ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაცხოვრების სტილი
20 მარტი 2023, 10:30
2023-03-20
როგორ შევქმნათ კარიერა — ექსპრეზიდენტის, FBI-ს აგენტის და სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობით
შევარჩიეთ 5 მასტერკლასი უნიკალური სპიკერებითა და უმაგრესი ფროდაქშენით, რომლებიც ცხოვრებასა და სამსახურში მიღწევებისკენ გიბიძგებენ. ეს საინტერესოა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ლიდერობა სურს, არამედ მათთვისაც, ვისაც უბრალოდ soft skills-ების გაუმჯობესება უნდა.
Masterclass-ის კურსებზე ისწავლით, როგორ იპოვოთ საერთო ენა სხვადასხვა ადამიანთან, როგორ იყოთ გუნდის ლიდერი, გაყიდოთ წარმატებით, დაგეგმოთ კარიერა და ა.შ.
ხუთივე კლასის გავლა შეგიძლიათ გამოწერით, თვეში €16-ად.
არა, პრეზიდენტობა აუცილებელი არაა. მაგრამ საშუალება გეძლევათ ისწავლოთ იმისგან, ვინც ეს უკვე ორჯერ მოახერხა. აქ ნებისმიერი იპოვის რაიმე სასარგებლოს, მაგრამ კურსი განსაკუთრებით წაადგება მათ, ვისაც სურს, რთულ სიტუაციებში ადამიანებთან საერთო ენა იპოვოს.
მენტორი გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ კრიტიკას, დაგეხმარებათ ემოციური ინტელექტის განვითარებაში, კონფლიქტების მოგვარებაში და გეტყვით, როგორ დააწესოთ პირადი საზღვრები სამსახურში. კურსზე არის ბლოკი იმის შესახებ, როგორ შეკრათ, შთააგონოთ და გააფართოოთ სხვადასხვა გუნდი — რათა თანამოაზრეების პატარა ჯგუფიდან დიდ და ძლიერ კოლექტივად ჩამოყალიბდეთ.
ვინ იქნება თქვენი მენტორი
ბილ კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე 8 წელი იყო — ორი საპრეზიდენტო ვადით. ამ ხნის განმავლობაში მას არაერთხელ მოუწია მართვის პრობლემების დაძლევა და ღრმა უთანხმოებების მოგვარება. რად ღირდა მხოლოდ იმპიჩმენტის მცდელობა, რომელიც მან და მისმა რომელიც მან და მისმა გუნდმა წარმატებით აიცილეს თავიდან. ახლა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი თავის გამოცდილებას აზიარებს და კურსზე ეფექტური ხელმძღვანელობის მეცნიერებას ასწავლის.
ბილ კლინტონი, მასტერკლასის ავტორი
ფასი: €16 თვეში ან €192 წელიწადში ყველა (ძველი და ახალი) მასტერკლასების გამოწერისთვის.
ხანგრძლივობა: 14 ვიდეოგაკვეთილი (2 საათი და 30 წუთი)
ამ მასტერკლასზე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მომლაპარაკებლების მეთოდებს ისწავლით, რომლებიც 1993 წლის ტექსასის სამწუხარო მოვლენების შემდეგ გაჩნდა — აშშ-ის სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს, მოლაპარაკებოდნენ Branch Davidians-ის სექტის წევრებს. სამართალდამცავებმა რანჩოს ალყა შემოარტყეს. ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა: დაიღუპა 82 ადამიანი.
ნათელი გახდა, რომ მოლაპარაკებების წარმოების ჩვეული მეთოდები არ მუშაობდა — FBI-ში შექმნეს ახალი მეთოდი, აქცენტი კი ტაქტიკურ ემპათიაზე გააკეთეს. კურსზე გაიგებთ მოსაუბრის დარწმუნების ფსიქოლოგიური ხრიკების შესახებ, ისწავლით სხეულის ენის კითხვას. ასევე ისწავლით საუბრიდან მნიშვნელოვანი დეტალების გამოყოფას, პროფესიონალურად ვაჭრობას და თქვენ სასარგებლოდ ნებისმიერი ურთიერთობის დინამიკის ცვლილებას.
ვინ იქნება თქვენი მენტორი
კურსის წამყვანია კრის ვოსი — ყოფილი წამყვანი მომლაპარაკებელი მძევლების გათავისუფლების მიმართულებით. FBI-ში 24-წლიანი მუშაობის განმავლობაში მან წარმატებით დახურა 150 საქმე, ახლა კი Black Swan Group-ის მფლობელია, სადაც ასწავლიან, როგორ აწარმოონ მოლაპარაკებები ეფექტიანად.
კრისი გასწავლით კომუნიკაციის უნარებსა და სტრატეგიებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ სასურველს. მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ხელფასის მომატებას ეხება თუ სარეცხი მანქანის შეკეთებას. მეთოდი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მუშაობს.
ფასი: €16 თვეში ან €192 წელიწადში ყველა (ძველი და ახალი) მასტერკლასების გამოწერისთვის.
კურსი გამოადგებათ როგორც გამოცდილ სპეციალისტებს მდიდარი სამუშაო წარსულით, ისე მათ, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს საკუთარ გზას. ინტერესებისა და უნარებზე დაყრდნობით შეძლებთ პროფესიაში განვითარების ეტაპობრივი გეგმა შეიმუშაოთ. მასტერკლასი დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ შესაძლებლობები, დაძლიოთ თვითმარქვიას სინდორმი, იპოვოთ ახალი შესაძლებლობები და, თუ საჭირო იქნება, იპოვოთ დამატებითი შემოსავალი საქმიანობის ნებისმიერი სფეროში.
ვინ იქნება თქვენი მენტორი
სპიკერი ელეინ ველტეროტი, Teen Vogue-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, The New York Times-ის ბესტსელერების ავტორი და ტელეწამყვანი გასწავლით დაგეგმვასა და საოცნებო კარიერის მშენებლობას. ვის, თუ არა Condé Nast-ის ყველაზე ახალგაზრდა მთავარ რედაქტორსა და ამ თანამდებობაზე ისტორიაში მეორე შავკანიან ქალს, უნდა დავუჯეროთ, როგორ მივაღწიოთ პროფესიულ მიზნებს.
მთავარი რედაქტორის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა ელეინის კარიერაში Teen Vogue-ს 2015 წლის გარეკანი იყო. იქ ერთდროულად რამდენიმე შავკანიანი მოდელი გამოჩნდა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ მსოფლიოსთვის ცნობილები. რედაქცია ასეთ ნაბიჯს კომერციულ რისკად აფასებდა, მაგრამ ნომერი მომენტალურად გაიყიდა — ეს წარმატება იყო.
ფასი: €16 თვეში ან €192 წელიწადში ყველა (ძველი და ახალი) მასტერკლასების გამოწერისთვის.
ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მასტერკლასი დააინტერესებთ მხოლოდ მათ, ვინც გაყიდვებში მუშაობს. მაგრამ ის ყველას წაადგება: მიიღებთ დარწმუნების ინსტრუმენტებს, რომლებსაც, პროფესიის მიუხედავად, გამოიყენებთ.
კურსზე ინფორმაციით გაჯერებულ გარემოში გაყიდვების გაზრდის პრაქტიკას აითვისებთ. მენტორი იდეის, პროდუქტების ან ადამიანების პრეზენტაციისთვის ინსტრუმენტებს გაგიზიარებთ. ისწავლით, როგორ გაიგოთ და შეცვალოთ კიდეც პოტენციური მყიდველების აზროვნება. არის ბლოკი იმაზე, როგორ აარიდოთ თავი გაყიდვების მოძველებულ პრაქტიკებს.
ვინ იქნება მენტორი
სპიკერი დენიელ პინკი უკვე რამდენიმე ათეული წელია დარწმუნების ხელოვნებით არის დაკავებული. მან გაიარა გზა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორის სფიჩრაითერობამდე. ის ასევე გაყიდვების შესახებ 5 ბესტსელერის ავტორია.
დენიელის მიდგომა საინტერესოა იმით, რომ ის კვლევითია: გაყიდვების მეთოდი ქცევის მეცნიერებას ეფუძნება. ეს ეხმარება სტუდენტებს გაერკვნენ, როგორ ჩნდება ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვის მოტივაცია, ასევე, როგორ იპოვოთ ტაქტიკა ეფექტური და ეთიკური გაყიდვებისთვის.
ფასი: €16 თვეში ან €192 წელიწადში ყველა (ძველი და ახალი) მასტერკლასების გამოწერისთვის.
მასტერკლასი გასწავლით, გამოიწვიოთ საკუთარი თავი, რათა თქვენი რეალური პოტენციალის რეალიზება შეძლოთ. ისწავლით, წინ აღუდგეთ შიშებს, ნეგატივი გარდაქმნათ პოზიტივად. კურსის წამყვანი ეხება ლიდერობის როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ასპექტებს.
კურსი შეგახსენებთ, რომ უნდა დააფასოთ შთაგონების ძალა. ამასთან, ის წარუმატებლობის დაძლევისა და თვითდისციპლინის უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ. არის სხეულზე მუშაობის საინტერესო ბლოკი: სპიკერი ჰყვება კავშირზე ფიზიკურ სიძლიერეს, თვითდაჯერებულობასა და გონებას შორის.
ვინ იქნება მენტორი
ლუის ჰამილტონი — ფორმულა 1-ის პირველი მრბოლელი, რომელმაც ტრასაზე 100 გამარჯვება მოიპოვა. მან ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოთ ლიდერობისთვის. გარკვეული ხართ თუ არა თქვენს მიზნებში ან ჯერ კიდევ ცდილობთ მათში გარკვევას, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. სპორტულ და კარიერულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლუისი გასწავლით, როგორ მოამზადოთ გონება, სხეული და სული დიდებული გარდატეხებისთვის.
ფასი: €16 თვეში ან €192 წელიწადში ყველა (ძველი და ახალი) მასტერკლასების გამოწერისთვის.
ხანგრძლივობა: 12 ვიდეოგაკვეთილი (2 საათი და 12 წუთი)
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.
Career in Tech — HR ტრენერის, სულხან სახვაძის წიგნი სრულფასოვანი კარიერის შესახებ
HR ტრენერმა, სულხან სახვაძემ წიგნი გამოსცა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში კარიერას ეხება. როგორც თავად წერს, Career in TECH არ არის წიგნი სამუშაოს პოვნის შესახებ ამ სფეროში, ის ეხება სრულფასოვანი კარიერის შექმნას, რომელიც ადამიანის შინაგან მდგომარეობას და ღირებულებებს შეესაბამება.