ის დააინტერესებს მეწარმეებს, SEO-სპეციალისტებს, მენეჯერებს, ვინც ცდილობს საკუთარი გუნდის ეფექტურობა გაზარდოს, და ყველას, ვისაც არ სურს IT-ის მიმდინარე ტენდენციებს მიღმა დარჩენა და უნდა მათზე ფულის გამომუშავება.
რა დაგხვდებათ კურსზე და რით არის ის კარგი
პროგრამა შედგება 9 თავისგან და 49 ლექციისგან და გათვლილია დაახლოებით 7 საათზე.
ავტორი, ელექტრონული კომერციის კონსულტანტი ლენს ჯანკი, სთავაზობს სტუდენტებს ისწავლონ როგორ შექმნან ChatGPT-ის დახმარებით:
მარკეტინგული ტექსტები
პოდკასტები
საიტები და ლენდინგები
კონტენტი YouTube-ისთვის
საკურსო ნამუშევრები და პრეზენტაციები
კოდი და აპლიკაციები
გარდა ამისა, კურსის ავტორი საუბრობს, როგორ მიაწოდოთ ჩატბოტს აქტუალური მონაცემები და გვერდი აუაროთ მის შეზღუდვას ინდექსირებულ ინფორმაციაზე. გაიგებთ სხვადასხვა ხრიკის შესახებ, რომელიც ChatGPT აიძულებს უფრო სწრაფად წეროს ხარისხიანი ტექსტები.
გარდა ამისა, განიხილება Dall.E-ს ნეიროქსელი სურათების გენერირება — იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ChatGPT-ის მიერ ილუსტრირებული წიგნები გაყიდოთ.
კურსი უკვე გაიარა 9,5 ათასზე მეტმა ადამიანმა და 5-დან 4,6 ქულით შეაფასეს. მას ირჩევენ არა მხოლოდ კერძო მომხმარებლები, არამედ კომპანიები თანამშრომლებისთვის, მათ შორის Nasdaq, Volkswagen და სხვები.
კურსი $20 ღირს, მაგრამ უახლოეს 20 საათში (მასალა პირველ მარტს გამოქვეყნდა) მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. მსმენელებს შეუზღუდავი წვდომა ექნებათ მასალებზე და პროგრამის დასრულებისას სერტიფიკატს მიიღებენ.
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?