სულ უფრო მოთხოვნადი გახდა.
2010 წელს Google-მა წარადგინა JavaScript-ფრეიმვორკი AngularJS (ცნობილი როგორც Angular 1), მაგრამ 2016 წელს კომპანიამ გამოუშვა სრულად გადაწერილი ვერსია Angular-ის ახალი არქიტექტურით. AngularJS ფართოდ გამოიყენებოდა 2021 წლის ბოლომდე, როდესაც მისი მხარდაჭერა შეწყდა. Angular-ზე კომპანიების მიგრაციის გამო, ფრეიმვორკის ცოდნის მქონე დეველოპერები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ. Angular-ის უპირატესობა სტაბილური განახლება და ფუნქციონალების რეგულარული გაფართოება, ასევე დეველოპერების საზოგადოების მუდმივი ზრდაა.
სად გამოიყენება Angular?
Angular სხვადასხვა აპლიკაციის შემუშავებას ერგება — როგორც ბრაუზერული და დესკტოპ აპლიკაციების, ისე მობილური აპლიკაციების. ფრეიმვორკი საშუალებას იძლევა, შექმნათ პროგრესული — სწრაფი და პროდუქტიული ვებ-აპლიკაციებიც (PWA).
ყველაზე ხშირად Angular გამოიყენება enterprise-სეგმენტში. მაგალითად, მასზეა დაფუძნებული საიტები Google Arts & Culture, Forbes, Xbox და SkyengTV.
Angular 8: სრული გზამკვლევი (Udemy)
კურსი გთავაზობთ Angular-ის ნულიდან სწავლას. კურსის ინსტრუქტორმა პროგრამირების შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ აგრძელებს სწავლას, ვებ-დეველოპმენტის ათვისებით.
თავისებურებები
რთული, მოქნილი, მასშტაბური ვებ-აპლიკაციების შექმნა Angular-თან ერთად.
გაიგებთ კომპონენტების, დირექტივების, ფორმატების, http-წვდომის, ავთენტიფიკაციის, ოპტიმიზაციის, ავტონომიური კომპილაციისა და ბევრი სხვა რამის შესახებ.
გაეცნობით Angular CLI-ის გამოყენებას.
პროექტზე მუშაობის დროს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებთ.
34-საათიანი ვიდეო მოთხოვნით + სრული უვადო წვდომა + შესანიშნავი ფიდბექი კურსის მონაწილეებისგან.
რეიტინგი: 4,7 (5-დან)
ხანგრძლივობა: 34 საათი
ფასი: $66
გამოხმაურება: «ყველაზე კარგია მაგალითებზე სწავლა და ამ კურსზე ბევრი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, სად მუშაობს მეთოდი და სად — არა. მინდა, ვურჩიო იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Angular-ით, სცადონ. მაქსის გაკვეთილებისგან ბევრი სარგებელი მივიღე და მისი სხვა კურსის გავლა დავიწყე, Angular Styling & Animations. დიდი მადლობა მაქსს».
დაჩქარებული კურსი Angular-ზე დაკავებული დეველოპერებისთვის (Udemy)
თუ ეძებთ Angular-ის სწავლის სწრაფ სახელმძღვანელოს, მაშინ ეს კურსი შესაძლოა შესანიშნავად მოგერგოთ, სულ რაღაც 10 საათში კურსის პედაგოგი დაგეხმარებათ Angular-ის ათვისებაში. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ სწავლის დაწყებისთვის — HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო დონეზე ცნობა.
თავისებურებები
დაჩქარებული კურსი სწრაფი სწავლისთვის.
შეისწავლით TypeScript-ის საფუძვლებს, მონაცემების ასახვასა და მოვლენების დამუშავებას.
გაიგებთ, როგორ შექმნათ მრავალჯერადი კომპონენტები, ფორმები შაბლონებსა და რეაქტიული ფორმების საფუძველზე.
რეიტინგი: 4,5 (5-დან)
ხანგრძლივობა: 10,5 საათი
ფასი: $49
გამოხმაურება: «ეს შესანიშნავი კურსი იყო. Angular-ში საკმაოდ თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი, რათა რეალურ პროექტებზე მემუშავა. მოში (მასწავლებელი) ძალიან სწრაფად და პროფესიონალურად ასწავლის პრაქტიკული მაგალითებით. მადლობა, მოშ, კარგი სწავლებისთვის».
სრული კურსი Angular-ზე: დამწყებიდან მოწინავემდე (Udemy)
კურსი დაგეხმარებათ შექმნათ რეალური აპლიკაცია e-commerce-ისთვის Firebase and Bootstrap 4-ის დახმარებით. HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის საბაზისო ცოდნა აუცილებელია ყველა სტუდენტისთვის.
თავისებურებები
29,5-საათიანი ვიდეო.
არ არის სავალდებულო Angular 1-ისა ან 2-ის ენის ცოდნა. შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ Angular 4-ით.
რეიტინგი: 4,4 (5-დან)
ხანგრძლივობა: 29,5
ფასი: $75
გამოხმაურება: «შესანიშნავი კურსია, თუ გსურთ Angular-ში ჩაეფლოთ! მოში ძალიან კარგი მასწავლებელია, ის შესანიშნავად ერკვევა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში და მიხარია, რომ ამ კურსის გავლა შევძელი. ის დეტალურად ხსნის ყველაფერს, არც ძალიან სწრაფად და არც ძალიან ნელა. მართლაც ბევრი რამ ვისწავლე. ყველაზე მეტად მომეწონა მისი გაკვეთილები რეფაქტორინგზე და მთელი კურსისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე, რომელიც ოდესმე გამივლია. მადლობა, მოშ!»
Angular (Angular 2+) და NodeJS: სახელმძღვანელო MEAN-ის შესახებ (Udemy)
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ დაუკავშიროთ თქვენი Angular-ფრონტენდი NodeJS-ბექენდს, მაშინ ეს შესაფერისი გზამკვლევია.
თავისებურებები
შექმნით მაღალსიჩქარიან ვებაპლიკაციებს Angular 2 / Angular 5-ის (ან უბრალოდ Angular) და NodeJS-ის დახმარებით.
შეისწავლით NodeJS-ისა და MongoDB-ის საფუძვლებს.
გაიგებთ შეცდომების დამუშავების შესახებ.
აპლიკაციების ოპტიმიზაცია და დანერგვა.
შექმნით თქვენს საკუთარ პროექტს.
რეიტინგი: 4,5 (5-დან)
ხანგრძლივობა: 12,5
ფასი: $45
გამოხმაურება: «შესანიშნავი ინსტრუქტორი. მეტს ვერც მოითხოვ. ასევე ძალიან კარგი იყო სუბტიტრები, რადგანაც ცუდად მესმის, ძალიან მესიამოვნა, როდესაც სუბტიტრები დააწერეთ და არ გამოიყენეთ ავტოგენერაცია. რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს».
ფრონტენდი: სერტიფიკაცია Angular-ზე ჰონკონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (Coursera)
ეს ყოვლისმომცველი საშუალო დონის პროგრამა შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიური ინსტიტუტის მიერ და ძირითადად ფოკუსირებულია JavaScript-ის ფრეიმვორკებზე ფრონტენდ-დეველოპმენტისთვის. გაეცნობით Angular-ის სხვადასხვა კონცეფციასა და ფუნქციას, მათ შორის კომპონენტებს, დირექტივებსა და მომსახურებებს. შესავალი გაკვეთილების შემდეგ კურსი გადადის პრაქტიკულ ასპექტში, როგორიცაა მონაცემთა შეკვრა, ერთგვერდიანი აპლიკაციების შემუშავება და შაბლონური და რეაქტიული ფორმების შექმნა. სწავლის ბოლოს თქვენ დაეუფლებით საბაზისო ტექნიკას და შეძლებთ უფრო მაღალ დონეზე გადასვლას.
თავისებურებები
გაეცნობით JavaScript-ის კლიენტისმხრივ ფრეიმვორკს და Angular-ს ფრეიმვორკს.
გამოიყენებთ Angular Material-სა და Angular Flex-Layout-ს ადაპტირებული აპლიკაციების შექმნისთვის.
რეიტინგი: 4,7 (5-დან)
ხანგრძლივობა: 38 საათი
ფასი: $49
გამოხმაურება: «ეს ძალიან კარგი კურსია Angular-ზე და მათთვის, ვინც უკვე იცნობს AngularJS-ს და მათთვის, ვისაც მხოლოდ JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება აქვს. ეს კურსი იძლევა კონცეფციებთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას».
სასწავლო კურსი Angular-ზე (LinkedIn Learning — Lynda)
ტრენინგი გაგაცნობთ ამ «სუპერგმირული» ფრეიმვორკის საფუძვლებს, მათ შორის ისეთ ძლიერ ფუნქციებს, როგორიცაა შაბლონები, მომხმარებელთან ურთიერთქმედება, ცვლილებების აღმოჩენა, მონაცემების ორმხრივი დაკავშირება, კომპლექსური მარშრუტიზაცია და დამოკიდებულების დანერგვა.
თავისებურებები
ვიდეოები გაგაცნობთ ყველა საბაზისო კონცეფციას, დაწყებული შესავლით დამთავრებული საშუალო დონით.
ლექციები მოიცავს იმის დეტალურ ახსნა, როგორ შეასრულოთ სავარჯიშო.
სავარჯიშოები ხელმისაწვდომია ონლაინში გასაკეთებლად, ისე ჩამოსატვირთად.
ფუნქცია «ოფლაინ-ნახვა» საშუალებას მოგცემთ იმეცადინოთ ინტერნეტზე წვდომის გარეშეც.
ტრენინგი იყოფა 7 ნაწილად შესაბამისი დავალებებით.
ყველა სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია უფასოდ.
კურსის მსმენელებს შორის არიან — სტუდენტები, კომპიუტერული უზრუნველყოფის დეველოპერები, კონსულტანტები IT სფეროში და ბევრი სხვა.
+VueJS 2: სრული სახელმძღვანელო (მათ შორის Vue Router და Vuex) (Udemy)
თუ Angular თქვენთვის საკმარისი არაა, მაშინ აითვისეთ VueJS 2 — ეს ფრეიმვორკი თავის თავში აერთიანებს Angular-ისა და React-ის ყველა უპირატესობას. გამოცდილ ტრენერთან ისწავლით VueJS-ის შესანიშნავი აპლიკაციების შექმნას: მარტივი და მცირე აპლიკაციებიდან მასშტაბურ კორპორაციულ აპლიკაციებამდე.
თავისებურებები
ვებ-დეველოპმენტის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი ონლაინ.
თითოეული დეტალი დაყოფილია შედარებით პატარა ნაწილებად ცალკეული ვიდეოებით.
შეისწავლით ფროტნენტ-დეველოპმენტს ახალ და რეალურად ძლიერ ენაზე.
მრავალი პრაქტიკული სავარჯიშო.
რეიტინგი: 4,7 (5-დან)
ხანგრძლივობა: 31,5 საათი
ფასი: $66
გამოხმაურება: «ამ კურსმა მომცა ბიძგი, რომელიც აუცილებელია VueJS-სთან მუშაობის დასაწყებად. ის იძლევა მყარს საფუძველს და ასევე ეხება რამდენიმე მოწინავე თემას, როგორებიცაა Vuex და აპლიკაციების დანერგვა. რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს ყველას, ვინცაა დაინტერესებული დეველოპმენტით VueJS-ის გამოყენებით.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.