ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
9 მაისი 2024, 15:26
2024-05-09
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
დღეს, 9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და ყველა იმ პირს, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან.
სისხლის სამართლის საქმე, თავის მხრივ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 6 ადამიანს ეხება, რომლებმაც, უწყების მტკიცებით, დააზიანეს შსს-ის მანქანა, სათვალთვალო კამერები, პარლამენტის შენობის ჭიშკარი.
ასევე, შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი უთქვამს და არც გამოძიება დაუწყია ამავე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ 4 ჟურნალისტის ხელის შეშლის საქმეს იძიებს.
«სამოქალაქო საზოგადოების ფონდის» იურისტი, საბა ბრაჭველი გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ.
საბა ბრაჭველი წერს:
უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ;
არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ «შედეგებით», თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.
«კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია». — წერს საბა ბრაჭველი.
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით.
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის.
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.