გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
Meta-ს 8 კურსისგან შემდგარი პროგრამა გასწავლით მარკეტინგული მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას და ანალიზს.
Meta-ს 8 კურსისგან შემდგარი პროგრამა გასწავლით მარკეტინგული მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას და ანალიზს.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც მარკეტინგის ანალიტიკოს კარიერას იწყებს ან სურს, უკეთ ჩაატაროს თავისი ბიზნესის ანალიზი, თუმცა, ამისთვის საჭირო სპეციფიკური ტექნიკური უნარები არ აქვს. კურსის გასავლელად არ არის საჭირო, გქონდეთ საბაზისო ცოდნა.
კურსზე შეიძენთ მონაცემთა ვიზუალიზაციის უნარებს Tableau-ს გამოყენებით და ისწავლით, როგორ გამოიყენოთ Meta Ads Manager კამპანიების შესაქმნელად, შედეგების გასაზომად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად მათი ოპტიმიზაციისთვის.
პროგრამის დასკვნითი კურსი მოგამზადებთ Meta Marketing Science Professional სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს Coursera-სგან.
თუ კვირაში 10 საათს იმეცადინებთ, პროგრამას 7 თვეში დაასრულებთ.