ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში

IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.

კომენტარის დატოვება
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში

IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.

ორი სიტყვით პროფესიაზე

ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შექმნის დროს, როგორც წესი, ორი ტიპის დიზაინერი მონაწილეობს: UI (User Interface) და UX (User Experience) სპეციალისტები.

UI (User Interface) დიზაინერები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ინტერფეისი იყოს მიმზიდველი: შესაფერისი ფერებით, შესამჩნევი ღილაკებით, კითხვადი შრიფტებით, ილუსტრაციებითა და აიქონებით ბრენდის სტილის შესაბამისად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, UI  ეს არის «გავაკეთოთ ლამაზად».

რაც შეეხებათ UX (User Experience) დიზაინერებს, ამ სტატიაში სწორედ მათზე ვსაუბრობთ. ისინი უფრო გლობალურ საკითხებს წყვეტენ — UX-დიზაინერებზეა დამოკიდებული, რამდენად მოსახერხებლად შეძლებს მომხმარებელი ინტერფეისში თავისი ამოცანების შესრულებას. ეს სპეციალისტები დიზაინის მთელ ლოგიკაზე მუშაობენ.

UX და UI ახლო სფეროებია, ამიტომაც ხშირად ყველაფერ ამას ერთი ადამიანი აკეთებს — UX/UI-დიზაინერი. მაგრამ მსხვილ კომპანიებში ხშირად ან ერთის, ან მეორეს კეთება გიწევს. UI-ზე მუშაობა უფრო მხატვრულია, UX-ის შექმნა კი — არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ანალიტიკურიცაა.

როგორ გავხდეთ UX-დიზაინერი და რა არის ამისთვის საჭირო

IT-ში ბევრი პროფესიის ათვისება დამოუკიდებლად შეიძლება და არც დიზაინია გამონაკლისი არაა. თუ გსურთ ზედმეტი ხარჯების გარეშე ისწავლოთ, დაიწყეთ YouTube-ზე ვიდეოების ყურება, პროფილური სტატიების კითხვა, გაწევრიანდით ჩათებში, სადაც პროფესიონალები საუბრობენ. იდეალური, რა თქმა უნდა, მენტორის პოვნაა — სრულად მხარდაჭერის და უკუკავშირის გარეშე ახალი პროფესიის ათვისება რთულია. მაგრამ მცოდნეების რჩევით, ყველაფერი რეალურია — თუმცა, მზად უნდა იყოთ, ამ საკითხს დიდი დრო დაუთმოთ.

ონლაინ კურსზე პედაგოგთან ერთად სწავლა უფრო მარტივია. ცოდნა უკვე სტრუქტურირებულია, გაწერილია სასწავლო პროგრამა — მხოლოდ ინფორმაციის შესრუტვაღა რჩება. თუმცა, ამას მინუსებიც აქვს — ზოგიერთ ონლაინ სკოლაში სწავლის ფასი მაღალია, ხოლო იმის გარკვევა, ნამდვილად გასცემენ თუ არა აქტუალურ ინფორმაციას და სასარგებლო ფიდბექს, ყოველთვის შესაძლებელი არაა. ამისთვის, კიდევ ერთხელ, კარგია შესაბამის საზოგადოებასთან საუბარი.

კარგი ვარიანტი დამწყებთათვის არის კურსები, რომელთა გავლაც დამოუკიდებლადაც შეიძლება. ისინი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ონლაინ სკოლები. ამასთან მიიღებთ მზა გაკვეთილებს, სადაც ყველაფერი დალაგებულია. ხანდახან არის ტესტებიც, მაგალითად Coursera-ზე. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამას ხშირად წამყვანი უნივერსიტეტები ადგენენ, არის საშუალება ისწავლოთ საუკეთესოებთან, ზედმეტი ხარჯების გარეშე.

UX-დიზაინის კურსი Google-ისგან Coursera-ზე

თავის დროზე Google-ის სპეციალისტები რევოლუციონერები იყვნენ — დიზაინ-სისტემა Material Design გამოიგონეს, რომლის მიხედვითაც ინტერფეისის ყველა ელემენტი ერთმანეთის გვერდიგვერდაა, ქაღალდის ბარათების სტილში. ეს ხერხი ძალიან მოეწონათ მომხმარებლებს და Google-ის პროდუქტებში ახლაც ინახება.

რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინტერფეისის ლოგიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომაა UX დიზაინში. ამასთან, არსებობს უამრავი დეტალი, რომელთა შესახებაც Google-ის პრაქტიკოსი დიზაინერები ლექციებზე ყვებიან.

სასწავლო პროგრამა პოპულარულია დამწყებ სტუდენტებს შორის, მას Reddit-ზეც განიხილავენ. ბევრი სტუდენტი დადებით გამოხმაურებას ტოვებს, რომ: პროგრამა აგებულია ეტაპების მიხედვით, სტუდენტები ნელ-ნელა ითვისებენ ახალ ტერმინებსა და კონცეფციებს, ცარიელი სივრცეები არ რჩება.

ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა ცოდნის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა: მაშინაც კი, თუ მოულოდნელად გადაიფიქრეთ დიზაინერობა, ცოდნა სხვა სფეროებში გამოგადგებათ. 

თუ უკვე დამწყები დიზაინერი ხართ, სავარაუდოდ, პროგრამა ნაკლებად საინტერესო იქნება თქვენთვის — გამოცდილების მქონე სტუდენტები წერენ, რომ ბევრი თემა მათთვის ნაცნობი იყო. ამავე დროს, აღნიშნავენ, რომ სერტიფიკატი სამუშაოს ძებნის დროს რეალურ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ თუ სასტარტო ცოდნა გაქვთ, მაგრამ ჯუნიორის პოზიციაზე არსად არ აჰყავხართ, კურსი შეიძლება გამოგადგეთ — ცოდნასაც აიმაღლებთ და რეზიუმესთვის სოლიდურ დოკუმენტსაც მიიღებთ.

სტუდენტები წერენ, რომ სერტიფიკატი, თავისთავად, რა თქმა უნდა, არ იძლევა დასაქმების გარანტიას, მაგრამ სწავლასთან ერთად გაჩნდება თავდაჯერებულობა და ცოდნა, რომელიც ინტერვიუზე თავის უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ. სერტიფიკატი კი დამხმარეა, რომელიც კონკურენციაში წაგადგებათ.

ბევრი ასევე კურსის კარგ სტრუქტურაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია დამწყებებისთვის. პროგრამა UX-დიზაინში ძირითადად ამოცანებს მოიცავს: რისერჩიდან პროტოტიპამდე.

მნიშვნელოვანია, რომ კურსი ძირითადად გლობალურ კონცეფციებზეა ფოკუსირებული — იქ გასწავლიან, იფიქროთ, როგორც დიზაინერმა და ამოცანები კრიტიკული მსჯელობის საფუძველზე გადაჭრათ. რაც შეეხება Figma-სა და Adobe XD პროგრამებში მუშაობას, ისინი მხოლოდ საფუძვლებს გასწავლიან, რაც სამუშაოსთვის საკმარისი არ იქნება. მაგრამ პროგრამაში სწორი ღილაკების პოვნა ყველაზე მარტივი სქილია და ამის დამოუკიდებლად ათვისებაც შეიძლება: უბრალოდ ჩაწერეთ საძიებო სისტემაში, რისი გაკეთება გსურთ და YouTube-ზე ასარჩევად რამდენიმე ტუტორიალს ამოგიგდებთ.

პროგრამის ხელსაწყოების დამახსოვრება რამდენიმე დღის ამბავია, მაგრამ ამის გაკეთება Coursera-ს კურსის პარალელურად სჯობს. კურსის ფარგლებში პროექტების შესრულება და მათ სხვა სტუდენტებთან განხილვა მოგიწევთ.

პლატფორმა გთავაზობთ 6-თვიანი კურსი თვეში $49-ად გაიაროთ. რა თქმა უნდა, კურსის გავლა უფრო სწრაფადაც შეიძლება და უფრო ხანგრძლივადაც, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დროის დათმობას აპირებთ. Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, შესაძლებელია თუ არა მისი ერთ თვეში გავლა, უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ შესაძლებელია.

ამასთან, როგორც სწორედ აღნიშნავენ კომენტარებში, არავითარი გარანტია არაა, რომ უკვე ერთ თვეში სპეციალიზაციით სამსახურს შემოგთავაზებენ. შეიძლება ყველა თეორია აითვისოთ და ყველა დავალება შეასრულოთ, მაგრამ მთავარია ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ, პორტფოლიოსთვის რამდენიმე ქეისი შეასრულოთ. ამაზე დრო და ენერგია წავა, მაგრამ ცოდნა ნამდვილად დაგეხმარებათ.

როგორ და სად გავიაროთ კურსი (და რატომ Coursera)

როგორ დააორგანიზოთ სწავლა — რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია. არსებობს ძვირადღირებული კურსები, არის უფასო ვარიანტებიც, ამასთან, ყველა მათგანს თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მაგრამ თუ დამწყები ხართ, Coursera-ს მსგავსი პლატფორმა კარგი არჩევანია.

სწავლა Coursera Plus-ით კი კიდევ უფრო მომგებიანი — თვეში $59 შეგიძლიათ კურსების აურაცხელი რაოდენობა გაიაროთ. 

Coursera-ზე მხოლოდ გამოცდილი ლექტორები არიან, გაკვეთილების სტრუქტურა ზუსტია და ფულის დაკარგვის რისკიც არ არსებობს. ერთ თვეში რომც გადაიფიქროთ, შეგიძლიათ, გამოწერა გააუქმოთ და რამე სხვა სცადოთ. 

ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
თემის მიხედვით
ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია - ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია — ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
თემის მიხედვით
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია — ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
Meta-ს ხუთი ახალი პროფესიული სასერტიფიკატო კურსი Coursera-ზე
Meta-ს ხუთი ახალი პროფესიული სასერტიფიკატო კურსი Coursera-ზე
თემის მიხედვით
Meta-ს ხუთი ახალი პროფესიული სასერტიფიკატო კურსი Coursera-ზე


ასევე წაიკითხეთ
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ. ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.
გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.
დეველოპერი: TKT ვებსაიტი 2015 წელს მე დავწერე, პრობლემის მოგვარების გზა UX-შია
დეველოპერი: TKT ვებსაიტი 2015 წელს მე დავწერე, პრობლემის მოგვარების გზა UX-შია
დეველოპერი: TKT ვებსაიტი 2015 წელს მე დავწერე, პრობლემის მოგვარების გზა UX-შია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.