Motorola-მ ახალი, “მოქნილი” სმარტფონი წარადგინა
Motorola-მ Lenovo Tech World 2023-ზე საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული სმარტფონი წარადგინა, რომელიც იმდენად მოქნილია, რომ მისი შემოხვევა მაჯაზეც შეიძლება.
Motorola-მ Lenovo Tech World 2023-ზე საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული სმარტფონი წარადგინა, რომელიც იმდენად მოქნილია, რომ მისი შემოხვევა მაჯაზეც შეიძლება.
პროდუქტი, რომელიც Motorola-მ წარადგინა, ამ ტიპის სმარტფონის საბოლოო სახეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ მსგავსი რამის შექმნა აქამდეც სცადა. მაგალითად, 2016 წელს Lenovo Tech World Summit-ზე წარდგენილი მოქნილი ტელეფონი მაშინ სახალისო სიახლედ ითვლებოდა.
პროდუქტმა მაშინ დიდი აჟიოტაჟი არ გამოიწვია და საკმაოდ დაბალპროფილური დარჩა. თუმცა, 2023 წლის Tech World ღონისძიებაზე, კომპანიამ შესაძლებლობა გამოიყენა და უნიკალური კონცეფცია ხელახლა დანერგა.
ტელეფონს FHD+ pOLED პლასტმასის დისპლეი აქვს, რომლის ზომა 6,9 ინჩია, ცხადია, როდესაც ტელეფონი ბრტყელ მდგომარეობაშია და არა მაჯაზე. სმარტფონის მოკეცვა სხვადასხვაგვარად შეიძლება — ეს ტელეფონის ზომას 4.6 ინჩამდე ამცირებს.
Motorola-ს ახალი ტელეფონის მთავარი მიზანი მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. სმარტფონი თქვენს მაჯას კომფორტულად ეხვევა, რაც საშუალებას გაძლევთ მის გარე ეკრანს მარტივად დაუკავშირდეთ.
«ეს ადაპტირებული კონცეფცია დასაკეც მოწყობილობებს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის — როგორც სმარტფონის, ასევე კომპიუტერის კატეგორიებში». — წერს Motorola.
ტელეფონი ასევე გენერაციული AI მოდელით ისარგებლებს, რომელიც მომხმარებლებს პერსონალიზაციის ახალ დონეებზე მისცემს წვდომას.
ცხადია, რომ ეს ტელეფონი ამ დროისთვის მხოლოდ პროტოტიპია და Motorola-ს მის საჯაროდ გამოშვების გეგმებზე არ უსაუბრია.