ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal-ის მიმოხილვაში განხილულია, თუ როგორი იყო ინტერნეტის მასშტაბი და სიჩქარე საქართველოში 2024 წელს:
მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის დასაწყისში საქართველოში ინტერნეტის 2,93 მილიონი მომხმარებელი იყო, ხოლო ინტერნეტის შეღწევადობა 78,7 პროცენტს შეადგენდა.
ამასთან, 2024 წლის დასაწყისში საქართველოში სულ 6,10 მილიონი ფიჭური მობილური კავშირი იყო აქტიური, რაც მთლიანი მოსახლეობის 164,0 პროცენტს უტოლდება.
რიცხვების კიდევ უფრო ღრმად გასააზრებლად და დამატებითი კონტექსტის შემოსატანად DataReportal-მა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზეც ისაუბრა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის იანვარში 3,72 მილიონი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობა 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის დასაწყისამდე 14 ათასით (-0.4%-ით) შემცირდა.
DataReportal-ის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 53% ქალია, ხოლო 47% პროცენტი — კაცი.
DataReportal-მა ინტერნეტის სიჩქარეზეც ისაუბრა — Ookla-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ფიჭური ქსელების საშუალებით 33.52 Mbps-ს შეადგენდა, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 26.44 Mbps იყო.
DataReportal-მა სტატისტიკა სხვადასხვა პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმებთან დაკავშირებითაც შეადგინა — 2024 წლის იანვარში საქართველოში სოციალურ მედიის 2.85 მილიონი მომხმარებელი იყო, რაც მთლიანი მოსახლეობის 76,6%-ს უტოლდება.
სიცხადისთვის, Kepios-ის ანალიზი აჩვენებს, რომ 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის დასაწყისამდე საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლების რაოდენობა 250 ათასით (+9,6 პროცენტით) გაიზარდა.
ამავდროულად, ცნობილია, რომ 2024 წლის დასაწყისში საქართველოში სოციალურ მედიას 18 წელზე უფროსი ასაკის 2,85 მილიონი მომხმარებელი იყენებდა.
უფრო ფართოდ, 2024 წლის იანვარში მინიმუმ ერთი სოციალური მედიის პლატფორმით საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელთა მთლიანი ბაზის 97.3 პროცენტმა (მიუხედავად ასაკისა) ისარგებლმა. იმავე პერიოდში საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებელთა 51,8 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 48,2 პროცენტი მამაკაცი.
Facebook-ის მომხმარებლები საქართველოში 2024 წელს
Meta-ს სარეკლამო რესურსებში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ 2024 წლის დასაწყისში Facebook-ს საქართველოში 2,85 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, Facebook-ის პოტენციური სარეკლამო წვდომა საქართველოში 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე 250 ათასით გაიზარდა.
Facebook თავისი პლატფორმის გამოყენებას 13 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ზღუდავს, ამიტომ აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2024 წლის დასაწყისში პლატფორმას სარგებლობის უფლების მქონე აუდიტორიის 85,5% იყენებდა.
დამატებითი კონტექსტისთვის, Facebook-ის სარეკლამო წვდომა საქართველოში 2024 წლის იანვარში ადგილობრივი ინტერნეტ მომხმარებელთა ბაზის 97,3%-ის ეკვივალენტური იყო (განურჩევლად ასაკისა).
2024 წლის დასაწყისში საქართველოში Facebook-ის რეკლამის აუდიტორიის 51,8% ქალი იყო, ხოლო 48,2% პროცენტი მამაკაცი.
Instagram-ის მომხმარებლები საქართველოში 2024 წელს
Meta-ს სარეკლამო ინსტრუმენტებში გამოქვეყნებული რიცხვები მიუთითებს, რომ Instagram-ს საქართველოში 2024 წლის დასაწყისში 1,65 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
Instagram 13 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის თავისი პლატფორმის გამოყენებას ზღუდავს, ამიტომ სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ საქართველოში 2024 წელს Instagram-ით «დასაშვები» აუდიტორიის 54,4% სარგებლობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Instagram-ის რეკლამის წვდომა საქართველოში 2024 წლის დასაწყისში ადგილობრივი ინტერნეტ მომხმარებელთა ბაზის 56,3%-ს შეადგენდა.
2023 წლის დასაწყისში საქართველოში Instagram-ის აუდიტორიის 58,5% ქალი იყო, ხოლო 41,5% მამაკაცი.
TikTok-ის მომხმარებლები საქართველოში 2024 წელს
ByteDance-ის სარეკლამო რესურსებში გამოქვეყნებული ციფრები მიუთითებს, რომ 2024 წლის დასაწყისში TikTok-ს საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის 2,52 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
TikTok-ის სარეკლამო წვდომა საქართველოში 2024 წლის დასაწყისში ადგილობრივი ინტერნეტ მომხმარებელთა ბაზის 86,2%-ის ეკვივალენტური იყო.
2024 წლის დასაწყისში საქართველოში TikTok-ის სარეკლამო აუდიტორიის 48,7% ქალი, ხოლო 51,3 პროცენტი მამაკაცი იყო.
LinkedIn-ის მომხმარებლები საქართველოში 2023 წელს
LinkedIn-ის სარეკლამო რესურსებში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ 2024 წლის დასაწყისში LinkedIn-ს საქართველოში 650.0 ათასი «წევრი» ჰყავდა.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ LinkedIn აუდიტორიის მონაცემებს არა ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებლებზე დაყრდნობით, არამედ მთლიან დარეგისტრირებულ წევრებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
შედეგად, LinkedIn-ის ეს მაჩვენებლები სხვა სოციალური მედიის პლატფორმების მაჩვენებლებს არ უნდა შევადაროთ.
LinkedIn ვარაუდობს, რომ პლატფორმის აუდიტორია საქართველოში 2024 წლის დასაწყისში მთლიანი მოსახლეობის 17,5%-ის ეკვივალენტური იყო.
LinkedIn თავისი პლატფორმის გამოყენებას 18 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ზღუდავს, ამიტომ სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ საქართველოში LinkedIn-ს «დასაშვები» აუდიტორიის 23,3% იყენებს.
2024 წლის დასაწყისში, საქართველოში LinkedIn-ის აუდიტორიის 58,1% ქალი, ხოლო 41,9% კაცი იყო.
მობილური კავშირები საქართველოში 2024 წელს
GSMA Intelligence-ის მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის დასაწყისში საქართველოში 6,10 მილიონი ფიჭური მობილური კავშირი იყო.
ამასთან, მონაცემები მიუთითებს, რომ მობილური კავშირები საქართველოში 2024 წლის იანვარში მთლიანი მოსახლეობის 164,0%-ის ეკვივალენტური იყო.
მობილური კავშირების რაოდენობა საქართველოში 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის დასაწყისამდე 125 ათასით (+2,1%-ით) გაიზარდა.