ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოში ინტერნეტის ხარისხი გაუარესდა, ციფრული ცხოვრების ხარისხი — გაუმჯობესდა

ციფრული ცხოვრების ხარისხის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და 67-დან 65 ადგილზე გადაინაცვლა. ეს 2 საფეხურით გაუმჯობესებაა. თუმცა, გაუარესდა ინტერნეტის ხარისხი. 

კომენტარის დატოვება

კვლევას კიბერუსაფრთხოების კომპანია Surfshark ატარებს. 

2023 წლის ანგარიშში 121 ქვეყანაა მიმოხილული (2022 წლის ანგარიში 117 ქვეყანას ეხებოდა). Surfshark თითოეულ მათგანს ხუთი საყრდენის მიხედვით აფასებს, რომლებიც მოსახლეობის ციფრული ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენენ: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის ხარისხი, ელექტრონული ინფრასტრუქტურა, ელექტრონული უსაფრთხოება და ელექტრონული მთავრობა.

უახლესი ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ყველა კომპონენტში გაუმჯობესდა, ინტერნეტის ხარისხის გარდა. 

  • ციფრული ცხოვრების ხარისხი ზოგადად: 65-ე ადგილი; 2022 წელს საქართველოს 67-ე ადგილი ეკავა. 
  • ინტერნეტის ხელმისაწვდომობა: 48-ე ადგილი; 2022 წელს — 61-ე ადგილი. 
  • ინტერნეტის ხარისხი: 102-ე ადგილი; 2022 წელს — 95-ე ადგილი.
  • ელექტრონული ინფრასტრუქტურა: 55-ე ადგილი; 2022 წელს — 58-ე ადგილი. 
  • ელექტრონული უსაფრთხოება: 43-ე ადგილი; 2022 წელს — 52-ე ადგილი. 
  • ელექტრონული მმართველობა: მე-80 ადგილი; 2022 წელს — 81-ე ადგილი. 

ციფრული ცხოვრების კუთხით ტოპ 10 ქვეყნებია: 

  1. საფრანგეთი; 
  2. ფინეთი;
  3. დანია;
  4. გერმანია;
  5. ლუქსემბურგი; 
  6. ესპანეთი;
  7. ესტონეთი;
  8. ავსტრია;
  9. ჩეხეთი;
  10. სინგაპური. 

ხარისხით საუკეთესო ინტერნეტი აქვთ შემდეგ ქვეყნებს:

  1. საუდის არაბეთი;
  2. კანადა:
  3. სინგაპური;
  4. დანია;
  5. საფრანგეთი;
  6. აშშ;
  7. შვეიცარია;
  8. ბრაზილია;
  9. ესპანეთი;
  10. ჩინეთი.

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს: 

აქ საქართველო მეორე ადგილს იკავებს. ციფრული ცხოვრების კუთხით პირველ ადგილზე თურქეთია — 121 ქვეყანას შორის 55-ე პოზიციაზე. მას საქართველო მოსდევს 65-ე ადგილით. მესამეზე სომხეთია — რიგით 69-ე. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი აზერბაიჯანშია — ის 74-ე ადგილს იკავებს. 

რუსეთის ციფრული ცხოვრება, ანგარიშის თანახმად, 53-ე ადგილს იმსახურებს. 

Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული
Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული
თემის მიხედვით
Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული
BBC: შეგვიძლია თუ არა ინტერნეტს ნაკლები ელექტროენერგია მოვახმაროთ
BBC: შეგვიძლია თუ არა, ინტერნეტს ნაკლები ელექტროენერგია მოვახმაროთ
თემის მიხედვით
BBC: შეგვიძლია თუ არა, ინტერნეტს ნაკლები ელექტროენერგია მოვახმაროთ

ასევე წაიკითხეთ
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, შეაჯამა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში ციფრულ მოწყობილობებსა და სერვისებს 2023 წელს. 
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. საქველმოქმედო პლატფორმა charte.ge ცდილობს, ეს პრობლემა აღმოფხვრას და ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.  ამასთან, ეს მოქალაქეების დახმარებით, ჩართულობით კეთდება. სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დაფინანსება ან კომპიუტერის ჩუქება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.