როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
თამარ ბოსიკაშვილმა ICT სფეროს ჩემპიონის ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელიც გამოარჩევს ქალებსა და ქვიარ ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არიან და სხვა ქალებს მაგალითს აძლევენ, ინდივიდუალურად თუ ორგანიზაციის დახმარებით ცვლილებებისთვის იბრძვიან. აღნიშნულ კატეგორიაში ნომინანტები მათი უნიკალურობის, გამოცდილებისა და მიღწევების, მათი საქმიანობის გავლენისა და ლიდერობის მიხედვით შეირჩნენ.
თამარმა dev.ge-სთან მოპოვებული ჯილდოს მნიშვნელობასა და განცდილ ემოციებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, თვითმიზანი გამარჯვება არ იყო და პროექტში მონაწილეობა განვითარებისთვისა და სიამოვნებისთვის მიიღო.
თამარის სამუშაო გამოცდილება ეროვნულ ბანკში პროგრამისტის თანამდებობაზე დაიწყო. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციიდან მუშაობა ინტერპრაიზ არქიტექტორის, შემდეგ კი ტექნიკური დირექტორის პოზიციებზე განაგრძო. მისი რეზიუმე სხვადასხვა სფეროებს აერთიანებს — საფინანსო სფეროთი დაწყებული, მედიცინით და გემბლინგით დამთავრებული. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, ბოლო წლებში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებთან.
თამარის ტექ. სტარტაპების ისტორია 2016 წელს იწყება, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და საკონსულტაციო სერვისებზე ორიენტირებული კოპმანია, Aisitec დააფუძნა და კერძო შეკვეთებზე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. დღესდღეობით წარმოდგენილი აქვს Aisitec-ის ფლაგმანი პროდუქტი — ციფრული HR ადმინისტრირების სისტემა, რომელიც ამარტივებს თანამშრომლის გამოცდილებას და აძლიერებს ბიზნეს პროცესებს. სისტემის ინტუიციური მახასიათებლებისა და მოქნილი ინტეგრაციების მეშვეობით ნებისმიერი ზომის კომპანიას შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს კომპლექსური დავალებები და მართოს ორგანიზაციის სტრუქტურები.
ჩვენი მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე Aisitec-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს, არის Validate.ge — ელექტრონული ხელმოწერებისა და შტამპების ვალიდაციის სერვისი, რომელიც საქართველოში უნიკალურია. ასევე, ჩვენი ტექნოლოგია ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, წუთში 1000+ მეტ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპი დაადონ, რასაც საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული იურიდიული ძალა აქვს და შესაბამისად, ითვლება ოფიციალურ გაუყალბებელ დოკუმენტად».
თამარ ბოსიკაშვილი 2022 წლიდან BiteriumAI-ის თანადამფუძნებელიც არის. ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სტარტაპი ციფრული პერსონალური ზრუნვის საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მაღალი სისხლის წნევა აქვთ და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენასა და პრევენციას ემსახურება.
კომპანიის მთავარი მიზანი სექტემბრისთვის სამედიცინო მტკიცებულების მიღებაა, რათა მიიღონ ოფიციალური დასტური იმისა, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. თამარი ამის შემდეგ დაფინანსების მოპოვებასა და პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანას ეცდება.
«ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიხარია, რომ ქალების როლის გაძლიერებაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის, ეს ყველაფერი უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე და ვიყო მისაბაძი ქალი ტექნოლოგიურ სექტორში. თუ ჩემი კომპანიების შესახებ მეტის გაგება გსურთ, მოხარული ვიქნები, გაგესაუბროთ ჩემს პირად LinkedIn-ზე: Tamar Bosikashvili.» — ამბობს, თამარ ბოსიკაშვილი, Aisitec-ის და BiteriumAI-ს თანადამფუძნებელი.
როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებოს შესახებ 2023 წელს.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.