ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად

გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.

აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.

კომენტარის დატოვება
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად

გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.

აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.

შეეხეთ თქვენს შინაგან ბობ როსს ციფრული ფერწერის საშუალებით

თუ ციფრული პლანშეტი გაქვთ და დიდი ხანია მტვერი ედება, გადააქციეთ ის სამხატვრო საშუალებად და ციფრული ფერწერის ახალი უნარები აითვისეთ. კურსი «ციფრული ფერწერა — დამწებიდან პროფესიონალამდე» დაგეხმარებათ ხატვის სამყაროში გადაეშვათ. ვიდეოგაკვეთილების 27 საათის განმავლობაში 60-ზე მეტ პროექტს გააკეთებთ და პროფესიონალურ პორტფოლიოს შექმნით, რათა ახალი უნარები სხვებს გაუზიაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ კურსის გავლისთვის პლანშეტი და სტილუსია საჭირო, განსაკუთრებული მოთხოვნები პროგრამულ უზრუნველყოფასთან არ არის. ნებისმიერი, ვისაც ციფრული ფერწერისთვის საბაზისო კომპიუტერული უზრუნველყოფა აქვს, შეძლებს კურსში აღწერილი მეთოდების გამოყენებას.

პედაგოგები ჯეინ და ოსტინ ბეტჩელორები — პროფესიონალი ილუსტრატორები არიან, რომლებმაც ერთად Udemy-ზე 740 ათასზე მეტ სტუდენტს ასწავლეს.

გამოხმაურება

სარა პ: ძალიან მომეწონა ეს კურსი. ჩემთვის ის მოიცავდა ყველაფერს, რაც მჭირდებოდა, რათა დამეწყო ციფრული ხატვა მრავალ სტილში ბევრად მეტი თავდაჯერებულობით და მეტი კონტროლით ჩემს ნახატებზე. გარდა ამისა, ყველა დავალება ძალიან სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა.

დაუკარით ფორტეპიანოზე კონცერტი ან ფაუერ-ბალადა

თუ ეძებდით საშუალებას, როგორ გაგეუმჯობესებინათ თქვენი საფორტეპიანო უნარები (იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უნარები საერთოდ არ არსებობს), კურსი Pianoforall — Incredible New Way To Learn Piano & Keyboard გთავაზობთ მკაფიო გზას დამწყებიდან საშუალო დონებმდე. ეს კურსი არ მოითხოვს წინასწარ ცოდნას ან გამოცდილებას — საკმარისია ფორტეპიანოს ან კლავიატურის ქონა და დღეში მინიმუმ 20 წუთი მეცადინეობა.

რობინ ჰოლმა — ფორტეპიანოზე დაკვრის პედაგოგი, მხატვარი და თერაპევტი — 280 ათასზე მეტ სტუდენტს ასწავლა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რიტმულ ფორტეპიანოს და ძირითად მაგალითებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სმენით დაუკრან.

10 საათიანი ვიდეო კონტენტის გარდა, PDF ფორმატში მიიღებთ ელექტრონულ წიგნებს ინსტრუქციებით, რომლებიც დაგეხმარებათ გაკვეთილებში ახსნილი მასალები გააუმჯობესოთ.

გამოხმაურება

პიტერ პ.: ესაა ფორტეპიანოზე დაკვრის საუკეთესო კურსი, რომელიც ოდესმე შემიძენია. ინსტრუქციები საკმაოდ დეტალური და მოკლეა, მაგრამ საკმარის «ამბებსა» და «ჩვენებებს» მოიცავს. გარდა ამისა, რესურსის მასალები საკმაოდ მოცულობითი იყო. თუ გსურთ უბრალოდ ფორტეპიანოს ონლაინ კურსის გავლა, აქ არის.

მოყევით ისტორია წერის უნარების დახვეწით

შეიძლება შემდეგი «მეფე ლირი» არ დაგწერიათ, მაგრამ არ იდარდოთ — ჯერ კიდევ შეგიძლიათ წერის შემოქმედებითი უნარების განვითარება კურსით «Creative Writing — All Genres». კურსი შედგენილია ისე, რომ დაგეხმაროთ, დახვეწოთ და გააზიაროთ თქვენი მწერლობის ხმა ოთხი შემოქმედებითი წერის საშუალებით: მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, დრამა და შემოქმედებითი სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა.

კურსის განმავლობაში რამდენიმე წერით მინიშნებასა და დავალებას მიიღებთ, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებული და საკუთარ თავში დარწმუნებული მწერალი გახდეთ.

კურსის პედაგოგი — ტრეის კროუფორდი — მწერალი, პედაგოგი და Udemy-ს ინსტრუქტორი, რომელიც 1997 წლიდან წერასა და თეატრალურ ხელოვნებას ასწავლის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლებში. მან რამდენიმე პიესა და სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოები გამოაქვეყნა. მისი პიესები ექვს კონტინენტზე ცოცხალ წარმომდგენებზე გააცოცხლეს, თუმცა: «ანტარქტიდა მიუწვდომელი რჩება», — ხუმრობს ის.

გამოხმაურება

სტეფანი დ.: ძალიან მომეწონა ეს კურსი, და შინაარსისთვის თვალის მიდევნება მარტივი იყო. როგორც ანალიტიკოსს, შეიძლება დამავიწყდეს წერის შემოქმედებითი ასპექტი, ამიტომაც კურსი სასარგებლო იყო, და ვიხსენებდი, რატომ მომწონს წერა.

შეცვალეთ თქვენი სახლი ინტერიერი დიზაინის ცოდნით

ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბევრ ადამიანს უბიძგა, საკუთარი საცხოვრებელი სივრცისთვის გადაეხედა — ან, სულ მცირე, მისთვის კრიტიკულად შეეხედა. გარდაქმენით თქვენი სახლი Zoom-ის ფონად, რომლითაც იამაყებთ, «Interior Design Interior Design How to Work with Interior Design Styles Like a Pro» კურსის დახმარებით. ამ კურსში ინტერიერის დიზაინის 18 პოპულარული სტილია ჩამოთვლილი, რომელიც მოიცავს ავეჯის მახასიათებლებს, ყველა სტილში გამოყენებად ზოგად მასალებს, შესაბამისი ფერის სქემებს და ორნამენტებს, ასევე ფანჯრების ვარიანტებსა და იატაკის ვარიანტებს. კურსის ბოლოს საკუთარ სახლში ერთიან და განუმეორებელ სტილს შექმნით და გაიგებთ, მარტივად და ეფექტურად როგორ შეუხამოთ ერთმანეთს სხვადასხვა სტილები.

პედაგოგი ერიკა ფოგელმანი — ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც ნიუ-იორკის ხელოვნებისა და დიზაინის  ინსტიტუტში «ინტერიერის დიზაინის» პროგრამა დაამთავრა და Udemy-ზე 40 ათასზე მეტ სტუდენტს ასწავლა.

გამოხმაურება

ნიკოლ ო.: ინტერიერის დიზაინში თვითნასწავლი დამწყები ვარ და ამ კურსმა თვალები ამიხილა იმაზე, რამდენი შესანიშნავი სტილი არსებოს ინტერიერის დიზაინების სამყაროში! შესანიშნავი და ძალიან მცოდნე ინსტრუქტორი!

შექმენით ბაღი, რომლისაც თქვენს მეზობლებს შეშურდებათ

კურსი Fundamentals of Garden Design შექმნილია მებაღეებისთვის, ლანდშაფტის დიზაინერებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც დიზაინერული შესაძლებლობების გაუმჯობესება სურთ. კურსი გაგაცნობთ მასშტაბში ნახაზების შექმნის პრაქტიკულ უნარებს, ტერიტორიის გამოკვლევას და ბაღის კონცეპტუალური გეგმის შედგენას.

პედაგოგი რობ ლიტლპეიჯი — ლანდშაფტის არქიტექტორი, პედაგოგი და ბაღის დიზაინის კალიფორნიის სკოლის დამფუძნებელი.

გამოხმაურება

სკოტ პ.: ეს იყო ძალიან დეტალური შესავალი ბაღის დიზაინში, აქცენტით სამუშაოს რეალურად შესრულების უნარებზე. შესანიშნავი კურსია. მადლობელი ვარ, რომ ავიღე ის და ვგეგმავ მას მომავალშიც დავეყრდნო.

შექმნებით საკუთარი ბარათები აკვარელის ექსპერიმენტებით

გსურთ აკვარელით ფერწერაში არატრადიციული მიდგომა გამოიყენოთ? ნახეთ კურსი «Watercolor painting to relax. Get the basics».

«ძირითადად ეს მოზრდილებს გამოადგებათ» — წერს ინსტრუქტორი ნიკოლა ბლეიკმორი, პროფესიონალი მხატვარი, პედაგოგი და შემოქმედებითი მეწარმე. ნიკოლა განმარტავს, რომ მოზრდილებს შეზღუდული შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა, და ხატვაც შეიძლება ერთ-ერთი ამათგანი იყოს.

იმის ნაცვლად, რომ ყურადღება ტექნიკურ უნარებზე, ფერების შერევაზე ან კომპოზიციებზე გაამახვილოს, ნიკოლას კურსი, თამაშისა და ექსპერიმენტების წახალისებით, მოსწავლეებს ეხმარება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვები დაძლიონ. არავითარი წინასწარი გამოცდილება საჭირო არაა, მაგრამ გარკვეული ძირითადი ნივთები დაგჭირდებათ, როგორებიცაა შავი კალამი, აკვარელის საღებავები, ფუნჯები და აკვარელის ქაღალდი.

გამოხმაურება

დევიდ გ.: მარტივად გასაგებია, არის მკაფიო და აქტუალური მაგალითები. აკვარელი შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ ნიკოლას გადამდები ენთუზიაზმი დამეხმარა გამკლავებაში და ახლა კარგად ვფლობ ამ ტექნიკას.

იპოვეთ თქვენი ხმა ვოკალის გაკვეთილებით

განავითარეთ თქვენი სიმღერის უნარები კურსზე Singing Simplified: The Fast Track to Sing Like A Pro. ეს კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის — არ არის საჭირო სიმღერის გამოცდილება ან მუსიკალური ცოდნა.

პედაგოგი სტივ გლეიზერი — მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პედაგოგი, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველას აქვს «თანდაყოლილი უნარი გახდეს დიდი მომღერალი». მისი კურსი აერთიანებს ტექნიკასა და ვოკალური მომზადების ყოველდღიურ ემოციურ ბგერებს, რათა დაგეხმაროთ გაერკვეთ, რომ სიმღერა არც ისე რთული და საშიშია, როგორც ფიქრობდით. გაიგებთ, როგორ დაძლიოთ სტრესი და შიში და როგორ ფოკუსირდეთ სიმღერის ემოციებზე. ისწავლით მუსიკის ნებისმიერ პოპულარულ სტილში სიმღერას, მაგალითად პოპი, როკი, ქანთრი, ბლუზი ან R&B.

გამოხმაურება

ბარტ დ.: სტივი არაჩვეულებრივი მასწავლებელია და ეს კურსი დამოკიდებულებას იწვევს. მთელი ცხოვრება ვმღეროდი მაგრამ არასდროს მიმიღია სერიოზული გაკვეთილები და ჩემი ხმაც დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში საოცრად გაუმჯობესდა.



ასევე წაიკითხეთ
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ. ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის  მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
თუ თქვენ მონაცემთა მეცნიერებას სწავლობთ, მათემატიკაში კარგი საფუძვლის შექმნა თქვენს სასწავლო მოგზაურობას უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის. 
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მონაცემების ანალიტიკა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. თანამედროვე ორგანიზაციებს ინდივიდუალური მიდგომები და პრიორიტეტები აქვთ, რაც მონაცემთა ანალიტიკას ღირებულ უნარად აქცევს.
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.