ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

"ოცნება" და "ხალხის ძალა" რუსულ კანონზე ამბობენ, რომ "ემოციური ფონის ჩაცხრობას" დაელოდებიან

ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის დეპუტატებმა — ე.წ ხალხის ძალამ განაცხადეს, რომ რუსული, რეპრესიული კანონპროექტი დროებით გაიწვიეს. 

თუმცა, ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთი ვერსია პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს უკვე მიიღო. შესაბამისად, პროცედურულად, უნდა მოხდეს მისი მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრის დროს ჩაგდება. გაწვევის სხვა მექანიზმი არ არსებობს.

კომენტარის დატოვება
"ოცნება" და "ხალხის ძალა" რუსულ კანონზე ამბობენ, რომ "ემოციური ფონის ჩაცხრობას" დაელოდებიან

ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის დეპუტატებმა — ე.წ ხალხის ძალამ განაცხადეს, რომ რუსული, რეპრესიული კანონპროექტი დროებით გაიწვიეს. 

თუმცა, ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთი ვერსია პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს უკვე მიიღო. შესაბამისად, პროცედურულად, უნდა მოხდეს მისი მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრის დროს ჩაგდება. გაწვევის სხვა მექანიზმი არ არსებობს.

მას შემდეგ, რაც ანტირუსული და პროდასავლური მშვიდობიანი აქციები სპეცრაზმით, წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაარბია, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, «ემოციური ფონის ჩაცხრობას» დაელოდოს, შემდეგ კი «მოქალაქეებს აუხსნას, სინამდვილეში რას ემსახურებოდა ეს კანონი». 

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები «ქართული ოცნების» პოლიტიკური საბჭოს, «ხალხის ძალისა» და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის «უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ» კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს «რუსული კანონის» ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია», — ნათქვამია განცხადებაში. 

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

ქართველმა მეწარმეებმა და სტარტაპერებმა  რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს. 

მასში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას. 

მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
გეგა წურწუმია: რუსულ კანონს წინააღმდეგობა ყველამ უნდა გაუწიოს
გეგა წურწუმია: რუსულ კანონს წინააღმდეგობა ყველამ უნდა გაუწიოს
თემის მიხედვით
გეგა წურწუმია: რუსულ კანონს წინააღმდეგობა ყველამ უნდა გაუწიოს


ასევე წაიკითხეთ
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.