Apple მომხმარებლებს მოუწოდებს, სველი iPhone ბრინჯში არ ჩადონ
გასაშრობად სველი ტელეფონის ბრინჯში ჩადება საკმაოდ გავრცელებული და აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა Apple მომხმარებლებს ურჩევს, ეს არ გააკეთონ.
გასაშრობად სველი ტელეფონის ბრინჯში ჩადება საკმაოდ გავრცელებული და აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა Apple მომხმარებლებს ურჩევს, ეს არ გააკეთონ.
მიუხედავად ამ პრაქტიკის პოპულარობისა, ექსპერტები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ის არ მუშაობს. ამას Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის დოკუმენტებიც ადასტურებს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმადაც, მარცვლეულის მცირე ნაწილაკებმა შესაძლოა მოწყობილობები დააზიანოს.
დოქტორ სემ ვესტრაიხის თქმით, ბრინჯი ცოტა წყალს ნამდვილად შეიწოვს. თუმცა, იმდენ ნამდვილად არა, რამდენიც გვგონია. მეტიც, შესაძლოა, ამ მხრივ სხვა მარცვლეული უფრო სასარგებლო იყოს, თუნდაც შვრია. გარდა ამისა, ბრინჯი არც ისე სუფთაა — შესაძლოა, ტექნიკაში ჭუჭყი ან მტვერი მოხვდეს, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს.
კომპანია გვირჩევს, რომ გასაშრობად სითბოს გარე წყაროები, მაგალითად თმის საშრობი ან მიკროტალღური ღუმელი არ გამოვიყენოთ. ასევე არ უნდა ვცადოთ დამტენის პორტში ბამბის ან ქაღალდის ჩატენვა.
როგორც ვებგვერდი MacWorld — რომელმაც ახალი მხარდაჭერის დოკუმენტი პირველმა შენიშნა — აღნიშნავს, რომ ყველა ასეთი რჩევა მომავალში ზედმეტი იქნება, რადგან მოწყობილობები სულ უფრო წყალგამძლეები ხდებიან.
Apple-ის ყველა მოწყობილობას, iPhone 12-დან მოყოლებული, შეუძლია ჩაძირვას ექვს მეტრამდე სიღრმეზე გაუძლოს.