ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ოფიციალურმა პირებმა 4 მარტს განაცხადეს, რომ წითელი ზღვის სამი ბაკელი, რომლებიც გლობალურ ინტერნეტსა და ტელეკომუნიკაციას უზრუნველყოფენ, ჰუსიტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც ინტერნეტტრაფიკი შეფერხებულია.
ჰონკონგის სატელეკომუნიკაციო კომპანიის HGC Global Communications-ის თანახმად, კაბელები, რომლებიც ოთხ ძირითად სატელეკომუნიკაციო ქსელს მიეკუთვნება, გაწყვეტილია, რამაც ახლო აღმოსავლეთში საკომუნიკაციო ქსელებში მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.
კონკრეტულად რამ დააზიანა კაბელები, გაურკვეველია. ზოგიერთი ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც ჰუსიტების ისრაელზე ზეწოლის მცდელობას, დაასრულოს ომი ჰამასის წინააღმდეგ. თუმცა, პუსიტებმა ბრალდება უარყვეს.
სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებულმა კომპანია Seacom-მა, რომელიც ერთ-ერთ დაზიანებულ საკაბელო სისტემას ფლობს, CNN-ს განუცხადა, რომ კაბელების შეკეთება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში იმის გამო ვერ დაიწყება, რომ ამ ტერიტორიაზე მუშაობის ნებართვების მიღებას შესაბამისი ორგანიზაციებიდან დრო სჭირდება.
ცნობილია, რომ გადაჭრილი ხაზები წითელ ზღვაზე გამავალი ტრაფიკის 25%-ს, აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის მონაცემების გადამტან ხაზებს მოიცავს. ჰონკონგში დაფუძნებული HGC Global Communications-ის მიხედვით, მათ შორისაა: აზია, აფრიკა, ევროპა 1, ევროპა, ინდოეთის კარიბჭე, Seacom და TGN-Gulf.
წითელი ზღვის წყალქვეშა კაბელები ინტერნეტგიგანტების Google, Microsoft, Amazon და Meta-ს დაფინანსებულ ინტერნეტის გატარებას უზრუნველყოფს. ამ წყალქვეშა ქსელების დაზიანებამ შეიძლება ინტერნეტის ფართო გათიშვა გამოიწვიოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა 5 მარტს Meta-ს სოციალური ქსელების გათიშვა ინტერნეტის გლობალური კაბელების გაწყვეტას.
ჰუსიტები ამტკიცებენ, რომ მათი თავდასხმები გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი ღაზას სექტორში საბრძოლო ოპერაციებს არ შეწყვეტს.
გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეეძლოთ ჰუტისებს წყალქვეშა კაბელებს თავს დასხმოდნენ. ცნობილია, რომ აჯანყებულებს ყვნითვის ისეთი უნარი არ გააჩნიათ, რომ წყლის ზედაპირიდან ასობით მეტრის დაბლა კაბელები დაეზიანებინათ.
წყალქვეშა საკაბელო ექსპერტმა, სტრონგმა თქვა, რომ ამ დროისთვის წითელ ზღვაზე 14 გაბელი გადის, ხოლო კიდევ 6 კაბელის გაყვანა იგეგმება.
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, შეაჯამა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში ციფრულ მოწყობილობებსა და სერვისებს 2023 წელს.
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. საქველმოქმედო პლატფორმა charte.ge ცდილობს, ეს პრობლემა აღმოფხვრას და ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.
ამასთან, ეს მოქალაქეების დახმარებით, ჩართულობით კეთდება. სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დაფინანსება ან კომპიუტერის ჩუქება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.