ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

VOX: რა უნდა გააკეთოთ, თუ ტელეფონს დაკარგავთ

ავტორი: სარა მორისონი, VOX. 

წინა ღამით, როცა გრძელვადიან და დამსახურებულ შვებულებაში უნდა წავსულიყავი, რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი მოხდა: ტელეფონი დავკარგე. წინა დღეს ჩემთან მეგობარი დარჩა ამიტომ ჩავთვალე, რომ წასვლისას შემთხვევით ჩემი ტელეფონი გაყვა. ეს პრობლემა იყო, რადგან მასთან დაკავშირების ყველა საშუალება — ტელეფონის ნომრისა და მისამართის ჩათვლით — იმ მოწყობილობაში იყო შენახული, რომელიც ახლა თან არ მქონდა.

კომენტარის დატოვება
VOX: რა უნდა გააკეთოთ, თუ ტელეფონს დაკარგავთ

ავტორი: სარა მორისონი, VOX. 

წინა ღამით, როცა გრძელვადიან და დამსახურებულ შვებულებაში უნდა წავსულიყავი, რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი მოხდა: ტელეფონი დავკარგე. წინა დღეს ჩემთან მეგობარი დარჩა ამიტომ ჩავთვალე, რომ წასვლისას შემთხვევით ჩემი ტელეფონი გაყვა. ეს პრობლემა იყო, რადგან მასთან დაკავშირების ყველა საშუალება — ტელეფონის ნომრისა და მისამართის ჩათვლით — იმ მოწყობილობაში იყო შენახული, რომელიც ახლა თან არ მქონდა.

ცოტა რამეა ისეთი აუტანელი, როგორც 30 წუთის გატარება პანიკაში იმის გამო, რომ ტელეფონი დაკარგეთ. ამ დროს აცნობიერებთ, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს დანაკარგი. და თან, რამდენად ცუდად ხართ მომზადებული ამ შემთხვევისთვის. ყველა სხვა მოწყობილობაზე შესვლა, დაწყებული პერსონალური კომპიუტერით, დამთავრებული ლეპტოპით, მხოლოდ ჩემი ტელეფონით შემეძლო.

დავფიქრდი, რეალურად, მქონდა თუ არა ჩემი ტელეფონის სარეზერვო ასლი ჩემს iCloud ანგარიშზე? შემდეგ გამახსენდა, რომ სარეზერვო ასლები მეხსიერების სივრცის გასათავისუფლებლად საკუთარი ხელით წავშალე. შეყვანილი მაქვს თუ არა iCloud ჩემს ლეპტოპზე? შესაძლებელია თუ არა შესვლა, რადგან ჩემი პაროლები და ავტორიზაციის ხელსაწყოები მხოლოდ დაკარგულ ტელეფონზე იყო?

«არა მგონია, რომ ადამიანების უმეტესობა ტელეფონის დაკარგვისთვის ემზადებოდეს». — უთხრა Vox-ს, Microsoft-ის საფრთხის დაზვერვის სტრატეგიის დირექტორმა, შეროდ დეგრიპომ. — «რაც გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი კარგავს ტელეფონს, რამდენს პარავენ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება ბევრ ადამიანს აქვს, ისინი ხშირად სწორ ზომებს არ იღებენ».

ჩვენი ტელეფონები ჩვენი ერთ-ერთი — ზოგიერთ შემთხვევაში, ერთადერთი გასაღებია. ის სხვა მოწყობილობებს, სახლისა თუ სამსახურის კარებებს და ბევრ მნიშვნელოვან რამეს აღებს. მაგრამ თუ ტელეფონს დაკარგავთ, შესაძლოა მრავალი სხვა გასაღებიც დაკარგოთ და გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ ამ წვდომას აღადგენთ.

ბედის ირონიით, ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, თუ თქვენ პროაქტიულად მიიღებთ ციფრული უსაფრთხოების ძირითად ზომებს, რომლებსაც ექსპერტების უმეტესობა გირჩევთ. ჩემმა მცდელობამ, ანგარიშები ცუდი ადამიანებისგან დამეცვა, შესაძლოა მათი დაბრუნება უფრო გამირთულოს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რჩევები არ უნდა გაითვალისწინოთ — თქვენ, ცხადია, ეს უნდა გააკეთოთ. უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში საჭირო ზომები მიღებული გაქვთ. ხრიკი იმაში დარწმუნებაცაა, რომ ცუდი ადამინებისთვის ადვილად მისაწვდომი ხილი არ ხართ. თუმცა, ეს ხილი იმ სიმაღლეზე არ უნდა დადოთ, რომ თავადაც ვეღარ მიწვდეთ.

ასე რომ, პატარა სახელმძღვანელო შევადგინე იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვა თავი საუკეთესოდ ყველაფრის დაკარგვისგან იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონს დაკარგავ. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ეს არის რეკომენდაციები საშუალო უსაფრთხოების ზომების მქონე საშუალო ადამიანებისთვის. თუ თქვენს ტელეფონში, მაგალითად, კომპანიის მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავთ, ეს სახელმძღვანელო არ გამოგადგებათ.

დარწმუნდით, რომ რაღაცის აღდგენა შეგიძლიათ: ტელეფონის სარეზერვო ასლი შექმენით.

თუ თქვენი ტელეფონის სარეზერვო ასლს არ გააკეთებთ, შეიძლება ვერაფერი დაიბრუნოთ. მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა, მაგალითად, ფოტოები, შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს. საბედნიეროდ, ტელეფონის სარეზერვო ასლის შექმნა დღეს უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე.

«ციფრულ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა უმთავრესია». — თქვა დეგრიპომ.

მოძველებული გზა თქვენი ტელეფონის კომპიუტერთან დაკავშირებაა. კარგია, თუ სარეზერვო ასლის შექმნა ამ გზით შეგიძლიათ და არ იმყოფებით სიტუაციაში, როდესაც თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი ერთდროულად განადგურებულია. 

ამიტომ შეიძლება ტელეფონის სარეზერვო ასლის შექმნა «ღრუბელში» დაგჭირდეთ. თქვენ მისი დაყენება ავტომატურად შეგიძლიათ — თქვენი მონაცემები განცალკევებულ და უსაფრთხო ადგილას განთავსდება. შეიძლება ფულის გადახდა მოგიწიოთ: მაგალითად, Apple და Google მცირე ღრუბლოვან მეხსიერებას უფასოდ გთავაზობთ. მომხმარებლების უმეტესობისთვის ეს საკმარისი არ არის და მათ ფასიანი დონის ყიდვა უწევთ.

თქვენი მოწყობილობის მწარმოებელს ან ოპერატორს შეიძლება სარეზერვო ოფციებიც ჰქონდეს, თუ ფასისა და ფუნქციების შეძენა (some price and feature shopping) გსურთ.

თუ თქვენი სარეზერვო ასლის დაკარგვის განსაკუთრებით გეშინიათ, შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ: შექმენით ტელეოფონის სარეზერვო ასლი ღრუბელში, ისევე, როგორც თქვენს ლეპტოპში. ეს, ალბათ, ადამიანების უმეტესობისთვის  გადაჭარბებული და არასაჭიროა, მაგრამ ის მრავალი ცუდი სცენარისგან გიცავს.

თქვენი საქმე აქ არ სრულდება. ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ იცით, როგორ შეხვიდეთ ამ სარეზერვო ასლზე იმ შემთხვევაში, თუ ეს დაგჭირდებათ. როგორც გავიგე, თქვენი ტელეფონი თქვენს სარეზერვო ასლზე წვდომის ერთადერთი წერტილი არ უნდა იყოს. უნდა დარწმუნდეთ, რომ პაროლები ან ავტორიზაციის კოდები, რომლებიც თქვენს ღრუბლოვან ანგარიშში შესასვლელად გჭირდებთ, თქვენი ტელეფონის გარეთ იქნება ხელმისაწვდომი.

თქვენი ტელეფონი შეიძლება არ იყოს დაკარგული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ

თანამედროვე ტელეფონებსა და მრავალ სხვა მოწყობილობას ლოკაციის სერვისები მოჰყვება, როგორიცაა Apple-ის «Find My». დარწმუნდით, რომ ეს გააქტიურებული გაქვთ და იცით, სად და როგორ შეხვიდეთ მასზე სხვა მოწყობილობიდან.

სხვათა შორის, ჩემი ტელეფონი  ასე დავიბრუნე: ნახევარსაათიანი პანიკის შემდეგ გამახსენდა, რომ ტელეფონსა და ლეპტოპზე Find My მქონდა დაყენებული და კომპიუტერი ჩემი ტელეფონის საპოვნელად გამოვიყენე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოწყობილობაზე შეტყობინებაც განათავსოთ, რომელსაც მპოვნელი ან მომპარავი აუცილებლად ნახავს. ამის სარგებლიანობის დამტკიცება პირადად შემიძლია: ლეპტოპი წლების წინ ავტობუსში დამრჩა. მისი დაბრუნება (ჯილდოს შეთავაზება) ლეპტოპის ეკრანზე მოვითხოვე. კომპიუტერი მალევე დავიბრუნე. 

«ყოველთვის დატესტეთ ამ ტიპის ფუნქციები, რათა როცა ნამდვილად დაგჭირდებათ, მზად იყოთ. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ პოვნის ფუნქცია ყველა თქვენს მოწყობილობაზე ჩართული გაქვთ — ასე რომ, როდესაც ერთს დაკარგავთ, დანარჩენებს მისი პოვნა შეეძლებათ». — თქვა დეგრიპომ.

თქვენ ასევე ვინმესთან თქვენი მდებარეობის გაზიარება (რაც ნამდვილად თქვენი მოწყობილობის მდებარეობაცაა) შეგიძლიათ. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ენდობით. ეს კონცეფცია ჩემთვის, როგორც კონფიდენციალურობის რეპორტიორისთვის, უცნაურია, მაგრამ ამას უამრავი ადამიანი აკეთებს და ექსპერტებიც გვირჩევენ. 

«მე ამას ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვაკეთებ — უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, როცა ვიცი, რომ ვიღაცას ყოველთვის აქვს ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ სად ვარ», — თქვა დეგრიპომ. «ეს მხოლოდ იმ ადამიანებს გაუზიარე, ვისაც ენდობი».

გახსოვდეთ, თქვენ ამ წვდომის გაუქმება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზის გამო შეგიძლიათ

კიბერუსაფრთხოების ზომები, რომლებმაც შეიძლება ცხოვრება გაგირთულოთ (მაგრამ თქვენ ისინი მაინც უნდა მიიღოთ)

ახლა, როცა თქვენი ტელეფონის დაკარგვისთვის სრულად მზად ხართ, იმაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ, როგორ შეხვალთ იმ აპლიკაციებსა და სერვისებში, რომლებიც თქვენს ტელეფონზე დააყენეთ.

თუ ერთსა და იმავე პაროლს პრაქტიკულად ყველაფერში იყენებთ და მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია არ გაქვთ, მაშინ დაბრუნება მარტივი იქნება — თუკი მათ ვებ ვერსია აქვთ და თქვენ მეორე მოწყობილობაზე წვდომა გაგაჩნიათ. შეიყვანეთ ის ერთი პაროლი, რომელიც ნამდვილად გემახსოვრებათ.

მაგრამ! ეს ასევე საშინელი გეგმაა, რადგან დიდია ალბათობა, რომ თქვენს ანგარიშში შესვლა სხვებს გაუმარტივდებათ. უმჯობესია, თუ პაროლები ერთამენითისგან განსხვავებული იქნება. საკუთარი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ. მერწმუნეთ, არაა სასიამოვნო თქვენს საბანკო ანგარიშზე შესვლა და იმის დანახვა, რომ დანაზოგის დიდი ნაწილი გამქრალია, მხოლოდ იმის გამო, რომ Tumblr გაგიტეხეს. 

თქვენი ყველა ანგარიშისთვის უნიკალური, ძლიერი პაროლები აირჩიეთ. ამ გზით, თუ პაროლი მონაცემთა დარღვევით სხვებისთვის ცნობილი გახდება, ზიანი მხოლოდ ერთი ანგარიშით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს პაროლი უნდა გახსოვდეთ. და სწორედ აქ შემოდის პაროლის მენეჯერი. 

«ყველას გირჩევთ, პაროლის მენეჯერის გამოყენება ისწავლოთ». — თქვა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა, Disconnect-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კეისი ოპენჰაიმმა.

Apple-სა და Google-ს პაროლების მენეჯერები მათ სერვისებში აქვთ ჩაშენებული, რაც პაროლების შექმნასა და შენახვას სწრაფ და მარტივ პროცესად აქცევს. რამდენიმე კლიკი და მორჩა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მესამე მხარის აპი სცადოთ, როგორიცაა LastPass ან 1Password. თუმცა, შესაძლოა გადახდა მოგიწიოთ. მე LastPass-ის უფასო ვერსია გამოვიყენე, რაც იმას გულისხმობდა, რომ მასზე წვდომა მხოლოდ ჩემი ტელეფონით მქონდა (ფასიანი ვერსია გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ იგი მრავალ მოწყობილობაზე). რაც კარგი იყო, იქამდე, სანამ ტელეფონს დავკარგავდი.

«იდეალური პაროლის მენეჯერი არის ის, რომელიც მხოლოდ თქვენს ტელეფონში არ არის და მასზე წვდომა ინტერნეტშიც შეგიძლიათ». — თქვა ოპენჰაიმმა. «ეს არც ისე უსაფრთხოა, მაგრამ კომფორტულია და ბევრი ადამიანი იყენებს».

მაშინაც კი, თუ თქვენს პაროლის მენეჯერში ვერ შეხვალთ, ეს სამყაროს დასასრულად არ უნდა აღიქვათ. ადამიანებს რაღაცები ავიწყდებათ, ეს ბუნებრივია, ამიტომ პაროლის გადატვირთვის ვარიანტები არსებობს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ წვდომა ყველაფერზე გაქვთ. 

განათავსეთ დაცვის მეორე ფენა თქვენს აპებზე

სანამ ჩვენ ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის თემაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება კარგი დრო იყოს იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი ცხოვრების გასაღებს ვერავინ მიიღებს, თუნდაც მას თქვენს ტელეფონზე ჰქონდეს წვდომა — რაც შესაძლებელია, თუ თქვენ ის ისეთი რაღაცით დაბლოკეთ, როგორიცაა Face ID.

ბევრი აპი გაძლევთ შესაძლებლობას კონკრეტული აპლიკაციის დაბლოკვა დაამატოთ. როცა იმ ინფორმაციაზე ფიქრობთ, რომელზე წვდომაც შესაძლოა სხვა ადამიანს ჰქონდეს — საბანკო ანგარიშები, გადახდის აპლიკაციები, პაროლის მენეჯერები და ავტორიზაციის აპლიკაციები, — შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მათ დასაცავად დროის გამოყოფა აუცილებლად ღირს. 

თუ Face ID-ის იყენებთ, მაშინ მის დასაყენებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. პასკოდის დაყენებას შედარებით დიდი დრო სჭირდება — აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ აპლიკაციის კოდი ტელეფონის განსაბლოკად დაყენებული კოდისგან განსხვავებულია. 

იმედია, ამ რჩევების გამოყენება არ დაგჭირდებათ, თუმცა, შანსი იმისა, რომ რაღაც მომენტში თქვენს ტელეფონზე წვდომა დაკარგოთ — თუნდაც ის თქვენს სახლში მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში დაიკარგოს — საკმაოდ დიდია. რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებით.

როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
თემის მიხედვით
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.