ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები

თამაშების სტრიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა YouTube-ია. 

ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, პლატფორმაზე ყველაზე მეტი მაყურებელი შემდეგ თამაშებს ჰყავს:

  • Mobile Legends: Bang Bang
  • PUBG Mobile
  • Minecraft
  • Apex Legends
  • League of Legends

ჩვენ დავაკვირდით ქართველი გეიმინგ იუთუბერების არხებს. და შედეგად, წარმოგიდგენთ საქართველოში პოპულარულ თამაშებს.

კომენტარის დატოვება

Counter-Strike: Global Offensive

Counter-Strike: Global Offensive (CS:GO) Valve და Hidden Path Entertainment-ის თამაშია, რომელიც 2012 წელს გამოვიდა. თამაში ე.წ ტაქტიკური პირველი პირის შუტერია. იგი Counter Strike-ს სერიიდან მეოთხეა. Valve თამაშს რეგულარულად აახლებს. Global Offensive OS X-ისთვის, PlayStation 3-ისთვის, Windows-ისთვის და Xbox 360-ისთვის 2012 წლის აგვისტოში გამოვიდა, Linux-ისთვის კი 2014 წელს.

თამაშში ერთმანეთს ორი ჯგუუფი ეჯიბრება: ტერორისტებისა და კონტრტერორისტების. თამაშის ყველაზე გავრცელებული რეჟიმში ტერორისტები ცდილობენ ბომბის დადგმას, კონტრტერორისტები კი მათ შეჩერებას ან მძევლების გადარჩენას. სულ თამაშის ცხრა ოფიციალური რეჟიმი არსებობს და ყველა მათგანს დამახასიათებელი დეტალები აქვს.

2023 წლის ზაფხულში თამაშის კიდევ ერთი განახლებაა დაგეგმილი.

ქართველი იუთუბერი Channel LC ხშირად სტრიმავს CS:GO-ს გეიმფელის. მის არხზე დევს ფლეილისთი, სადაც 791 ვიდეო, მისი სტრიმების სრული ნაკრებია. აქედან ბევრი CS:GO-ს გეიმფელია. ხშირად Channel LC სხვა იუთუბერებთან კოლაბორაციით Challenge-ებსაც აწყობს.

კიდევ ერთი ქართველი იუთუბერი, რომელიც ხშირად დებს CS:GO-ზე ვიდეოებს არის, GI2GI. მის არხზე ვხვდებით ვიდეოებს, როგორებიცაა: «ასეთი იქნება სკინები Source 2-ზე?» «ტურნირი CSGO 600$ 5 დანის საპრიზო» და სხვა.

Minecraft

Minecraft sandbox თამაშია, რომელიც Mojang Studios-მ შექმნა. თამაში მარკუს ნოჩ პერსონმა შექმნა. მისი თავდაპირველი ვერსია 2009 წლის მაისში გამოვიდა, სრულად კი — 2011 წლის ნოემბერში. ამ დროს ნოჩი თანამდებობიდან გადადგა და Minecraft იენს ჯებ ბერგენსტენმა იყიდა.

ვიდეო თამაშების ისტორიაში Minecraft ყველაზე პოპულარულია 238 მილიონზე მეტი გაყიდვითა და თითქმის 140 მილიონი ყოველთვიური აქტიური მოთამაშით.

თამაშს ორი რეჟიმი აქვს, გადარჩენისთვის ბრძოლა და კრეატიული. YouTube-ზე უფრო პოპულარულია გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმი, სადაც თამაშს ნულიდან იწყებ. პირველი, რაც Minecraft-ში უნდა გააკეთო, შიშველი ხელებით ხის მოჭრაა. შემდეგ ნელ-ნელა აკეთებ იარაღებს, ეძებ საჭმელს, აშენებ თავშესაფარს და დაღამებისას ცდილობ მონსტრებს დაუძვრე ხელიდან.

Minecraft-მა პოპულარობა რამდენიმე წლის წინ დაიბრუნა სწორედ YouTube-ის დახმარებით. იმ დროს ყველაზე დიდმა YouTuber-მა PewDiePie-მ ე.წ «გეიმინგ კვირა» მოაწყო და სხვადასხვა თამაშს თამაშობდა. ერთ-ერთი სწორედ Minecraft იყო. სერიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალევე პლატფორმაზე სხვა Minecraft იუთუბერებიც გამოჩნდნენ.

Minecraft დღემდე პოპულარულია, როგორც ქართულ, ისე უცხოურ YouTube-ზე.

ქართველი იუთუბერი NikaTMG ხშირად სტრიმავს Minecraft-ის გეიმფელის. მის არხზე ძირითადად ვხვდებით თამაშის სხვადასხვა რეჟიმებს, მაგალითად «Minecraft but mobs drop OP iteams», «Minecraft but world is lucky boxs» და სხვა. მას აქვს ასევე Minecraft-ის Hardcore რეჟიმის სერიები.

კიდევ ერთი ქართველი იუთუბერი, რომელიც ხშირად სტრიმავს Minecraft-ის ვიდეობს არის QIMERA. NikaTMG-ის მსგავსად ისიც თამაშის სხვადასხვა სახალისო რეჟიმებს სტრიმავს, მაგალითად, «Minecraft მაგრამ მობები არიან გიგანტურები», «Minecraft მაგრამ ყველაფრის გატეხვა შეგიძლია» და სხვა.

Resident Evil 4 Remake

Resident Evil 4 Capcom-ის 2023 წლის საშინელებათა ჟანრის თამაშია გადარჩენაზე. თამაშის ორიგინალი ვერსია 2005 წელს გამოვიდა, ეს კი განახლებული ვერსიაა.

მოთამაშეები აკონტროლებენ აშშ-ს აგენტს ლეონ ს. კენედის, რომელმაც საიდუმლოებით მოცული Los Iluminados კულტისაგან უნდა გადაარჩინოს ეშლი გრეჰემი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი.

განახლებული ევრსია ეფუძნება ორიგინალ თამაშს, ახალი, უკეთესი ვიზუალით, პერსონაჟებით, მსახიობებითა და გაუმჯობესებული გეიმფლეით.

Resident Evil 4 Remake მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს და იგი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი რიმეიქი. 

ქართველი იუთუბერებიდან Resident Evil-ის განახხლებული ვერსიის გეიმფლეის Go Lets Play გვთავაზობს. ვინაიდან თამაში მინიმუმ 15 საათიანია, Go Lets Play-ის არხზე ვხვდებით თამაშის რამდენიმე სერიას. 

ქართული თამაშები რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
ქართული თამაშები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
თემის მიხედვით
ქართული თამაშები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
თემის მიხედვით
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.