ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს

Digitaldefynd -ის გუნდმა შეარჩია მონაცემთა მეცნიერების ყველაზე პოპულარული კურსები. ამ სიაში მოხვდა ფასიანი და უფასო პროგრამები, სახელმძღვანელოებითა და კურსის დასრულების შემდეგ დიპლომის მიღების საშუალებით. პროგრამები გამოადგებათ როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ მომხმარებლებს. 

კომენტარის დატოვება
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს

Digitaldefynd -ის გუნდმა შეარჩია მონაცემთა მეცნიერების ყველაზე პოპულარული კურსები. ამ სიაში მოხვდა ფასიანი და უფასო პროგრამები, სახელმძღვანელოებითა და კურსის დასრულების შემდეგ დიპლომის მიღების საშუალებით. პროგრამები გამოადგებათ როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ მომხმარებლებს. 

IBM Data Science Certification (Coursera)

თუ Data Science-ისა და Machine Learning-ის სფეროში კარიერის დაწყება გსურთ, ეს კურსი თქვენთვისაა. ის შედგება 9 გაკვეთილისგან, რომელთა გავლის შემთხვევაშიც რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენთ. 

ლექციები მოიცავს მონაცემთა ვიზუალიზაციას, მონაცემთა ანალიზს, ბიბლიოთეკებს და ღია კოდის ინსტრუმენტებს. კურსის ბოლოს კი გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ პროექტზე, რათა თქვენი უნარები გამოავლინოთ და რეზიუმე გააუმჯობესოთ. 

არ არის საჭირო პროგრამირების ან კომპიუტერული მეცნიერების წინასწარი ცოდნა, რადგან ყველა თემის განხილვა ნულიდან იწყება. 

  • რეიტინგი: 4,6 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 5 თვე
  • უნარები: Data Science, Deep Learning, Machine Learning, Big Data, Data Mining, Github, Python Programming, Jupyter notebooks, Rstudio, Methodology, CRISP-DM, Data Analysis.

The Data Science Course: Complete Data Science Bootcamp (Udemy) 

კურსის განმავლობაში ეტაპობრივად შეისწავლით ყველა თემას, რომელიც აუცილებელია Data Science-ის ასათვისებლად. კურსის ბოლოს კონკრეტული დავალებების შესრულების ინსტრუქციასაც მიიღებთ. 

  • რეიტინგი: 4,6 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: ვიდეოს 31 საათი
  • უნარები: Data Science, математика, статистика, Python, Tableau, Machine Learning.

Applied Data Science with Python Certification (Сoursera)

ეს არის მიჩიგანის უნივერსიტეტის პროგრამა, რომელიც 5 კურსისგან შედგება და სადაც შეისწავლით მონაცემთა მეცნიერებას Python-ით. კურსი მოიცავს გრაფიკების აწყობასა და მონაცემების წარმოდგენას, ასევე Python-ით მანქანურ სწავლებებს, ტექსტის ანალიზსა და სოციალურ ქსელებს. პროგრამაში ბევრი პრაქტიკული დავალება და პროექტია. ეს დაგეხმარებათ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ თქვენი უნარებისა და რეზიუმეს გაუმჯობესებას.

აუცილებელია: Python-ის საბაზისო ცოდნა

  • რეიტინგი: 4,5 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 5 თვე
  • უნარები: Pandas, Matplotlib, Nltk и Network, Python, CSV. 

Deep Learning Certification (Coursera) 

Coursera-ზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა Deep Learning-ის შესახებ. კურსზე ისწავლით, როგორ შექმნათ ნეირონული ქსელები და როგორ მართოთ წარმატებული Machine Learning პროექტები. აითვისებთ თეორიულ კონცეფციებს და მათ ინდუსტრიულ აპლიკაციებს Python-ისა და TensorFlow-ის გამოყენებით. შეასრულებთ კონკრეტულ ამოცანებს, როგორიცაა მეტყველების ამოცნობა, მუსიკის სინთეზი, ჩათბოტთან მუშაობა, მანქანური თარგმანი, ბუნებრივი ენის დამუშავება, კონვოლუციური ნერვული ქსელის აგება და მრავალი სხვა. პროგრამის პედაგოგები არიან Coursera-ს თანადამფუძნებელი ენდრიუ ნგი და სტენფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები იუნეს ბენსუდა მური და კიან კატანფორუში.

  • რეიტინგი: 4,9 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 5 თვე
  • უნარები: Python, TensorFlow, Rnn, LSTM, Adam, Xavier.

Machine Learning Certification by Stanford University (Coursera) 

კურსი იძლევა Machine Learning-ის შესახებ ფართო წარმოდგენას, მათ შორის, კონტროლირებად სწავლას (მრავალჯერადი წრფივი რეგრესია, ლოგისტიკური რეგრესია, ნერვული ქსელები), კონტროლის გარეშე სწავლა (კლასტერირება, განზომილების შემცირება, რეკომენდირებული სისტემები).

გარდა ამისა, პროგრამაში მოცემულია რამდენიმე საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც სილიკონის ველზე ხელოვნური ინტელექტისთვისა და Machine Learning-ის სფეროში ინოვაციებისთვის გამოიყენება: მოდელების შეფასება და დარეგულირება, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით მუშაობის გაუმჯობესება. 

  • რეიტინგი: 4,9 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 33 საათი
  • უნარები: Regularization to Avoid Overfitting, Gradient Descent, Supervised Learning, Linear Regression, Logistic Regression for Classification. 

Professional Certificate in Data Science from Harvard University (edX) 

ეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ონლაინ სამაგისტრო პროგრამაა edX-ზე. აქ შეისწავლით პროგრამირების ენა R-სა და სტატისტიკური კონცეფციებს, მონაცემთა ანალიზის მეთოდებს. 

სწავლა მთლიანად პრაქტიკულია — ამოხსნით კონკრეტულ ამოცანებს და ჩაატარებთ კვლევებს. კვლევა მოიცავს: გლობალური ჯანდაცვისა და ეკონომიკის ტენდენციებს, აშშ-ის დანაშაულის მაჩვენებელს, 2007-2008 წლების ფინანსურ კრიზისს, არჩევნების პროგნოზირებას, ბეისბოლის გუნდის შექმნას (შთაგონებული Moneyball-ით) და ფილმების რეკომენდაციების სისტემებს.

  • რეიტინგი: 4,6 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 1 წელი და 5 თვე
  • უნარები: Unix/Linux, git и GitHub, RStudio.

Data Science MicroMasters Certification by UC SanDiego (edX)

ეს არის სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ონლაინ-სამაგისტრო პროგრამა Data Science-ზე. პროგრამა გადანაწილებულია რამდენიმე თვეზე, ის იდეალურია როგორც დამწყებებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის, რომლებიც Data Science-ის კონცეფციის დეტალურ გარჩევას ეძებენ. 

ამ კურსით მრავალმხრივი წარმოდგენა შეგექმნებათ მათემატიკური და გამოთვლითი ინსტრუმენტებისა და იმის შესახებ, როგორ გამოიყენოთ ისინი მონაცემების საფუძველზე რეკომენდაციების გასაკეთებლად.

  • რეიტინგი: 4,6 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 10 თვე
  • უნარები: Python  Spark, დიდი მონაცემების ანალიზი, Machine Learning. 

Machine Learning Course A-Z™: Hands-On Python & R In Data Science (Udemy)

კურსი ეძღვნება მანქანურ სწავლებას Python და R პროგრამირების ენების გამოყენებით. შედგება რამდენიმე გაკვეთილისგან, რომელთაგან თითოეული შექმნილია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომის გამოყენებით, რათა უფრო დეტალურად ისწავლოთ, განივითაროთ უნარები და გაიუმჯობესოთ წარმოდგენა Data Science-ის შესახებ. 

იმუშავებთ ისეთ ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა SQL, SSIS, Tableau, Gretl და სხვები. პრაქტიკულ ამოცანებთან ერთად კურსს ახლავს სასწავლო მასალები, რაც დაგეხმარებათ კურსზე მიღებული ინფორმაციის გამყარებაში. 

  • რეიტინგი: 4,5 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 42 საათი
  • უნარები: Machine Learning, Python, R, NLP და Deep Learning.

Data Science Course A-Z™: Real-Life Data Science (Udemy)

ხელმისაწვდომი კურსი მაგალითებით — ის დაგეხმარებათ, ჩაუღრმავდეთ Data Science-ის ძირითად კონცეფციებს და მონაცემთა მეცნიერების მოგზაურობის სრულ მიმოხილვას მოგაწვდით. პირველადი წყაროებიდან გაიგებთ იმ ტკივილის შესახებ, რომელსაც DS სპეციალისტები ყოველდღიურად აწყდებიან. დასრულების შემდეგ შეძლებთ ანალიზისთვის მონაცემების მომზადებას, მონაცემების მოდელირებას, მონაცემების საბაზისო ვიზუალიზასაციასა და მრავალ სხვას. 

  • რეიტინგი: 4,5 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 21 საათი.
  • უნარები: Data Mining in Tableau, SLR, MLR, Logistic Regression, CAP.

Python for Data Science and Machine Learning Bootcamp (Udemy)

კურსი გასწავლით, როგორ გამოიყენოთ Python მონაცემების გასაანალიზებლად და შექმნათ ლამაზი ლოგიკური ვიზუალიზაცია Machine Learning-ის მძლავრი  ალგორითმების გამოყენებით.

კურსი გაგაცნობთ Machine Learning-ის ყველა ძირითად კონცეფციასა და იმას, როგორც გამოიყენოთ ისინი Python-ზე პროგრამირებით. თქვენ ასევე შეძლებთ მანქანური სწავლების ალგორითმების დანერგვას და ისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ Pandas  მონაცემთა ანალიზისთვის.

  • რეიტინგი: 4,6 (5-დან)
  • ხანგრძლივობა: 25 საათი
  • უნარები: Machine Learning, Python, SciKit-Learn, NumPy, დიდი მონაცემების ანალიზი, Linear Regression, NLP. 

კიდევ უფრო მეტი კურსი Data Science-ის შესახებ 👇

SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად
SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად
თემის მიხედვით
SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად
9 საუკეთესო სასერტიფიკაციო კურსი Coursera-ზე ახალი პროფესიის დასაუფლებლად
9 საუკეთესო სასერტიფიკაციო კურსი Coursera-ზე ახალი პროფესიის დასაუფლებლად
თემის მიხედვით
9 საუკეთესო სასერტიფიკაციო კურსი Coursera-ზე ახალი პროფესიის დასაუფლებლად
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია - ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია — ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
თემის მიხედვით
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია — ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
ჩვენ თქვენთვის Frotend დეველოპმენტის ტოპ 10 კურსი შევარჩიეთ. 
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის  მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
თუ თქვენ მონაცემთა მეცნიერებას სწავლობთ, მათემატიკაში კარგი საფუძვლის შექმნა თქვენს სასწავლო მოგზაურობას უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.