გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
ქვემოთ 9 კითხვაა მოცემული, რომლებსაც გასაუბრებებზე ყველაზე ხშირად სვამენ. წაიკითხავთ პასუხების გაცემის ტექნიკასაც, რომელიც წარმატებისკენ სვლაში დაგეხმარებათ.
ქვემოთ 9 კითხვაა მოცემული, რომლებსაც გასაუბრებებზე ყველაზე ხშირად სვამენ. წაიკითხავთ პასუხების გაცემის ტექნიკასაც, რომელიც წარმატებისკენ სვლაში დაგეხმარებათ.
ინტერვიუერებს კანდიდატების შესახებ ამბების მოსმენა მოსწონთ. დარწმუნდით, რომ თქვენს ისტორიას აქვს შესანიშნავი დასაწყისი, მომხიბლავი შუა და იდეალური დასასრული. ისაუბრეთ იმაზე თუ როდის გახდით დაინტერესებული შესაბამისი საქმიანობით, სად გიმუშავიათ მანამდე და რა გამოცდილება მიიღეთ.
მაგალითად: «მე ვარ პატარა ქალაქიდან, სადაც შესაძლებლობები შეზღუდული იყო. იმის გამო, რომ კარგი სკოლები თითქმის არ იყო, დავიწყე ონლაინ სწავლა, რათა საუკეთესოების გვერდით ვყოფილიყავი. სწორედ აქ ვისწავლე პროგრამირება. მას შემდეგ, რაც ფრონტ-ენდ დეველიპერის პოზიციაზე პირველად დავსაქმდი, დრო ახალი რაღაცების სწავლას დავუთმე».
დამსაქმებლებს სურთ, იცოდნენ, გაინტერესებთ თუ არა მათი კომპანია, ან ამჟამინდელმა თანამშრომელმა ხომ არ შეგატყობინათ ამ ვაკანსიის შესახებ? მოკლედ, უნდათ, იცოდნენ, როგორ მოხვდით მათთან.
თუ ამ პოზიციის შესახებ კომპანიის რომელიმე თანამშრომელმა გირჩიათ, მისი სახელი აუცილებლად თქვით. არ იფიქროთ, რომ ინტერვიუერმა უკვე იცის ამის შესახებ შესახებ. ახსენით, შეესაბამება თუ არა ეს პოზიცია იმ მიმართულებას, რომლითაც გსურთ თქვენი კარიერა წაიყვანოთ. ნათლად აუხსენით, რატომ ხართ დაინტერესებული ამ პროცესით.
მაგალითად: «პოზიციის შესახებ LinkedIn-ით შევიტყვე, რადგან უკვე დიდი ხანია, თქვენი კომპანიის გვერდს თვალს ვადევნებ. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც თქვენ აკეთებთ X, Y და Z სფეროებში, ამიტომ თქვენთან სიამოვნებით ვიმუშავებ. ქვენი მოთხოვნილი უნარები კარგად ემთხვევა იმ უნარებს, რაც მე მაქვს. ჩემთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა, ამასთან, შესანიშნავი შემდეგი ნაბიჯი ჩემს კარიერაში.»
თქვენი სასურველი გარემო უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის სამუშაო ადგილის კულტურას. მაგალითად, კომპანიის ვებსაიტზე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მათ ბრტყელი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვთ, ან პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომლობას და ავტონომიას. ეს არის საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეგიძლიათ ახსენოთ ამ კითხვაზე თქვენს პასუხში.
თქვენი მიზანია, ინტერვიერს გაუზიაროთ, თუ როგორ შეესაბამება თქვენი სამუშაო ეთიკა ორგანიზაციის ეთიკას.
მაგალითად: «ეს მშვენივრად ჟღერს. მე სწრაფი სამუშაო გარემო მომწონს, რადგან ეს განცდას მაძლევს, რომ ყოველთვის ვსწავლობ და ვიზრდები, ასევე მომწონს, როდესაც გუნდის წევრებთან ვთანამშრომლობ და ადამიანებს კოლექტიური მიზნის მიღწევაში ვეხმარები. ჩემი ბოლო გამოცდილება მსგავსი კულტურის მქონე ორგანიზაცია იყო და ეს ბალანსი ძალიან მსიამოვნებდა».
დამსაქმებელს სურს, იცოდეს, უძლებთ თუ არა ზეწოლას. მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ გაქვთ რთულ ვითარებასთან გამკლავების უნარი. ზეწოლის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან ღირებული ნიჭია. მოყევით გამოცდილების შესახებ, როდესაც ქაოსის მიუხედავად მშვიდად იყავით.
მაგალითად: «მესმის, რომ სტრესული სიტუაციები ყოველთვის ჩნდება და მათი მართვა აუცილებლად უნდა ვისწავლო. ვფიქრობ, ყოველი ახალი გამოცდილებით უკეთესი ვხდები. მაგალითად, ჩემს ბოლო კომპანიაში ახალი პროდუქტის გაშვებაზე მუშაობისას, ჩემს გუნდთან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა. დაბნეულობის ნაცვლად, ჩემი პირველი რეაქცია იყო სწორი ნაბიჯის გადადგმა და გარკვეული სტრატეგიების პოვნა, თუ როგორ შეგვეძლო პრობლემის გადაჭრა. ადრე შესაძლოა მსგავს ვითარებაში ვპანიკდებოდი, მაგრამ ახლა სტრესის მართვა ვისწავლე».
უნდა უპასუხოთ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამუშაო გარემოს უმეტესობას გარკვეული გუნდური ასპექტი ექნება.
ბევრი პოზიცია ყოველდღიურად სხვა ადამიანებთან მუშაობას მოითხოვს, ზოგიერთი კი — დამოუკიდებლად. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნეთ თქვენი პიროვნების საუკეთესო თვისებები და ხაზი გაუსვით, როგორ შეესაბამება ისინი სამუშაოს მოთხოვნებს.
მაგალითად: «მე მომწონს მუშაობა ისეთ გუნდთან, რომელთანაც სტრატეგიად მოვამზადებ და განსხვავებული მოსაზრებებს მოვისმენ. მაგრამ ასევე კომფორტულად ვარ, როდესაც დამოუკიდებლად მუშაობა მიწევს. ვხვდები, რომ საუკეთესოდ ვმუშაობ, როცა საქმეზე ფოკუსირება მარტოს შემიძლია, მაგრამ ჩემს თანაგუნდელებთან თანამშრომლობას ნამდვილად ვაფასებ».
დამსაქმებლებს სურთ გაიგონ, თუ როგორ ანაწილებთ თქვენს დროსა და ენერგიას პროდუქტიულად. ისინი ასევე ცდილობენ, გაიგონ, გაქვთ თუ არა საკუთარი სისტემა კომპანიის განრიგისა და სამუშაო პროცესის მიღმა საუშაოს შესასრულებლად.
ისაუბრეთ იმ პროექტების მნიშვნელობაზე და აქტუალურობაზე, რომლებზეც მუშაობდით. ახსენით, როგორ რჩებით ორგანიზებული და კონცენტრირებული საქმეზე.
მაგალითად: «მე timeboxing ტექნიკას ვიყენებ, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა. აღმოვაჩინე, რომ ეს ნამდვილად მეხმარება პრიორიტეტულად ავარჩიო ის, რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთო.»
დამსაქმებლებს სურთ, იცოდნენ, თუ როგორ იყენებდნენ ადამიანები თავის დროს განსხვავებულად. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის არ შეგეშინდათ, რადგან, თუ დრო არ დახარჯავთ უნარების განვითარებაში, ახალს ვერაფერს ისწავლით.
მაგალითად: «მე ბევრ ჟურნალს ვკითხულობდი, რათა ჩემს სფეროში არსებული უახლესი იდეებისთვის თვალყური მედევნებინა და ჩემი უნარები ონლაინ კურსების გზით გამეუმჯობესებინა, როგორიცაა… (და შემდეგ იყავით კონკრეტული)».
გასაუბრებაზე მისვლამდე უნდა იცოდეთ, რა ხელფასია იმ პოზიციაზე. დამსაქმებლები ამ კითხვას ყოველთვის დასვამენ, რადგან მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ თქვენი მოლოდინები ბიუჯეტს შეესაბამება.
გახსოვდეთ, რომ ინტერვიუს დროს ხშირად სჯობს, ხელფასის დიაპაზონი განიხილოთ, ვიდრე კონკრეტული რიცხვი და მოლაპარაკებისთვის სივრცე დატოვოთ. ასევე ჯობია, სიფრთხილით ოდნავ მეტი რიცხვი მიუთითოთ, რადგან მოლაპარაკება უფრო ადვილია ქვევით, ვიდრე ზემოთ.
მაგალითად: «ჩემი უნარებისა და გამოცდილების მიხედვით, ასევე ინდუსტრიის მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ჩემთვის მისაღები იქნება ანაზღაურება [ამდენიდან — ამდენამდე].
ინტერვიუერებს სურთ, იცოდნენ, ეს პოზიცია ნამდვილად გაინტერესებთ თუ მხოლოდ ერთ-ერთია თქვენი მრავალი ვარიანტიდან. უბრალოდ, მათ უნდათ იცოდნენ, არიან თუ არა პირველი არჩევანი. ასეთ შემთხვევაში გულწრფელობა საუკეთესო პოლიტიკაა.
მაგალითად: «მე რამდენიმე სხვა კომპანიასაც მივმართე, მაგრამ ეს როლი ნამდვილად არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, რადგან…»
თქვენ თითოეულ კითხვას თავაზიანად და ინტერესით უნდა უპასუხოთ. ზედმიწევნითი მომზადება საშუალებას მოგცემთ, გამოიყურებოდეთ თავდაჯერებულად, რაც კონკურენციისას დიდ უპირატესობას მოგცემთ.