ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

8 ფილმი IT ინდუსტრიაზე

ავტორი: ბექა მაისურაძე

თუ საკუთარი თავისთვის მცირე დროის გამონახვა მოახერხე და გსურს, ეს პერიოდი სახლში მარტომ ან მეგობრებთან ერთად გაატარო, ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ფილმების ყურებაა. და თუ გგონია, რომ ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანს მისთვის მოსაწონ ფილმებს ვერ შევთავაზებთ, ძალიან ცდები. 

კომენტარის დატოვება
8 ფილმი IT ინდუსტრიაზე

ავტორი: ბექა მაისურაძე

თუ საკუთარი თავისთვის მცირე დროის გამონახვა მოახერხე და გსურს, ეს პერიოდი სახლში მარტომ ან მეგობრებთან ერთად გაატარო, ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ფილმების ყურებაა. და თუ გგონია, რომ ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანს მისთვის მოსაწონ ფილმებს ვერ შევთავაზებთ, ძალიან ცდები. 

კინემატოგრაფი რის კინემატოგრაფი იქნებოდა, ყველა სფეროს, ყველა პროფესიის ადამიანს არ შეხებოდა, მათ შორის IT ინდუსტრიას და ამ სფეროზე საინტერესო კინოსურათები არ გადაეღო. იმისათვის, რომ საქმე გაგიმარტივო და ბევრი ძებნა არ დაგჭირდე, გთავაზობ იმ 8 ფილმს, რომლებსაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ჩაუჯდები. 

The Social Network

შესაძლოა, დევიდ ფინჩერის ეს შესანიშნავი ფილმი უკვე ნანახი გაქვს, მაგრამ ამ სიაში ის მაინც უნდა მოხვედრილიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აარონ სორკინის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი კვენტინ ტარანტინომ მის საყვარელ ფილმად დაასახელა, სხვადასხვა გავლენიანმა გამოცემამ კი მას დეკადის საუკეთესო კინოსურათის ტიტულიც კი მიანიჭა. ფილმი Facebook-ის შექმნის ისტორიას გვიყვება და ნებიჯ-ნაბიჯ გვიჩვენებს, როგორ შემოიჭრა და დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში. ფინჩერის ფილმმა ოსკარის 8 ნომინაცია მიიღო და აქედან სამში გაიმარჯვა კიდეც, მათ შორის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. 

Steve Jobs

კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურის, სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, 2015 წელს, რეჟისორმა დენი ბოილმა, რომელსაც არაერთი წარმატებული ფილმი აქვს შექმნილი, მათ შორის «მილიონერი ღარიბთა უბნიდან», Apple-ის თანადამფუძნებელის შესახებ ბიოგრაფიული კინოსურათი შექმნა მაიკლ ფასბინდერისა და ქეით უინსლეტის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ Steve Jobs გაქირავებაში ჩავარდა, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სცენარი ამ შემთხვევაშიც აარონ სორკინს ეკუთვნის და მის მთვარ ღირსებას — დიალოგების წერის უდიდესს ნიჭს საოცრად იყენებს.

The Internship

არ გეგონოს, რომ IT სამყაროზე მხოლოდ დრამები და ბიოგრაფიული ფილმებია გადაღებული, თუ კომედიები გიყვარს, ეს კინოსურათი მშვენიერი არჩევანია. ვიცი, რთული წარმოსადგენი იქნება, მაგრამ მაინც ეცადე და წარმოიდგინე, რომ ვერ იტან ტექნოლოგიებს და ფეხს ვერ უწყობ სამყაროს, რომელიც მთლიანად კომპიუტერზე და სოციალურ ქსელზეა მორგებული, ამის ფონზე კი სამსახურს კარგავ და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტ Google-ის სტაჟირების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. თუ შენთვის ამის წარმოდგენა რთულია, თამამად შეგიძლია ჩაუჯდე შონ ლევის ფილმს ვინს ვონისა და ოუენ უილსონის მონაწილეობით და ნახო, რა ხდება, როდესაც ორი საუკეთესო მეგობარი, რომელიც იმის აზრზეც კი არ არის, რას ნიშნავს «დაგუგლვა» პირდაპირ გუგლის სტაჟიორების სიაში ხვდება. 

Pirates of Silicon Valley

1999 წელს გადაღებული ბიოგრაფიული დრამა ეფლის შექმნის ამბავს გვიყვება. ფილმში სიუჟეტის თხრობა 1971 წლიდან იწყება, როდესაც სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი ერთმანეთს შეხვდნენ, მათმა მყარმა მეგობრობამ კი უზარმაზარი იმპერიის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. კინოსურათში ყველა ის დაბრკოლება და წარმატებაა ნაჩვენები, რომელიც მეგობრებმა და შემდეგ ეფლის თანადამფუძნებლებმა ერთად გაიარეს. 

Snowden

2016 წელს ოლივერ სტოუნმა გადაიღო ფილმი კომპიუტერული უსაფრთხოების ამერიკელ სპეციალისტზე, ედუარდ სნოუდენზე, რომელმაც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მუშაობის შესახებ დოკუმენტაცია გაასაჯაროვა. 2013 წელს სნოუდენმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ამერიკულ სპეცსამსახურებს მოქალაქეების თვალთვალში ამხელდა. ასევე, ედვარდ სნოუდენის ინფორმაციით, ისმინებოდა მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო საუბრები. ამერიკის სპეცსამსახურებმა მისი სქემა მალევე გაშეიფრეს, რის შემდეგაც სნოუდენი რუსეთში გაემგზავრა. 

Inside Bill’s Brain

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში სულ მხატვრულ ფილმებზე ვსაუბრობ, მოდით ერთი საპატიო ადგილი დოკუმენტურ კინოსაც მივცეთ ერთი მარტივი მიზეზის გამო — ყველას გვაინტერესებს რა ხდება ბილ გეიტსის გონებაში… ნეტფლიქსის ეს დოკუმენტური ფილმიც ამის გაგებაში დაგვეხმარება. 

The Imitation Game

აუცილებელია, ვახსენოთ ალან ტიურინგი და მის შესახებ გადაღებული მართლაც შესანიშნავი ფილმი, კიდევ უფრო შესანიშნავი ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ტიურინგის ბიოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია და ყველა დეტალის ეკრანზე გაცოცხლება ვერ მოხერხდებოდა, მორტენ ტილდუმის კინოსურათში აქცენტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდზეა, როდესაც ტიურინგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიკურ ცენტრში და ხელმძღვანელობდა განყოფილება Hut 8-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გერმანული წყალქვეშა ნავების შიფროგრამების ანალიზზე. კინოსურათის გადაღება $14 მილიონი დაჯდა, მისი მოგება კი $233 მილიონზე მეტი იყო. ამ წარმატების გარდა, The Imitation Game ოსკარის რვა ნომინაციაზეც წარადგინეს. 

Hackers

სანამ ანჯელინა ჯოლი ანჯელინა ჯოლი გახდებოდა, 1995 წელს მისი მონაწილეობით ერთ-ერთი პირველი ფილმი გამოვიდა. მართალია, 90-იანებში ინტერნეტი ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა, მაგრამ მაინც გადაწყდა, გადაეღოთ ფილმი სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ერთ დღეს ადგებიან და IT სამყაროში ფეხის შებიჯებას გადაწყვეტენ. ფილმმა ვერც მაყურებლის და ვერც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც უნდა ნახო, რადგან, სხვა თუ არაფერი, გაიგებ, საიდან დაიწყო ანჯელინა ჯოლიმ კარიერა.



ასევე წაიკითხეთ
SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა
SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა
SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე
ქვიზი — ფილმები და ტექნოლოგიები
ქვიზი — ფილმები და ტექნოლოგიები
ქვიზი — ფილმები და ტექნოლოგიები
თუ ფილმებიც გიყვართ და ტექნოლოგიებიც, ეს ქვიზი თქვენთვისაა ⭐ იქნებ ისეთი ფილმებიც შეგხვდეთ, რომლებიც გიყვართ, მაგრამ დიდი ხანია, არ გინახავთ, ახლა კი გამეორების დრო მოვიდა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.