ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?

ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.

გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ.

უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ.

ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.

კომენტარის დატოვება
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?

ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.

გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ.

უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ.

ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.

რატომ უნდა გაიაროთ სერტიფიცირება

IT-ში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემი პროფილი LinkedIn-ზე საერთოდ არ იყო მიმზიდველი. რეკრუტერები ექვს თვეში ერთხელ მიკავშირდებოდნენ, ძირითადად, შემთხვევით.

უამრავი ვაკანსიის მოთხოვნების გაანალიზების შემდეგ მივხვდი, რომ განსაკუთრებით პოპულარულია AWS — ის Cloud-ის ბაზრის 40%-ს იკავებს.

გამოვყავი შვიდი მთავარი მიზეზი, რატომ არის საჭირო სერტიფიცირების გავლა:

  1. კარს ხსნის ახალი, უფრო რთული და მაღალანაზღაურებადი პროექტებისთვის;
  2. აჩქარებს კარიერულ განვითარებას;
  3. ინტერვიუებში უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ თავს, ვიდრე თქვენი ინტერვიუერი.;
  4. გაძლევთ შესაძლებლობას, გაეცნოთ AWS სერვისებს, რომლებზეც ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ შესაძლებელია;
  5. უზრუნველყოფს იმის გაგებას, თუ რა გადაწყვეტილებები აქვს AWS-ს მომხმარებელთა პრობლემების გადასაჭრელად;
  6. საშუალებას გაძლევთ, გამოირჩეოდეთ კონკურენტებს შორის და იყოთ ერთი ნაბიჯით წინ;
  7. თქვენი ცოდნისა და უნარების დონის ოფიციალური დადასტურებაა.
  8. ექსპერტიზის გაფართოება — სერტიფიცირებისთვის მომზადების პროცესი მოითხოვს ახალი მასალების შესწავლასა და არსებული ცოდნის განახლებას. კომპანიები დაინტერესებულნი არიან სპეციალისტების სერტიფიცირებით, რადგან ეს Amazon-თან პარტნიორობის პროგრამისთვის ხსნის კარს, რისთვისაც სერტიფიცირებული სპეციალისტების გარკვეული რაოდენობაა საჭირო.

რა სერტიფიცირებებს გთავაზობთ AWS და როგორია ფასების პოლიტიკა

AWS სთავაზობს სერტიფიცირებებს სხვადასხვა დონის სპეციალისტებისთვის. ძირითადი აუდიტორია: DevOps, SRE, Architect, Developers, SysAdmins.

AWS-ის ოფიციალურ საიტზე დონეებისა და სპეციალიზაციების სქემაა მოცემული:

Foundational (Cloud Practitioner) —  AWS-სთან გაცნობის საფუძვლები. ეს დონე არჩევითია და სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც არ უმუშავიათ AWS-თან.

Associate დონეზე DevOps, SRE და არქიტექტორებისთვის შემოთავაზებულია  Solutions Architect-ის პროგრამა, დეველოპერებისთვის — Developer, Ops/SysAdmins-ისთვის — SysOps Administrator და ახალი პროგრამა Data Engineer-ებისთვის.

Professional-ის დონეზე არქიტექტორებსა და SRE-ისთვის არის Solutions Architect Pro სერტიფიცირება, ხოლო დეველოპერებსა და სისადმინებს სთავაზობენ ერთ ზოგად ვერსიას — DevOps Engineer Pro.

ასევე არის 3 Specialty გამოცდა: Advanced Networking, Machine Learning და Security, რომელთა ჩაბარებაც ნებისმიერი Associate-დან ან Cloud Practitioner-ადაც შეიძლება. ეს სერტიფიცირებები ეხება მხოლოდ შესაბამის სერვისებსა და საკითხებს.

ადრე Specialty-ის 6 გამოცდა იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ 2024 წლის აპრილიდან გამოცდების ნახევარი ხელმისაწვდომი აღარაა.

AWS სერტიფიცირების ფასები განსხვავდება სერტიფიცირების გამოცდის დონისა და ტიპის მიხედვით. AWS Certified Cloud Practitioner პირველადი სერტიფიცირების ღირებულება $100-ია. Associate-ის დონის სერტიფიცირება $150 ჯდება. უფრო მოწინავე Professional და Specialty დონეების სერტიფიცირებები $300 ღირს.

რა უნარებს შეიძენთ AWS Solutions Architect Professional-ის გავლის შემთხვევაში

ეს სერტიფიკატი პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა რთული პრობლემებისთვის კომპლექსური გადაწყვეტილებების მოსაძებნად, უსაფრთხოების ოპტიმიზაციისთვის, ხარჯებისთვისა და პროდუქტიულობის ოპტიმიზაციისთვის და მექანიკური პროცესების ავტომატიზაციისთვის. სერტიფიცირების საშუალებით ორგანიზაციას შეუძლია განსაზღვროს და განავითაროს სპეციალისტების ნიჭი, რომლებსაც აქვს ქლაუდ ინოვაციების დანერგვისთვის მნიშვნელოვანი უნარები და 4 დომენს მოიცავს (არა DNS-ს):

  • Design Solutions for Organizational Complexity — 26%
  • Design for New Solutions — 29%
  • Continuous Improvement for Existing Solutions — 25%
  • Accelerate Workload Migration and Modernization — 20%

თქვენ მიიღებთ:

  • საწარმოებში სხვადასხვა კორპორაციული აპლიკაციისა და პროექტებისთვის რეკომენდაციების წარდგენის უნარს, ამასთან ბიზნეს მიზნების დაკავშირების შესაძლებლობას აპლიკაციის/არქიტექტურის მოთხოვნებთან;
  • ღრუბლოვანი პროგრამის მოთხოვნების შეფასებისა და არქიტექტურის რეკომენდაციების ფორმირების შესაძლებლობას AWS-ზე აპლიკაციების დანერგვისთვის, ასევე საჭირო რესურსების გამოყოფისთვის;
  • ჰიბრიდული არქიტექტურების დაპროექტების უნარებს AWS-ის ძირითადი ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, VPN, AWS Direct Connect), ასევე უწყვეტი ინტეგრაციისა და განლაგების პროცესების გამოყენებით.

როგორ დავრეგისტრირდეთ გამოცდაზე და როგორ მივიღოთ დამატებით 30 წუთი

რეგისტრაცია

ტრენინგებთან და სერტიფიცირებებთან დაკავშირებული კითხვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ — AWS Training and Certification Portal. იქ შეგიძლიათ რეგისტრაცია და სერტიფიცირებაზე ყველა ოპერაციის ჩატარება: გამოცდის ჩანიშვნა, ონლაინ ბარათით გადახდა და სერტიფიკატის ჩამოტვირთვა, გამოცდის ისტორიის ნახვა.

ენა

გამოცდის ჩაბარება რამდენიმე ენაზეა შესაძლებელი: ინგლისურად, ესპანურად ჩინურად, იაპონურად და კორეულად.

თუ რომელიმე მათგანი თქვენი მშობლიური ენა არაა, გამოცდისთვის 30 წუთს დაგიმატებენ. 

თუ ინგლისური ენის ცოდნის დონეში დარწმუნებული არ ხართ და დამატებითი დრო გესაჭიროებათ, ის სპეციალური სერვისის (ESL — English-Second-Language) სახით უნდა მოითხოვთ. ეს გამოცდის დანიშვნამდე უნდა გააკეთოთ.

ამისათვის სერტიფიცირების პორტალზე აირჩიეთ: Upcoming Exams -> Request Exam Accommodations -> Accommodation Type: ESL +30 min. ეს განაცხადი ავტომატურად დასტურდება და ყველა მომდევნო გამოცდაზე ვრცელდება.

ადგილი 

გამოცდის ჩაბარება ონლაინ შეიძლება. შეარჩიეთ მშვიდი ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით და ყურადღებასაც არავინ გაგიფანტავთ. 

მომზადების თავისებურებები და პრაქტიკული რეკომენდაციები

მოთხოვნები

AWS Solutions Architect Professional გამოცდის ჩასაბარებლად Amazon გირჩევთ, გქონდეთ AWS-თან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (მაგრამ ეს არანაირად არ მოწმდება), ამასთან იქონიოთ AWS Solutions Architect Associate-ის სერტიფიკატი.

AWS-ის სერტიფიცირებისთვის მომზადება სხვადასხვა რესურსისა და პლატფორმის საშუალებით შეიძლება, რომელთაგან თითოეულს თავისი უპირატესობა და მახასიათებელი აქვს.

პლატფორმები

ყველაზე პოპულარული პლატფორმები — Udemy, Linux Academy (Cloud Guru), AWS Training and Certification.

პირადად მე მოსამზადებლად Udemy-ს პლატფორმა გამოვიყენე, მომწონს კურსების ფორმატი, რომლებზეც მუშაობა შეგიძლიათ როგორც ნოუთბუქებიდან, ისე სმარტფორნებიდან. Udemy-ზე უამრავი კურსია მომზადებისთვის, რომლებიც მუდმივად ახლდება ავტორების მიერ, შეგიძლიათ, სტუდენტების გამოხმაურებებს გაეცნოთ და რამდენიმე  პირველი ვიდეო ნახოთ, რათა მიხვდეთ, შესაფერისია თუ არა ლექტორის აქცენტი, რადგან, როგორც წესი, მინიმალური სალექციო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ლექციებისა და პრაქტიკული მეცადონეობების სულ მცირე 20-30 საათს.

ჩვეულებრივ, კურსის დასაწყისში ლექტორები გაწვდიან სწავლის გეგმას და გთავაზობენ, მასალა 30 დღეში აითვისოთ და გამოცდაზე გახვიდეთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში 2-3 საათს იმეცადინებთ. პირადად ჩემთვის ერთი თვე ასეთ რეჟიმში ყოფნა ძალიან სტრესულია. მე მიჩვეული ვარ ჩემთვის კომფორტულ რიტმში სწავლას, ძილისა და პირადი ცხოვრების შეწირვის გარეშე, ამიტომაც მომზადებისთვის 2.5 თვე დამჭირდა. სწორედ ამიტომ, პირადად ჩემთვის, Udemy-ის უპირატესობა  Linux Academy-ისთან (Cloud Guru) შედარებით არის ის, რომ Udemy-ზე კურსის ყიდვის დროს მუდმივი წვდომა გაქვთ მასზე და არ ხართ დროში შეზღუდული მაშინ, როდესაც Linux Academy-ზე ყოველთვიურ გამოწერას ყიდულობთ, რაც ხანგრძლივი მომზადების პირობებში უფრო  ძვირი დაგიჯდებათ. თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში დროში შეზღუდულობა და დამატებითი ხარჯები მოტივაციად მუშაობს.

მასალები მოსამზადებლად

მოსამზადებლად გამოვიყენე ეს ლექციები, სადაც თითოეული თემა საკმარისად დეტალურადაა განხილული და თან ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები. კურსის განმავლობაში გირჩევთ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ვიდეო გაკვეთილების ყურებით, რადგან ეს ინფორმაცია აშკარად არ არის საკმარისი, სასურველია, შექმნათ სატესტო AWS ანგარიში და მიღებული ცოდნა დაუყოვნებლივ გამოიყენოთ პრაქტიკაში.

AWS Solution Architect Professional-ისთვის ან სხვა ნებისმიერი გამოცდისთვის მომზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, ამიტომ ვცდილობდი, გამევლო რაც შეიძლება მეტი იმიტირებული ტესტი, რომლებიც რეალურს ჰგავს. წარმატებით ჩაბარებისთვის საჭიროა, დამაჯერებლად ჩააბაროთ სატესტო გამოცდები 90%-იანი შედეგით.

მომზადებისთვის გამოვიყენე შემდეგი პრაქტიკული დავალებები:

თვითონ გამოცდაზე რამდენიმე იდენტური კითხვა მქონდა მოსამზადებელი ტესტებიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, საკმარისი დრო დაუთმოთ პრაქტიკული ტესტების გავლას, რათა მიეჩვიოთ გამოცდას. თავად ტექსტი 75 კითხვისგან შედგება და დამატებით 30 წუთთან ერთად, თითოეულ კითხვაზე 168 წამი გექნებათ, ეს თითქმის 3 წუთია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ 3 წუთი საკმარისია, რათა წაიკითხოთ კითხვები და გასცეთ პასუხები, მაგრამ გამოცდის შუაში დაიღლებით და ყოველი შემდეგი კითხვა უფრო და უფრო რთულად მოგეჩვენებათ. სწორედ ამიტომაა საჭირო, კარგად ივარჯიშოთ საცდელ ტესტებზე.

თითოეული კითხვა საკმაოდ ვრცელია — დაახლოებით 1-გვერდიანი ტექსტი, რომლის წაკითხვა, გააზრება და პასუხის გაცემა სათანადო მომზადების გარეშე საკმაოდ რთული იქნება.

ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი კითხვის მაგალითი და ასეთი 75-ია.  

რა თქმა უნდა, ყველა კითხვა არ არის ასეთი მოცულობითი, მაგრამ უმეტესობა იქნება ასეთი ან უფრო ვრცელიც.

საინტერესო ნიუანსია ის, რომ ამ 75 კითხვიდან Amazon რეალურად აფასებს მხოლოდ 65-ს, 10 კითხვა სატესტო იქნება, კონკრეტულად რომლები — უცნობია. თუმცა, ისინი არ შეფასდება. Amazon ასე ტესტავს ახალ კითხვებს მომხმარებლებზე, რომლებიც შემდგომში შეფასებული კითხვების სიაში დაემატება. შემხვედრია კითხვები, რომელთა კონტექსტი ჩემთვის საერთოდ გაუგებარი იყო, ვუშვებ, რომ სწორედ ესენი იყო ათეულში შემავალი კითხვები.

გამსვლელი ქულა

რაც შეეხება გამსვლელ ქულას, AWS არ აქვეყნებს ზუსტ ინფორმაციას თავისი სასერტიფიკატო გამოცდებისთვის, სავარაუდოდ, გამსვლელი ქულა 720-დან 750-მდე მერყეობს. გამოცდა 1000-ქულიანია. გამსვლელი ქულა შეიძლება იცვლებოდეს, რადგანაც AWS ქულების მასშტაბირების სისტემას იყენებს. ისინი ადაპტირდება რთულ კითხვებზე, რომლებიც გამოცდაშია შეტანილი.

დასკვნები

სერტიფიცირება ცოდნის სტრუქტურირებისა და კომპეტენტურობის საშუალებას გაძლევთ. სერტიფიკატის ქონა გასაუბრების დროს სპეციალისტისთვის საკვანძო ფაქტორი არაა, მაგრამ საკმაოდ წონიანი მიზეზია, კანდიდატს დამატებითი ყურადღება მიექცეს.

როგორ მოვემზადოთ და რა რესურსები გამოვიყენოთ ამისთვის, ეს ყველას პირადი საქმეა, აქ ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ყველაფერი თქვენს მიზნებსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია მომზადების პროცესი თქვენთვის ყველაზე კომფორტული იყოს.

AWS Solutions Architect Professional უდავოდ არ არის მარტივი გამოცდა, მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამ პროცესში შეუფასებელ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებთ.

AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
თემის მიხედვით
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში


ასევე წაიკითხეთ
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა. აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
ბრიტანული საბჭო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქალებისთვის STEM-ში 
ბრიტანული საბჭო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქალებისთვის STEM-ში 
ბრიტანული საბჭო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქალებისთვის STEM-ში 
ბრიტანული საბჭო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ქალებისთვის STEM-ში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან. თუ ხართ ქალი და გაქვთ ბაკალავრის დიპლომი რომელიმე STEM საგანში, შეგიძლიათ, მიიღოთ სტიპენდია წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად სამაგისტრო პროგრამაზე მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის პროგრამაზე. 
საუკეთესო კურსები პროდუქტიულობისთვის 2024 წელს
საუკეთესო კურსები პროდუქტიულობისთვის 2024 წელს
საუკეთესო კურსები პროდუქტიულობისთვის 2024 წელს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.