ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
21 ნოემბერი 2022, 12:02
2022-11-21
Meta-ს ხუთი ახალი პროფესიული სასერტიფიკატო კურსი Coursera-ზე
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ხუთი ახალი პროფესიული სერტიფიკაციის შეთავაზებით, Meta Coursera-სთან თავის პარტნიორობას აფართოებს. კვალიფიციურ კადრებზე დიდი მოთხოვნის ფონზე ეს სერტიფიკატები საშუალებას იძლევა, არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე გააკეთოთ განაცხადი. პროგნოზების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში 2030 წლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სფერო 22%-ით გაიზრდება.
Meta-ს ახალი პროგრამები გთავაზობთ მომზადებას შემდეგ სპეციალობებში: ფრონტენდ-დეველოპერი, ბექენდ-დეველოპერი, Android-დეველოპერი, iOS-დეველოპერი და მონაცემთა ინჟინერი.
სერტიფიკაციებით უნდა დაინტერესდნენ ისინი, ვისაც არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება ან განათლება. ამ სფეროში უკვე მომუშავე პროფესიონალებს კი ასევე შეუძლიათ, უახლეს და მოთხოვნად უნარ-ჩვევებს გაეცნონ. ყველა პროგრამა არის ონლაინ და ორიენტირებულია თვითსწავლაზე. ფასი — თვეში $49.
სწავლის დროს აითვისებთ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ უნარებს, როგორებიცაა HTML, CSS, პროგრამირება Java-ზე, Python-ზე, MySQL-ზე და სხვა. პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებთ პორტფოლიოს შექმნისას, რასაც შემდგომში წარუდგენთ რეკრუტერებს, მენეჯერებსა და დამსაქმებლებს.
საბოლოოდ სტუდენტები იღებენ ექსკლუზიურ წვდომას ვაკანსიების პლატფორმა Meta Career Programs-ზე, სადაც შესაძლებელია 200+ დამსაქმებელთან დაკავშირება, რომლებიც Meta-ს სერტიფიკაციების მსმენელებს შორის ტალანტებს ეძებენ. ამასთან ერთად გექნებათ წვდომა კარიერის განვითარების რესურსებზე, რაც სამსახურის ძიებაში დაგეხმარებათ.
ფრონტენდ-დეველოპმენტი
კურსი კარგია მათთვის, ვინც კრეატიულად აზროვნებს, მომხმარებლებისთვის საუკეთესო ინტერფეისის შექმნისკენ ილტვის და დიზაინით არის დაინტერესებული.
თქვენი ამოცანა იქნება, შექმნათ მიმზიდველი, ფუნქციური და სწრაფი ვებსაიტი.
კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ უნარებს: HTML, CSS, Javascript, React, Version Control, Wireframes, Content Management System.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს კრეატიული ამოცანები და გამოწვევები, ვინც ცდილობს, შექმნას საუკეთესო გამოცდილება მომხმარებლებისთვის და უპირატესობას Android-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ანიჭებს.
კურსის გავლის შემდეგ Android დივაისებისთვის მობილური აპლიკაციების შესაქმნელად კოდის დაწერას ისწავლით.
უნარები, რომლებსაც შეიძენთ: Kotlin, Javascript, React, UI/UX, Data Structures, App Lifecycles, Android Studio, Programming Fundamentals.
ეს კურსი ზუსტად თქვენთვისაა, თუ გიყვართ შემოქმედებითი დავალებები, ცდილობთ, შექმნათ საუკეთესო პროდუქტები მომხმარებლებისთვის და ასევე, უპირატესობას ანიჭებთ Apple-ის პროდუქტებს.
ისწავლით კოდის წერას მობილური აპლიკაციების შესაქმნელად iOS-დივაისებისთვის.
უნარები, რომლებსაც შეიძენთ: Swift, XCode, React, UI/UX, Data Structures, App Lifecycles, Programming Fundamentals.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.