როგორ არ გვშურდეს იმის, რაც სხვა ადამიანებს აქვთ, ჩვენ კი — არა
Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავის ბლოგზე ამჯერად შურზე, მის მიზეზებზე, ამ კუთხით თავის გამოცდილებასა და დაძლევის გზებზე ილაპარაკა.
Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავის ბლოგზე ამჯერად შურზე, მის მიზეზებზე, ამ კუთხით თავის გამოცდილებასა და დაძლევის გზებზე ილაპარაკა.
შენ ვიღაცის გშურს. რატომ? ამის ბევრი მიზეზი არსებობს:
ისინი შენზე მეტ ფულს შოულობენ. შენზე მეტს მიაღწიეს. მათი კარიერა უფრო კარგია. ამასთან შედარებით კი შენ თავს პატარად გრძნობ.
ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე მინდოდა, მთავარი რედაქტორი ვყოფილიყავი, მაგრამ როცა ამ გზაზე სხვები დავინახე, მათი წარმატების შემშურდა.
შემდეგ ჩემს მიზანს მივაღწიე, რომელსაც წარმატება ჰქვია!
თქვენ იფიქრებთ, რომ ეს შურს მოგიკლავს, მაგრამ შური დაუოკებელია. როგორც PJ Vogt-მა თავისი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში თქვა: «წარმატების მიღწევის სურვილს შეუძლია მოგცეთ ის, რაც გსურთ, ამავდროულად მოგაშორებთ სიამოვნების მიღების უნარს.»
მე გამიჩნდა ახალი მიზნები, შემექმნა პერსონალური ბრენდი და ყველა ის შესაძლებლობა, რაც მას მოჰყვება. შემდეგ კი მათი შემშურდა, ვინც ამას უკეთ აკეთებს.
ამას რომ ვწერ, თავს მახინჯად და სულელურად ვგრძნობ, მაგრამ ასეა.
ჩემი საქმიანობის გამო მეც ვხვდები ამ ადამიანებს, ვისიც მშურს, მათთან ინტერვიუ მაქვს და ვმეგობრობ მათთან.
და სწორედ აქ მე ვისწავლე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი:
როცა ვინმესი გვშურს, მხოლოდ მის საბოლოო შედეგს ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რა გზა გამოიარა მან იქ მისასვლელად.
ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ: რატომ არ მაქვს ეს? უნდა ვიკითხოთ: რა არის რეალურად საჭირო იმისათვის, რომ მივიღო ის, რაც სხვებს აქვთ.
ამ ყველაფერს პირველად ცნობილ შეფ-მზარეულ დევიდ ჩანგთან ინტერვიუს დროს მივხვდი. მისი რესტორნის ქსელი Momofuku ძალიან პოპულარულია, მას ჰქონდა შოუ Netflix-ზე, მისი კულინარიული წიგნები ყველაზე მეტად იყიდება — მოკლედ, მისი ბევრ დამწყებ შეფ-მზარეულს შურს.
სამწუხაროდ, მას ასევე აქვს დეპრესიისა და ბრაზის მართვის პრობლემები.
«მე ნამდვილად ცუდი ბოსი ვიყავი, სულ ვყვიროდი და ვჩხუბობდი» — მითხრა მან, როცა წლების წინ გავესაუბრე. — «და მე უკან ვიხედები და ჩემ თავს ვეკითხები, როგორ მოვედი აქამდე და რა იყო სხვა გზები, რომელიც აქამდე მომიყვანდა?»
მე მიყვარს საჯარო გამოსვლები და ეს პატარა ბიზნესად ვაქციე. ვაკეთებ ერთ ან ორ გამოსვლას თვეში, იმ ფასად, რომლითაც კმაყოფილი ვარ. მაგრამ მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც მეტი აქვთ.
და მაინც, როდესაც ვესაუბრები ადამიანებს, ვინც ამას სრულ განაკვეთზე აკეთებს, ისინი მეუბნებიან: ამას მივყავართ მარტოსულობამდე, ეს იწვევს ოჯახის დანგრევას, ბავშვებთან ერთად მნიშვნელოვანი მომენტების გამოტოვებას.
ამ ყველაფერმა მაიძულა, სიღრმისეულად მეფიქრა, რა მინდა და რა შეიძლება მშურდეს, რომ ამად ღირდეს.
მე შევხვდი სხვა ადამიანებს, რომელთა კარიერითაც აღფრთოვანებული ვიყავი, შემდეგ კი გავიგე იმ რთული ურთიერთობების შესახებ, რაც მათ გამოიარეს. მათ გააკეთეს ისეთი რაღაცები, რასაც მე არ გავაკეთებდი. ისინი ექცეოდნენ ადამიანებს ისე, როგორც მე არ მოვექცეოდი.
გასაგებად რომ ვთქვათ, ყველა წარმატებული ადამიანი არ არის ფარულად უბედური. მე გავიცანი ბევრი მშვენიერი, მხიარული და წარმატებული ადამიანი.
მაგრამ, რაღაც ფორმით, ყველა წარმატება მოითხოვს მსხვერპლს.
ერთხელ შევხვდი ცნობილ ადამიანს, რომელსაც ზედმიწევნით ჰქონდა დაგეგმილი მისი დღე და მივხვდი, რომ მისი ცხოვრება არ მინდოდა.
თუ გსურს გაუმკლავდე შენს შურს, შეწყვიტე ფიქრი იმ ადამიანზე, ვისიც გშურს და დაიწყე ფიქრი საკუთარ თავზე.
და აი, როგორც ზემოთ დავწერე: ყველა წარმატება მსხვერპლს მოითხოვს. მაგრამ ეს წინადადება შეიძლება მრავალი კუთხით გავიგოთ.
წარმატება არ არის ერთი რამ. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ წარმატება ჩვენთვის.
მსხვერპლი ასევე არ არის ერთი რამ. ეს უბრალოდ ნიშნავს ერთის დათმობას მეორის გამო.
მაშინ, რა არის თქვენთვის წარმატება? და რას გაიღებთ ამისთვის?
რა გიყვარს შენს ცხოვრებაში ან საკუთარ თავში? მეგობრები, ოჯახი, სიკეთე, დრო საკუთარი თავისთვის. გააკეთე ლამაზი, გრძელი სია.
ეს არის ის, რისიც გშურს. მეტი ფული, პოპულარობა, უფრო კარგი კარიერა, უკეთესი მომავალი.
ყველაზე დიდი მსხვერპლი არის ის, რასაც ჩვენ ვირჩევთ. თქვენ არ შეგიძლიათ, ყველაფერი იდეალურად და ერთდროულად გქონდეთ. თუ მეტი ფული გსურთ, მაგალითად, შეგიძლიათ, დათმოთ ოჯახური დრო. მაგრამ პირიქით, თუ გსურთ მეტი დრო ოჯახთან ერთად, შესაძლოა მოგიწიოთ ფულის დათმობა.
სწორედ ამას ნიშნავს მიზანმიმართული ცხოვრების შექმნა. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია საკმარისი.
ეს შურს არ კურნავს, მაგრამ მისი გააზრების საშუალებას მაძლევს. როდესაც ვხედავ ვინმეს, ვისიც ახლა მშურს, ვფიქრობ იმაზე, თუ რა გააკეთეს მათ წარმატების მისაღწევად.
როცა ასე ფიქრობ, რაღაც კარგს ქმნი. რაღაცას, რასაც აფასებ და აკონტროლებ. რაღაცას, რისიც სხვას შურს — რადგან რაც არ უნდა გქონდეთ, ეს არის ის, რაც სხვას სურს.