ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

iOS დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის

ავტორი: ევგენია ბონდარი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.

ციფრული გადაწყვეტილებები მომხმარებლებისთვის უფრო ადვილი, სწრაფი და უსაფრთხო ხდება. ასეთი ცვლილებები დეველოპერებისგან გარკვეულ ინსტრუმენტებსა და ფრეიმვორკებს მოითხოვს. ამიტომ ამ სტატიაში iOS  დეველოპერობის ძირითად ტრენდებს გაცნობთ, რომლებიც უკვე შეინიშნება მსოფლიოში და მომავალი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება.

კომენტარის დატოვება
iOS დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის

ავტორი: ევგენია ბონდარი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.

ციფრული გადაწყვეტილებები მომხმარებლებისთვის უფრო ადვილი, სწრაფი და უსაფრთხო ხდება. ასეთი ცვლილებები დეველოპერებისგან გარკვეულ ინსტრუმენტებსა და ფრეიმვორკებს მოითხოვს. ამიტომ ამ სტატიაში iOS  დეველოპერობის ძირითად ტრენდებს გაცნობთ, რომლებიც უკვე შეინიშნება მსოფლიოში და მომავალი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება.

აქცენტი  Swift-სა და SwiftUI-ზე

iOS დეველოპერობისთვის Swift ძირითად ენად რჩება,  Apple კი აგრძელებს მისი შესაძლებლობების გაფართოებას, ახალი და გაუმჯობესებული ვერსიების რეგულარულად გამოშვებით. მაგრამ ენას ისე დრამატულად არ ცვლის, როგორც ადრე.

SwiftUI — არის Apple-ის უახლესი ფრეიმფორკი UI-ის შესაქმნელად. ის დეკლარაციულ მიდგომას იყენებს, რაც დეველოპმენტს უფრო სწრაფს ხდის, ხოლო კოდს — უფრო გასაგებსა და შეცდომებისადმი ტოლერანტულს. Apple-ის ყველა პლატფორმისათვის ერთნაირი კოდის წყალობით, SwiftUI სხვადასხვა მოწყობილობებს შორის (iPhone, iPad, Mac და სხვა) ინტერფეისების თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.

წლებთან ერთად აპლიკაციები სულ უფრო ხშირად SwiftUI-ის გამოყენებით იქმნება. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს: ეს საკმაოდ ახალგაზრდა ფრეიმვორკია, ის ხანდახან ძირეულად იცვლება. ყოველწლიურად Apple ტრადიციულად ამ ფრეიმვორკის ახალ ვერსიას წარადგენს — უფრო მძლავრს, საიმედოსა და გაუმჯობესებულს.

ყოველ განახლებასთან ერთად ჩნდება დამატებითი ელემენტები და ფუნქციები, რაც დეველოპმენტს ამარტივებს. ამიტომაც რეკომენდებულია SwiftUI-ის უახლესი და უფრო სტაბილური ვერსიების გამოყენება, რომლებიც iOS 16-დან არის მხარდაჭერილი.

ასე რომ, თუ ჯერ არ შეგხვედრიათ SwiftUI, ახლა დროა გაეცნოთ მას. დეველოპერებს, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად ისწავლონ ფრეიმვორკი, შემდეგი რესურსები გამოადგებათ:

  • Apple Developer. გაკვეთილები Apple-სგან. აქ გროვდება ოფიციალური დოკუმენტაცია, არის მზა კოდის მაგალითები.
  • Ray Wenderlich. ცნობილია თავისი ყოვლისმომცველი ტუტორიალებითა და კურსებით.
  • Hacking with Swift. უფასო სასწავლო მასალები და აქტიური დეველოპერული საზოგადოება.
  • SwiftUI Lab. გაფართოებული SwiftUI გაკვეთილები.

გაფართოებული რეალობა (Augmented Reality) და ARKit

გაფართოებული რეალობა (AR) უკვე აღარაა მხოლოდ საინტერესო სიახლე. ესაა ტრენდი, რომელიც Apple-ის ეკოსისტემაში აქტიურ იმპულსს იძენს. ARKit-ის ფრეიმვორკი — საკვანძო ელემენტია iOS-ისთვის აპლიკაციების შესაქმნელად გაფართოებული რეალობის საფუძველზე. ის საშუალებას გაძლევთ, დააკავშიროთ ვირტუალური ობიექტები რეალურ სამყაროსთან კამერის, სენსორებისა და სმარტფონის გამოთვლითი შესაძლებლობების გამოყენებით ისეთი რაღაცებისთვის, როგორიცაა მოძრაობის თრექინგი ან სახის გამომეტყველების ცვლილება. ჩვეულებრივ ბიზნეს-აპლიკაციაში AR-ის ინტეგრაცია უფრო გავრცელებული ხდება, რაც ARKit-ის ცოდნას უფრო ფასეულსა და აქტუალურ უნარად აქცევს.

შეუძლებელია, გვერდი აუარო AR-ის ბოლო მიღწევას სფეროში — Vision Pro და VisionOS-ის ოპერაციული სისტემა. Apple-მა თავისი გაჯეტების სიაში სრულიად ახალი პროდუქტი წარადგინა. Vision Pro-ს გაყიდვების დაწყება 2024 წლიდან იგეგმება, მაგრამ დეველოპერებმა მომზადება უკვე ახლა უნდა დაიწყონ. თვალი ადევნეთ განახლებებსა და სასწავლო მასალებს, ასევე განიხილეთ გუნდში, არის თუ არა მზად თქვენი პროდუქტი ახალ პლატფორმაზე გადასასვლელად — როგორც ბიზნესის, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი

მანქანური სწავლება ბევრი თანამედროვე მობილური აპლიკაციის ცენტრალური კომპონენტი გახდა. Core ML-ის ფრეიმვორკი Apple-სგან ძლიერი ML მოდელების ინტეგრირებას iOS აპებში ამარტივებს. ფრეიმვორკის საშუალებით შეგიძლიათ წინასწარ გაწვრთნილი მანქანური სწავლებების მოდელის გამოყენება სხვადასხვა ამოცანისთვის (სურათის ანალიზი, ვერბალური ბრძანების დამუშავება და ა.შ.

Create ML წარმოადგენს კომფორტულ პლატფორმას ML მოდელების შესაქმნელად მანქანური სწავლების ღრმა ცოდნის გარეშე. ინსტრუმენტი ინტეგრირებულია უშუალოდ Xcode-ში და საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ Swift, როგორც პროგრამირების ძირითადი ენა. ამ ინსტრუმენტების ცოდნა უფრო ჭკვიანი და უფრო მგრძნობიარე აპლიკაციების შესაქმნელად შესაძლებლობებს ხსნის.

დეველოპერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ AI ასისტენტებს, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ პროდუქტიულობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები მხოლოდ ახლა ვითარდება, ისინი დიდ პერსპექტივას გვპირდებიან მომავალი დეველოპერობისთვისა და ეფექტურობის გაზრდისთვის.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

მობილურ მოწყობილობებზე პირადი მონაცემების მოცულობა იზრდება, როგორც მომხმარებლების მოლოდინები აპლიკაციის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კონფიდენციალურობისა და აპლიკაციების უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია, დეველოპერებმა ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხო კოდირების სტანდარტებზე და მონაცემთა დაცვის სხვადასხვა სტრატეგიაზე.

რადგანაც არც ერთი საშუალება, თუ ის სხვების დახმარების გარეშე გამოიყენება, უსაფრთხოების საკმარის დონეს არ უზრუნველყოფს. აპლიკაცია უსაფრთხო შეუძლია გახადოს სწორედ სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების ერთობლიობამ, როგორებიცაა მონაცემების დაშიფვრა, App Transport Security (ATS), უპაროლო აუტენტიფიკაცია და სხვები.

ეს ტრენდი გამყარებული რეგულაციებით, მაგალითად, General Data Protection Regulation (GDPR) ევროპაში და California Consumer Privacy Act (CCPA) აშშ-ში, რომლებიც მონაცემთა დაცვის სტანდარტებსა და მომხმარებლების კონფიდენციალურობას ადგენს. დეველოპერებს უნდა ესმოდეთ, რა დგას მობილურ აპლიკაციებში ამა თუ იმ რეგულაციის იმპლემენტაციის უკან.

დეველოპერობის კროსპლატფორმული საშუალებები

კროსპლატფორმული დეველოპერობისთვის ინსტრუმენტების გამოჩენა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა ადგილობრივი დეველოპერებისთვის, გააფართოონ თავიანთი ჰორიზონტები და ერთი კოდის საფუძველზე iOS-ისა და Android-ისთვის აპლიკაციები შექმნან.

Flutter-სა და React Nativ-ის ფრეიმვორკების პოპულარობის ზრდა მხოლოდ ამყარებს ამ ტრენდს. Flutter-სა და React Native-თან მუშაობის უნარი დეველოპერის კონკურენტუნარიანობას ზრდის და აფართოებს პროექტების სპექტრს, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრეიმვორკები საკმაოდ მძლავრი და მუდმივად განვითარებადია, მათ ყველა პროექტში არ იყენებენ. კონკრეტული პროექტისთვის ინსტრუმენტის არჩევისას სტრატეგიული მიდგომა მნიშვნელოვანია.

iOS აპლიკაციების ინკლუზიურობა

სულ უფრო მეტ მფლობელს სურს, რომ მათი პროდუქტები ხელმისაწვდომი გახადოს ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. განვითარებაში ინკლუზიურობა ფართო თემაა. მაგრამ ამ სფეროში საბაზისო ცოდნის მისაღებად, დეველოპერებს შეუძლიათ მინიმუმ შემდეგი მიდგომებით დაიწყონ:

  • VoiceOver — ეკრანზე არსებული გამოსახულების გაჟღერებით ინტერფეისის ელემენტები მხედველობადაქვეითებული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
  • Dynamic Type — საშუალებას აძლევს აპლიკაციებს, ავტომატურად მოახდინონ ტექსტის, სურათების, ინტერფეისის ელემენტების ზომის ადაპტაცია მომხმარებლის პარამეტრების მიხედვით.
  • Accessibility Inspector — ინსტრუმენტი Xcode-ში, რომელიც დეველოპერებს ეხმარება, დატესტონ, როგორ აღიქვამენ ინტერფეისის ელემენტებსა და ფუნქციებს შშმ მომხმარებლები.

და რა თქმა უნდა, თვალი ადევნეთ Apple-ის Аccessibility Guidelines-ს განახლებებს.

ეკოლოგიური მიდგომა დეველოპერობაში

მდგრადი და ინკლუზიური ზრდის გლობალური კომპანიის მონაცემებით, მომხმარებლის მოწყობილობებიდან CO2-ის გამონაბოლქვი წელიწადში საშუალოდ 12,8%-ით გაიზრდება. ეს ძირითადად განპირობებულია გაჯეტების წარმოებით, ტრანსპორტირებითა და უტილიზაციით. მაგრამ გარდა ამისა, აპლიკაციების მიერ ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარება როგორც პირდაპირ, ისე ირიბად ამ პროცესებზე გავლენას ახდენს.

არსებობს მრავალი ასპექტი, რომლის ოპტიმიზაციაა საჭირო, რათა აპლიკაცია უფრო ენერგოეფექტური გახდეს: ნეთვორკინგის ოპტიმიზაციითა და მონაცემთა მოხმარების შემცირებიდან, ტაიმერების, გეოლოკაციის თრეკინგის მიზანშეწონილ გამოყენებამდე და სხვა. დამატებითი ინფორმაცია ენერგოეფექტური iOS აპლიკაციების შემუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Apple-ის სახელმძღვანელოში.

ეს მიდგომა არა მხოლოდ ხელს უწყობს უკეთეს მომავალს, არამედ იღებს უკუკავშირს მომხმარებლებისგან, რომლებიც აცნობიერებენ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას და ასევე აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო გამოყენებადობას.

საუკეთესო საშუალება, რათა ამ ტრენდებს მიჰყვე — მათი პრაქტიკაში გამოყენებაა. არ დაელოდოთ, სანამ შესაბამისი პროექტი «მოფრინდება». შეიძინეთ უნარები დამოუკიდებლად და ეტაპობრივად დაეუფლეთ აღნიშნულ ტექნოლოგიებს — ზრდისა და ინოვაციის შესაძლებლობები უზარმაზარია.

და ისეთ ასპექტებზე ფოკუსირება, როგორიცაა უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, ხელმისაწვდომობა და მდგრადობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ გადაწყვეტილებების ტექნოლოგიურობას, არამედ მათ სოციალურად პასუხისმგებელსა და ინკლუზიურს გახდის. ასე თქვენ IT ინდუსტრიასთან ერთად განვითარდებით და საჭირო სპეციალისტად დარჩებით.  

მოწყობილობის დაცვა მოპარვის შემთხვევაში — ფუნქცია iOS 17.3-ს ემატება
მოწყობილობის დაცვა მოპარვის შემთხვევაში — ფუნქცია iOS 17.3-ს ემატება
თემის მიხედვით
მოწყობილობის დაცვა მოპარვის შემთხვევაში — ფუნქცია iOS 17.3-ს ემატება
რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტების მენეჯერი ІТ არქიტექტურაში
რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტების მენეჯერი ІТ არქიტექტურაში
თემის მიხედვით
რატომ უნდა ერკვეოდეს პროექტების მენეჯერი ІТ არქიტექტურაში


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.