ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
30 იანვარი 2023, 12:22
2023-01-30
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია - ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
თუ 2023 წელს საკუთარ თავს ინგლისურის სწავლას დაჰპირდით, ამ ლინკზე სწორად მოხვდით. ჩვენ შევაგროვეთ 5 კურსი Coursera-ზე, რომლებიც საბაზისო ინგლისურის სწავლაში დაგეხმარებათ, რათა იმუშაოთ, აწარმოოთ small talk, გააუმჯობესოთ გრამატიკა და ლექსიკა. შევარჩიეთ კურსები მინიმალური რეიტინგით 4,7, რომლებიც, სულ მცირე, 100 ათასმა ადამიანმა გაიარა. ლექციები ამერიკული უნივერსიტეტების პედაგოგებს მიჰყავთ.
თუ 2023 წელს საკუთარ თავს ინგლისურის სწავლას დაჰპირდით, ამ ლინკზე სწორად მოხვდით. ჩვენ შევაგროვეთ 5 კურსი Coursera-ზე, რომლებიც საბაზისო ინგლისურის სწავლაში დაგეხმარებათ, რათა იმუშაოთ, აწარმოოთ small talk, გააუმჯობესოთ გრამატიკა და ლექსიკა. შევარჩიეთ კურსები მინიმალური რეიტინგით 4,7, რომლებიც, სულ მცირე, 100 ათასმა ადამიანმა გაიარა. ლექციები ამერიკული უნივერსიტეტების პედაგოგებს მიჰყავთ.
ინგლისური კარიერის გასავითარებლად: რეზიუმე, სამოტივაციო წერილები და ნეთვორქინგი
ეს კურსიპენსილვანიის უნივერსიტეტმა შეიმუშავა მათთვის, ვისაც საერთაშორისო კარიერის გაკეთება სურს. აქ განივითარებთ საკომუნიკაციო სქილებს და ინგლისურად წერას თავდაჯერებულად დაიწყებთ. გაარჩევთ დროებს, ისწავლით იმის აღწერას, რისი შეთავაზება შეგიძლიათ დამსაქმებლისთვის და გაიგებთ, როგორ არის მოწყობილი აშშ-ის შრომითი ბაზარი.
არის ცალკე ბლოკი რეზიუმეების შესახებ: როგორ დაწეროთ და რა ნაწილებისგან შედგება ის, როგორ განსაზღვროთ ქივორდები. იმავე ბლოკში არის ცალკე ლექსიკონი სამოქმედო ზმნებით, რათა ზუსტად აღწეროთ ის, რასაც აკეთებდით ადრე. ამ კურსზე დეტალურად გაარჩევთ სამოტივაციო წერილებსაც, გაიგებთ, როგორ ააგოთ ისინი და რომელი ფრაზებით სჯობს სტრუქტურული ნაწილების გაერთიანება. გარდა ამისა, სწავლობთ თემის შერჩევას small talk-ისთვის და გასაუბრებებზე ტიპურ კითხვებზე პასუხების გაცემას.
ინგლისური ბიზნესისთვის: ფორმალური და არაფორმალური წერილები და ლექსიკა სამუშაოსთვის
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ სპეციალიზაციაზე ისწავლით საკუთარ თავზე რელევანტური ინფორმაციის შერჩევასა და მოყოლას, დააგროვებთ სიტყვათა მარაგს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თავისუფლად ისაუბროთ სამუშაოს შესახებ. ისწავლით ფორმალური და არაფორმალური ელექტრონული წერილების წერას, ასევე, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის დროს შეხვედრების შეთანხმებასა და პრეზენტაციების თავდაჯერებულად წაყვანას.
English for Business and Entrepreneurship: ბიზნეს-გეგმა, ბაზრის კვლევა და რისკები დამწყებებისთვის
ამ კურსს დამწყებებისთვის პენსილვანიის უნივერსიტეტის პედაგოგები ატარებენ. ისინი მოგიყვებიან, როგორ განმარტოთ ინგლისურად საკუთარი ბიზნეს-იდეები და პროდუქტები, აირჩიოთ სტარტაპის ტიპი და ისაუბროთ რისკებზე. გაიგებთ, როგორ აღწეროთ სტრატეგიები და რომელი გამოთქმები დაგეხმარებათ ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისთვის.
კურსზე გაარჩევთ ლექსიკას, რომელიც საჭიროა ბიზნეს-გეგმის აღსაწერად და საკუთარსაც დაწერთ.
ინგლისური სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის: ზარები, შეხვედრები და შეხვედრა კოლეგებთან
ეს რვასაათიანი კურსი ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტის პედაგოგებს მიჰყავთ. აქ გაარჩევთ საბაზისო ლექსიკას სამსახურში კომუნიკაციისთვის, ისწავლით კოლეგების გაცნობას და საკუთარ თავზე საუბარს, ტიპური სამუშაო დღის აღწერას და შეხვედრებზე საუბარს, ასევე, ტელეფონზე ინგლისურად საუბარს.
გაიუმჯობესეთ ინგლისური კომუნიკაციის უნარი: პორტფოლიო, კომუნიკაცია სამსახურში და სოცქსელები სამუშაოს მოსაძებნად დამწყებებისთვის
კურსი გამოადგებათ მათ, ვისაც ინგლისურის სწავლა ახალი დაწყებული აქვს. აქ სამუშაო კომუნიკაციას ისწავლით: წერილების წერა, შეხვედრებსა და ინტერვიუებზე საუბარი, პრეზენტაციების წაყვანა და ონლაინ კონტაქტების შეძენა.
ამ სპეციალიზაციაზე ლექციებს ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პედაგოგები ატარებენ. ისინი გასწავლიან ლოგიკური და თანმიმდევრული წერილების წერას და სხვადასხვა ტიპის წერილებისთვის სხვადასხვა ფორმულირების შერჩევას, ცოცხალი კომუნიკაციის დროს გამონათქვამების შერჩევასა და კორექტურად საუბარს, იმის შემჩნევას, თქვენს მეტყველებაზე როგორ მოქმედებს კულტურული მახასიათებლები, საკუთარი სამუშაოს აღწერას როგორც ერთ წინადადებაში, ისე ზოგადად.
სპეციალიზაციის ერთ ბლოკში აქცენტს აკეთებენ იმაზე, როგორ წარადგინოთ საკუთარი თავი სოცქსელში და როგორ დატვიტოთ ისე, რომ სამუშაო მიიღოთ.
Space International-ის სტრატეგია უწყვეტი სწავლის კულტურის გასაძლიერებლად
Space International თანამშრომლების განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს — ასეა კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან. თუმცა, თუ Space-ის მუშაობის პირველ ეტაპზე თანამშრომლების განათლებაში ხელშეწყობა მენეჯერების ინიციატივით და ლოკალურად ხდებოდა, 5 წლის თავზე კომპანიის კულტურის ნაწილად იქცა.
2018 წლიდან დღემდე კომპანია გაფართოვდა, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, გაიზარდა როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა გამოწვევების რიცხვი, რომელთა გადალახვაც სფეისელებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ. თანამშრომლების განვითარებისა და განათლებისთვის სტრუქტურირებული სახის მიცემა ამანაც განაპირობა.