ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Neuralink-მა ადამიანის ტვინში უკაბელო ჩიპის იმპლანტი წარმატებით ჩადგა

ბიზნესმენი და მილიარდერი, ილონ მასკი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ Neuralink-მა, პირველად ადამიანის ტვინში უკაბელო ჩიპის იმპლანტი წარმატებით ჩანერგა.

კომენტარის დატოვება

მასკის თქმით, თავდაპირველმა შედეგებმა პერსპექტიული ნეირონების მწვერვალები (spikes) ან ნერვული იმპულსები გამოავლინა და პაციენტი წარმატებით გამოჯანმრთელდა.

კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერებთან დააკავშიროს და  მას რთული ნევროლოგიური პირობების დაძლევაში დაეხმაროს.

მსგავსი მოწყობილობა უკვე არაერთმა კონკურენტმა კომპანიამ ჩანერგა.

BBC News-მა კომენტარისთვის როგორც Neuralink-ს, ასევე აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელს, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (FDA) მიმართა.

მასკის კომპანიას FDA-მ მაისში ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ნებართვა მისცა, რაც Neuralink-სთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. 

Neuralink-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ფაქტა კომპანიას ექვსწლიანი კვლევის დაწყების უფლება მისცა, რომელიც მედიცინისა და ტექნოლოგიის სფეროში რევოლუციური იქნება.

როგორც ცნობილია, რობოტი 64 მოქნილი ძაფის დასადებად გამოიყენება, რომელიც ექსპერიმენტულ იმპლანტს საშუალებას აძლევს, ჩაიწეროს და გადასცეს ტვინის სიგნალები აპლიკაციას, რომელიც თავისმხრივ აკონტროლებს, თუ როგორ გადაადგილდეს ადამიანი.

X-ზე მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ის პირველ პროდუქტს Telepathy დაერქმევა.

მისი თქმით, Telepathy საშუალებას მოგცემთ, მხოლოდ ფიქრით თქვენი ტელეფონი, კომპიუტერი ან ნებისმიერი მოწყობილობა აკონტროლოთ.

«თავდაპირველი მომხმარებლები ისინი იქნებიან, ვისაც გადაადგილების პრობლემები აწუხებთ». — განაგრძო მან.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მასკის მონაწილეობა Neuralink-ის პროფილს ამაღლებს, მას კონკურენტები ჰყავს, რომელთაგან ზოგიერთს ორი ათეული წლის წინანდელი გამოცდილება აქვს. მაგალითად, იუტაში დაფუძნებულმა Blackrock Neurotech-მა 2004 წელს თავისი პირველი ტვინის იმპლანტი ჩანერგა.

Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
თემის მიხედვით
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს
თემის მიხედვით
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.