ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები

«ქართული ოცნება» პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე დაიწყო საპარლამენტო განხილვები, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

ჩვენ მოკლედ გეტყვით, როგორ დაიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როცა ადგილზე ათასობით ადამიანია, ამასთან, შესაბამისი სამსახურები ყველა მხრიდან გითვალთვალებენ. 

კომენტარის დატოვება

  • მოწყობილობა გქონდეთ ბოლომდე დატენილი; 
  • მოემზადეთ ცუდი ინტერნეტისთვის — როცა ერთად ბევრი ხალხი და შესაბამისად, სმარტფონი იკრიბება, მობილური კავშირი და ინტერნეტი ცუდად იჭერს. ამიტომ: წინასწარ შეუთანხმეთ მეგობრებს შეხვედრის ადგილები;
  • გამოიყენეთ ბლუთუზ მესენჯერები: Bridgefy (Android and IOS); Fire Chat (Android); Signal Offline Messenger (Android); Vojer (IOS). 
  • თუ სმარტფონს არ ბლოკავთ ხოლმე — დააყენეთ ბლოკერის რომელიმე ფორმა — თითის ანაბეჭდი, სახის ამომცნობი ან პასკოდი;
  • გამორთეთ ლოკაციის სერვისები, სანამ გარდაუვალად არ გჭირდებათ;  
  • მოერიდეთ უფასო და საჯარო WiFi-ს. 
  • სოციალური ქსელებისსთვის, მეილებისა და საბანკო აპლიკაციებისთვის დააყენეთ ორმაგი დაცვა; 
  • საბანკო ბარათი არ მოათავსოთ ტელეფონის ქეისში. 

რა ხდება?

«ქართულმა ოცნება» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. მის განხილვას მსვლელობა პარლამენტში 8 აპრილს მიეცა. «ქართულმა ოცნებამ» 17 აპრილს ის პირველი მოსმენით მიიღო და მეორე მოსმენით განიხილება. 

პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის უპირისპირებს. 

ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა —  «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს. 

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. 

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.

კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა. 

კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება. 

რუსული კანონი ყველას შეეხება. 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. 

ბლუთუზ მესენჯერი - კავშირი ინტერნეტის გარეშე
ბლუთუზ მესენჯერი — კავშირი ინტერნეტის გარეშე
თემის მიხედვით
ბლუთუზ მესენჯერი — კავშირი ინტერნეტის გარეშე
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
თემის მიხედვით
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
12 რჩევა ჟურნალისტებს სმარტფონების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას
12 რჩევა ჟურნალისტებს სმარტფონების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას
თემის მიხედვით
12 რჩევა ჟურნალისტებს სმარტფონების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას

ასევე წაიკითხეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
დღეს, 9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და ყველა იმ პირს, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან. 
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
პროტესტი შეწყდა — ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის მუშაობის მექანიზმს შეცვლის
პროტესტი შეწყდა — ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის მუშაობის მექანიზმს შეცვლის
პროტესტი შეწყდა — ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის მუშაობის მექანიზმს შეცვლის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
★ პარტნიორის კონტენტი  Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მონაცემთა კონფიდენციალურობის თემას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას, ძირითადი ფუნქციებისთვის ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (end-to-end encryption) შეთავაზებით (მიმოწერა პირად და ჯგუფურ ჩატებში) ნაგულისხმევად, ასევე უსაფრთხო კომუნიკაციის დამატებითი ინსტრუმენტებით. საქართველოს მომხმარებელთა 75%, ვინც მონაწილეობა მიიღო მესენჯერის ბოლო გამოკითხვაში, იზიარებს ციფრული უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას საკომუნიკაციო აპლიკაციებში.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.