ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.

კომენტარის დატოვება
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მოტივაცია ჩვენი კარიერისთვის

მოტივაცია დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ გვესმის ჩვენი პოტენციალი და მისი სრული რეალიზაციის სურვილი. დამსაქმებლები, როგორც წესი, ამ უნარებს პროფესიული განვითარების პერსპექტივიდან უყურებენ. მაგრამ მოტივაცია ასევე არის ჩვენი ემოციები, თანამშრომლების ფსიქიკური მდგომარეობა (განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებს).

«მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი» მოტივაციის უნარს განსაზღვრავს, როგორც «მიდგომას» ან «მსოფლმხედველობას»: ანუ, ის უფრო მეტად დაკავშირებულია იმასთან, როგორ ვავლენთ საკუთარ თავს, და არა კოგნიტიურ ან ტექნიკურ შესაძლებლობებთან.

«ის, რომ მოტივაცია და თვითანალიზი (ასევე ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა) ასე ღირებულია დამსაქმებლებისთვის — ეს მიუთითებს გამძლე და რეფლექსირებული დასაქმებულების ღირებულებაზე. ასეთ თანამშრომლებს ესმით თავიანთი უნარების სრული ბუნება და მზად არიან, მუდმივად ისწავლონ». —  ნათქვამია «მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის» ანგარიშში — «სამუშაო ადგილების მომავალი».

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად ეძებენ ზრდის შესაძლებლობებს, რათა მომავალ ტექნოლოგიურ ინოვაციებს წინ უსწრებდნენ.

გასაგებია, რომ ეს უნარი მოთხოვნადია, მაგრამ მისი რეალიზაცია შესაძლოა ძალიან რთული იყოს — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ ეს ჩვეული სამუშაო ვალდებულებების მიღმა მოხდეს.  

როგორ გავხადოთ საკუთარი თავი მოტივირებული ზრდისთვის

ერთ-ერთი ყველზე ეფექტიანი ხერხი მოტივაციის შესანარჩუნებლად — გახსოვდეთ, რატომ აკეთებთ ამას. დავუშვათ, ოპერატიული ინჟინერიის სწავლა გსურთ. დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა და ააგეთ მოტივაციის ჯაჭვი: 

  1. რატომ გსურთ ოპერატიული ინჟინერიის სწავლა? — რათა ChatGPT-ის გამოყენება ყოველდღიური სამუშაო პროცესის გასამარტივებლად შეძლოთ.
  2. რატომ გსურთ საკუთარი ყოველდღიური სამუშაო პროცესი გაამარტივოთ? — რათა გაითავისუფლოთ დრო, რომელსაც მეორეხარისხოვანი დავალებების შესასრულებლად იყენებთ და უფრო მნიშვნელოვან და პროდუქტიულ დავალებებზე კონცენტრირდეთ. ეს ასევე დაგეხმარებათ, იპოვოთ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები დაწინაურების სასარგებლოდ.
  3. რატომ გსურთ დაწინაურება? — რათა უფრო მაღალი ხელფასი მიიღოთ და სახლის პირველი შენატანისთვის მეტი თანხა გადადოთ.
  4. რატომ გსურთ სახლისთვის ფულის შეგროვება? — რათა საკუთარი თავისთვისა და ოჯახისთვის უფრო სტაბილური ცხოვრება უზრუნველყოთ.
  5. რატომ გსურთ, უზრუნველყოთ უფრო სტაბილური ცხოვრება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის? — რათა შეძლოთ გააკონტროლოთ თქვენი გრძელვადიანი ცხოვრების მდგომარეობა და უკეთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი.
  6. რატომ გსურთ საკუთარი მომავლის დაგეგმვა? — რათა მზად იყოთ ოჯახის მხარდაჭერისთვის.

გამოდის, რომ ოპერატიული ინჟინერიის სწავლა დაგეხმარებათ, ოჯახი უფრო კარგად უზრუნველყოთ ფინანსურად. და ეს მოტივაცია უფრო ძლიერია, ვიდრე ფიქრები დამატებითი დატვირთვის შესახებ.

ძირეული მიზეზების გაგება არ არის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლების ერთადერთი გზა. აქ არის კიდევ ხუთი სამეცნიერო სტრატეგია, რომლებიც მოტივაციისთვის დაგეხმარებათ:

  • ჩაწერეთ თქვენი მიზანი კალენდარში.
  • მიზანზე მუშაობა ჩვევად აქციეთ.
  • დაგეგმეთ არაიდეალურად მომზადებული საქმეებიც.
  • დასახეთ პატარა მიზნები, რათა ტემპს მოუმატოთ.
  • თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესს.

მოტივაციისთვის ამ სტრატეგიების გამოყენება თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ, რა მიზნისკენაც არ უნდა ისწრაფოდეთ და როგორი შორეულიც არ უნდა ჩანდეს ის. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს უნივერსალური სტრატეგია ყველა სიტუაციისთვის: სჯობს რამდენიმე მიდგომის გამოცდა სხვადასხვა გარემოებებში თქვენი საუკეთესო მოტივატორების გამოსარკვევად.

მოტივაციის სამი ეფექტური კურსი: მოკლე, ღრმა, ფსიქოლოგიური მიდგომით

მოკლე კურსი — Mindshift: Break Through Obstacles to Learning and Discover Your Hidden Potential

თუ თქვენ ეძებთ მოკლე კურსს მოტივაციური ბლოკირების დასაძლევად, სცადეთ კურსი მაკმასტერის უნივერსიტეტისგან.

კურსი შექმნილია იმისათვის, რათა დაგეხმაროთ კარიერის ზრდაში სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში. თქვენი ასაკისა და კარიერული ეტაპის მიუხედავად Mindshift გასწავლით ისეთ საფუძვლებს, როგორებიცაა:

  • მაქსიმალური სარგებლობის მიღება ონლაინ სწავლისგან,
  • მენტორების პოვნა და მათთან მუშაობა,
  • კარიერისა და ცხოვრების სტაგნაციის თავიდან აცილების საიდუმლოებები.

კურსზე წარმოგიდგენენ პრაქტიკულ სამეცნიერო ცოდნას იმის შესახებ, როგორ ისწავლოთ ეფექტურად და როგორ ისწავლოთ ზრდასრულ ასაკშიც და, ამასთან, როგორ წაიყვანოთ თქვენ სწავლა ახალი მიმართულებით.  კურსი შექმნილია იმისათვის, რომ გაჩვენოთ, როგორ შეხედოთ თქვენს განვითარებასა და საზოგადოებაში თქვენს ადგილს, რათა შეძლოთ  მიზნების მიღწევა, ცხოვრების რეალური შეზღუდვების გათვალისწინებით.

ამ კურსის გავლა შესაძლებელია მის «მონათესავე» კურსთან ერთად Learning How to Learn (Mindshift უფრო კარიერაზეა ორიენტირებული, ხოლო Learning How to Learn — სწავლაზე).

ჩაღრმავებული კურსი — Adapting: Career Development Specialization

თვითშემეცნებისა და მოტივაციის უფრო ღრმად შესასწავლად შეგიძლიათ გაეცნოთ მაკქუორის უნივერსიტეტის კურსს «Adapting: Career Development Specialization».

კომპანიები ცვლიან თავიანთ სტრუქტურებსა და პროცესებს, რათა ტექნოლოგიებისგან სარგებელი იპოვონ და გლობალიზებულ ბაზრებზე კონკურენტუნარიანები დარჩნენ. სპეციალიზაციაში ოთხი კურსია, რომლებიც ამ ცვლილებებისთვის ადაპტაციაში დაგეხმარებათ:

  • «მუდმივი გაუმჯობესება» — გასწავლით სწავლისა და ადაპტაციის უნარის განვითარებას.
  • «პიროვნული მდგრადობის გაზრდა» — დაგეხმარებათ გახდეთ უფრო მდგრადი სტრესის მიმართ.
  • «თქვენი კარიერა — თქვენი ცხოვრება» — დაგეხმარებათ აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა კარიერის დაგეგმვისა და განვითარებისთვის.
  • «გახდი მსოფლიო მოქალაქე» — გთავაზობთ სტრატეგიებს მულტიკულტურულ გარემოში მუშაობისთვის.

კურსი ფსიქოლოგიური მიდგომით — Introduction to Self-Determination Theory: An approach to motivation, development and wellness

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მოტივაციისადმი ფსიქოლოგიური მიდგომით, მაშინ როჩესტერის კურსი ნახეთ.

თვითგამორკვევის თეორია (SDT) არის მოტივაციისა და ფსიქოლოგიური განვითარების ემპირიულად დასაბუთებული თეორია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძირითად ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს, რომლებიც განაპირობებენ ხარისხიან მოტივაციას და მათ მხარდაჭერას სოციალურ კონტექსტში. SDT ასევე დეტალურად აღწერს მოტივატორის სტილებსა და სტრატეგიებს.

ამ კურსში SDT-ს მიმოიხილავს პროფესორი რიჩარდ რაიანი, თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ უჭერს მხარს და ხელს უწყობს ავტონომია და კომპეტენცია ქცევის სტაბილურობას, ურთიერთობის ხარისხსა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად — ნანა ჯანაშიას რჩევები
როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად — ნანა ჯანაშიას რჩევები
თემის მიხედვით
როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად — ნანა ჯანაშიას რჩევები
12 კვირა წელიწადში — წაიკითხეთ როგორ მუშაობს დროის მენეჯმენტის ეს სისტემა
12 კვირა წელიწადში — წაიკითხეთ, როგორ მუშაობს დროის მენეჯმენტის ეს სისტემა
თემის მიხედვით
12 კვირა წელიწადში — წაიკითხეთ, როგორ მუშაობს დროის მენეჯმენტის ეს სისტემა


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
ჩვენ თქვენთვის Frotend დეველოპმენტის ტოპ 10 კურსი შევარჩიეთ. 
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
11 აპრილს, სან-ფრანცისკოში, BetterUp’s Uplift-ის სამიტზე ცნობილმა ავტორმა და სპიკერმა, ჯეიმს ქლიერმა, რომელიც ყველაზე ცნობილი New York Times-ის ბესტსელერი წიგნითაა («ატომური ჩვევები», «Atomic Habits»), ჩვევების ჩამოყალიბების გასაღების შესახებ ისაუბრა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.