ტექგოგო — მარნეულში, კოლეჯ მოდუსში პირველი ციფრული სოციალური საწარმო გაიხსნა
მარნეულში, კოლეჯ მოდუსში, უნარების კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პირველი ციფრული სოციალური საწარმო «ტექგოგო» გაიხსნა.
ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი «ტექგოგო» სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
«ტექგოგო» აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სააგენტოს, რომლის მისიაა დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.
«საწარმოში უკვე 12 ქალი/გოგო სწავლობს. მათ 6 თვის განმავლო ბაში მენტორები გადაამზადებენ გრაფიკული დიზიანის/UX, სოციალური მედია მენეჯმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
პროექტის მონაწილეები მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონები არიან, რომლებმაც უარი თქვეს ადრეულ ქორწინებაზე, ისწავლეს ქართული ენა და განათლების მიღებას აგრძელებენ.