ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან

ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.

კომენტარის დატოვება
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან

ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.

SmartSense საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. dev.ge-სთან სტარტაპის იდეაზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე მისმა თანადამფუძნებელმა, ირინა ბენიამ ისაუბრა.

რა არის და რას აკეთებს SmartSense?

SmartSense b2b2b ბიზნეს მოდელზეა დაფუნძნებული — ჩვენი მომხმარებლები საინჟინრო სერვისის მიმწოდებელი კომპანიები იქნებიან, რომლებიც ჩვენს სერვისს ისეთ დიდ შენობებს მიაწვდიან, როგორიც არის, მაგალითად, სასტუმროები, ბიზნეს ცენტრები, ფიტნეს დარბაზები და სხვა ყველა, სადაც დიდი დანადგარები დგას. იდეა საინჟინრო მომსახურების გაციფრულებაა. თუ აქამდე ეს მომსახურება ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემდეგ ხორციელდებოდა, ჩვენ ინოვაციური მეთოდის დანერგვა გვსურს, რომელიც ხარვეზის პრევენციის მიზნით ყველაფერს წინასწარ იწინასწარმეტყველებს. სტარტაპის მთელი იდეა, რითიც ინვესტორები მოიხიბლნენ, სწორედ ტრადიციული მეთოდების ინოვაციებით ჩანაცვლებაა. 

გვურს, სერვისი სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი იყოს, რადგან ტექნიკური დანადგარების შეკეთება ან სრულიად გამოცვლა უდიდეს თანხებთან არის დაკავშირებული. თავის მხრივ, საინჟინრო სერვისის მიმწოდებელი კომპანიისთვისაც უფრო რთულია ხარვეზის შემდეგ მომსახურება, ვიდრე მანამდე, სანამ ის დადგება — აფეთქებულ, გადამწვარ და დაზიანებულ დანადგარს, ნაწილის შეცვლა ან სრულიად გამოცვლა აუცილებლად დასჭირდება. სწორედ ამიტომ, პრობლემების წინასწარი გამოვლენა, როგორც სერვისის მიმწოდებელი კომპანიისთვის, ისე სერვისის მიმღებისთვის მომგებიანი და შრომის შემამსუბუქებელი იქნება. ჩვენი სტარტაპი ძალიან ბევრი ენერგორესურსისა და მუშახელის დაზოგვას შეუწყობს ხელს.

დეტალურად აღგვიღწერეთ პროცესი — როგორ არის შესაძლებელი ხარვეზის წინასწარი პრედიქცია?

სწორედ ამ ხარვეზების წინასწარ აღმოსაფხვრელად გვესაჭიროება ეს გრანტი, რომელიც GITA-სგან მოვიპოვეთ — გვურს ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელსაც დანადგარის ხარვეზებსა და პრობლემებზე წინასწარი წვდომა ექნება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანი პროცესის გაციფრულებაა, რაშიც პლატფორმა დაგვეხმარება.

კონკრეტულად რა სახის ხარვეზებს ატყობინებს პლატფორმა?

რა თქმა უნდა, სერვისი ყველაფერს შეიძლება მოერგოს და მისი გამოყენება, მაგალითად, ბინაშიც იყოს შესაძლებელი, თუმცა ძირითადი აქცენტი დიდ შენობებზე გვაქვს, სადაც ცენტრალური, დიდი დანადგარები დგას, რომლებსაც ეტაპობრივად გათბობის, გაგრილებისა თუ სხვა სახის პრობლემები ექმნებათ. ვემსახურებით დაწესებულებებს, რომლებიც იმიჯს უფრთხილდებიან. მაგალითად, თუ სასტუმროში, რომელიც ტურისტებით არის სავსე, რამე დაზიანდა, შეიძლება ეს მათთვის უდიდესი ფინანსური ზარალი აღმოჩნდეს — ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი და დიდი ხარჯი.

რამდენად ზუსტი იქნება აპლიკაცია? არის თუ არა ალბათობა, რომ შეტყობინება შესაძლო ხარვეზის შესახებ შეცდომით შევიდეს?

ბუნებრივია, არა. ჩვენ ამ თემაზე მეტ-ნაკლებად უკვე ვმუშაობთ და სატესტო რეჟიმში გარკვეული კვლევები გვაქვს გაკეთებული. გვურს, რომ მაქსიმალურად ზუსტი აპლიკაცია შევქმნათ. ისეთი ტექნიკური დეტალები გვაქვს ჩადებული, რომლებსაც შეტყობინების შეცდომით შესვლის ალბათობა 0-მდე დაჰყავს.

გვესაუბრეთ სირთულეებზე, რომლებსაც სტარტაპის ჩამოყალიბებისას შეხვდით

ყველაზე დიდი სირთულე ფინანსებთან იყო დაკავშირებული და GITA-ს მადლიერები ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვცა. ამასთან ერთად, მარტივი არც აქამდე მოსასვლელი გზა ყოფილა. ერთია, როცა რაღაცას ფიქრობ და იდეალურად წარმოგიდგენია და მეორეა, როდესაც ამაზე ძალიან გამოცდილ ინვესტორებს ესაუბრები. ჩვენ წინასწარი მოსამზადებელი პერიოდი გქვონდა — სილიკონ ველიდან მენტორები ჩამოვიდნენ, რომლებიც ჩვენს მზადყოფნაზე ზრუნავდნენ. ამ პერიოდში ბევრი სტარტაპერისთვის ყველაფერი, ფაქტობრივად, თავდაყირა დადგა. ჩვენც უამრავი ცვლილება შევიტანეთ. ძალიან ბევრ გამოწვევას შევეჩეხეთ, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში. არის რაღაცები, რაზეც შეიძლება არ გიფიქრია და ამ რეალობას მენტორები განახებენ. უამრავი კითხვაა, რამდენად ეფექტურია სტარტაპი, რამდენად მასშტაბირებადია, რამდენად მომგებიანია, უღირს თუ არა ინვესტორს მასში ფულის ჩადება და სხვა. საბოლოოდ მოვახერხეთ ყველაფრის დასაბუთება და ჩვენი სტარტაპის ინოვაციურობა დავამტკიცეთ. თავისი სტარტაპის, რა თქმა უნდა, ყველას სჯერა, რომ ეს იქნება რაღაც ახალი, რაც ბაზარს შეცვლის, მაგრამ უეცრად ჩნდება რაღაც დამაბრკოლებელი საფრთხეები, რომლებიც ნაწინასწარმეტყველები არ გაქვს. 

როგორია ბიზნეს მოდელი და რა ღირს მომხსახურება?

Subscription fee ბიზნეს მოდელი გვექნება. მომხმარებლები ჩვენი სერვისის მიღებას დარეგისტრირებით შეძლებენ. მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯერ არ ვიცით.

კონკურენტები თუ გყავთ და რა გამოგარჩევთ?

საერთაშორისო ბაზარზე მსგავსი სერვისის მიმწოდებელი აპლიკაციები და კომპანიები, ბუნებრივია, არსებობს. საქართველოში კომპანია ან სტარტაპი, რომელიც ობიექტის შეუფერხებლად მუშაობას ხარვეზის პრედიქციით ცდილობს არ არსებობს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ტექნიკის მწარმოებელი კლიენტს შესაბამის სერვისს არ სთავაზობს. მაგალითად, Radisson-მა კონკრეტული ტექნიკა იყიდა და დააყენა — მიწოდების შემდეგ მასსა და ტექნიკის მწარმოებელს შორის მომსახურება იქვე მთავრდება. მსგავსი სერვისი არც საზღვარგარეთ არსებობს. 

ჩვენს გუნდს hardware სისტემებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რამაც საბოლოოდ მსგასვი სტარტაპის შექმნის იდეა წარმოშვა. სხვებისგან სწორედ ის გამოგვარჩევს, რომ ბევრ ტექნიკასთან გვქონია შეხება და ბაზარზე არსებულ ტექნიკაზე ინფორმაცია გვაქვს. ამასთან ერთად, ისეთი ინოვაციური იდეა გვაქვს, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

თავდაპირველად, სერვისის საქართველოს ბაზარზე იმპლემენტაციას ვაპირებთ. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ გასვლაც გვსურს. ყველაფერი გაციფრულებულია, შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება ძალიან გამარტივებულია.

GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
თემის მიხედვით
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია


ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.