ნიდერლანდელი ქალი AI ჰოლოგრამაზე დაქორწინებას აპირებს
ალისია ფრემისმა თავისი ბედნიერი დასასრული საბოლოოდ იპოვა. მეგობარ ბიჭთან, პიერთან დაშორების შემდეგ, ამ ზაფხულს ის AI ჰოლოგრამაზე, AILEX-ზე დაქორწინდება.
ალისია ფრემისმა თავისი ბედნიერი დასასრული საბოლოოდ იპოვა. მეგობარ ბიჭთან, პიერთან დაშორების შემდეგ, ამ ზაფხულს ის AI ჰოლოგრამაზე, AILEX-ზე დაქორწინდება.
AILex ალისიას ყოფილი შეყვარებულების პროფილის ინფორმაციაზეა გაწვრთნილი — რამაც შეიძლება მათ ხანგრძლივ და ჰარმონიულ ურთიერთობას ხელი შეუშალოს.
«ჩვენ ვიცით, რომ მალე რობოტები და ადამიანები სექსუალური პარტნიორები გახდებიან». — თქვა ალისიამ — «მაგრამ ჩემთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის ემოციური დაკავშირებაა. ჰოლოგრამები ჩემს გრძნობებთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე რობოტები, ამიტომ მე ჰოლოგრამის შემუშავებას ვამჯობინებ».
ქორწილი ნიდერლანდებში, როტერდამში, Depot Boijmans Van Beuningen-ში გაიმართება.
საქორწილო საუზმე «მოლეკულური საკვებისგან შედგება, რომელიც შეიძლება, როგორც ადამიანებმა, ასევე ჰუმანოიდებმა მიირთვან».
დეტალები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, გამჟღავნებული არ არის.
ღონისძიება, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო პერფორმანსია, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალისია სიყვარულისა და მარტოობის საზღვრებს იკვლევს.
1995 წელს ის საცხოვრებლად მანეკენთან გადავიდა, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთში თავის პლასტიკურ კომპანიონთან, ვილნევთან ერთად ცხოვრობდა.
«მას შემდეგ მე სპეციფიკური მარტოობის შესახებ მრავალი პროექტი შევიმუშავე. ვქმნი ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებს დავეხმარო, რომ ერთად ცხოვრების უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ». — თქვა მან.
ქორწილის დაანონსებისას, ალისიამ თქვა: «AI კომპანიონები და ადამიანები შეიძლება მომგებიანი ვარიანტი იყოს მათთვის, ვისაც მეგობრობა ესაჭიროება. ეს ჰოლოგრამა ჩემს ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებს».
«ადრე იპოთეკური სესხი მანქანის შესაძენად გვინდოდა და ახლა — ახალი კომპანიონის შესაძენად».
მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორის ყიდვა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულად არ ჟღერდეს, ალისია ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, ახალი ეპოქის დასწყისი აღმოჩნდეს.
«Duolingo-სთან ერთად ახალ ენებს სწავლობთ, ხოლო AI პარტნიორებთან უერთიერთობას ისწავლით». — თქვა მან.