ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე

წლების განმავლობაში, IT სფეროში სრული პატრიარქატი სუფევდა. იშვიათად შეხვდებოდით ქალს, რომელიც წამყვან კომპანიაში, მოწინავე პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში გენდერული მრავალფეროვნება გაცილებით შესამჩნევია. ქალების ბრძოლისუნარიანობამ და შრომისმოყვარეობამ მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეცვალა, რომელიც, ძირითადად, იმ ადამიანებისგან მოდიოდა, რომლებიც IT სფეროს დღის წესრიგს ქმნიდნენ.

კომენტარის დატოვება
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე

წლების განმავლობაში, IT სფეროში სრული პატრიარქატი სუფევდა. იშვიათად შეხვდებოდით ქალს, რომელიც წამყვან კომპანიაში, მოწინავე პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში გენდერული მრავალფეროვნება გაცილებით შესამჩნევია. ქალების ბრძოლისუნარიანობამ და შრომისმოყვარეობამ მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეცვალა, რომელიც, ძირითადად, იმ ადამიანებისგან მოდიოდა, რომლებიც IT სფეროს დღის წესრიგს ქმნიდნენ.

IT სფეროში ქალების პოზიტიური და მზარდი განვითარება არც მედიისთვის რჩება შეუმჩნეველი. EU NEIGHBOURS EAST-მა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) დაკავშირებულ უახლეს ამბებსა და ინფორმაციას გვამცნობს, სამი ქართველი ახალგაზრდა ქალის, მერი მენაბდის, ლიკა კოკაისა და სოფიკო სალთხუციშვილის შესახებ სტატიები მოამზადა, სადაც ისინი საკუთარ თავზე, სირთულეებსა და წარმატების გზაზე ყვებიან.

მერი მენაბდე — კომპიუტერული მეცნიერების ინჟინერი

ჩემთვის კომპიუტერული ინჟინერიით დაინტერესება ბავშვობიდან არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდანვე მათემატიკა და ფიზიკა ჩემი საყვარელი საგნები იყო, თავს STEM-ში ვერ ვხედავდი. ახლა რომ ვფიქრობ, მთავარი მიზეზი გენდერული სტერეოტიპი იყო, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩემნაირ გოგოებზე დიდი გავლენა იქონია. ვფიქრობდი, გავყოლოდი კარიერას, რომელიც უფრო «ქალური» იყო და ნაკლებ დროს მოითხოვდა.

საშუალო სკოლაში ახალგაზრდა გოგოებისთვის STEM ბანაკს დავესწარი, რაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. პროგრამული პროდუქტების შექმნაში არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, არამედ თანამოაზრე ქალი ინჟინრების საზოგადოებაც აღმოვაჩინე. მათი ისტორიებით შთაგონებული ვიყავი და მათმა პროგრესმა მიბიძგა, კომპიუტერული ინჟინერი გავმხდარიყავი. 

ისინი ჩემთვის მისაბაძი მაგალითები გახდნენ. დავფიქრდი, როგორ მექცია ჩემი ცოდნა და ინტერესი საზოგადოებისთვის სასარგებლო და მივხვდი, თუ როგორ შეუძლიათ STEM-ის პროფესიონალებს ინოვაციებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მეშვეობით საზოგადოების გარდაქმნა.

ასე რომ, პროგრამირებისადმი ინტერესი და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის სურვილი გავაერთიანე და გადავწყვიტე უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის განხრით ჩამებარებინა. და დღეს აქ ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, კომპიუტერული ინჟინერიის სწავლა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე ამხელა გავლენას თუ მოახდენდა. ვგრძნობ, რომ თავდაჯერებულობა გამოვიმუშავე და აღმოვაჩინე, თუ რა მაძლევს მოტივაციას.

უნივერსიტეტის მეორე კურსის შემდეგ უნიკალური შესაძლებლობა მომეცა, ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და რეალურ პროექტზე უზარმაზარ კომპანიაში მემუშავა. თითქმის შვიდი თვის განმავლობაში, Morgan Stanley-ში IT სტაჟიორი ვიყავი. სტაჟირების დროს, პროგრამული უზრუნველყოფის უფროს დეველოპერებთან ერთად აპლიკაციებში ახალი ფუნქციების დამატებაზე ვმუშაობდი. მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მუშაობს IT გუნდი პროგრამულ პროდუქტზე, ჩემი პროფესიული ქსელი გავაფართოვე და ახლა ამ გამოცდილების გამოყენებას მოუთმენლად ველი. 

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელად შვიდთვიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, ახლა უკეთ ვიცი, სად მინდა წინსვლა და ახალ სამსახურს ვეძებ. ვინაიდან კომპიუტერულ პროგრამისტებზე დიდი მოთხოვნაა, დიდი შანსია, რომ ჩემთვის შესაფერისი ახალი პოზიცია მალე ვიპოვო.

კომპიუტერული მეცნიერების ხარისხი გეხმარებათ, მსოფლიოში ტექნოლოგიური ცვლილებების ნაწილი იყოთ და თქვენი ცოდნა უხილავ სიტუაციებში გამოიყენოთ. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ სფეროს მუდმივი განვითარება ნიშნავს, რომ თქვენც ყოველთვის სწავლობთ და ვითარდებით. ეს არის დინამიური სფერო, სადაც თავისი ადგილის პოვნა ყველას შეუძლია.

თუმცა, არის დღეები, როცა სწავლისთვის საკმარისი ენერგია არ მაქვს, ან კარიერაში რაღაცები არ მიდის ისე, როგორც დავგეგმე, მაგრამ ყველა ამ წარუმატებლობასა თუ უარს მოტივაციად ვაქცევ. გაკვეთილები, დისკომფორტი და იმედგაცრუება — ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სქესს, შეგიძლიათ, დიდ წარმატებას გამძლეობისა და დისციპლინის მეშვეობით მიაღწიოთ.

ლიკა კოკაია — საქართველოდან NASA-ს კოსმოსურ ცენტრამდე

დღესდღეობით, გოგოები იზრდებიან მენტალიტეტით, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, ვიყოთ ყველაფერი. თუმცა მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში გენდერული თანასწორობის შესაქმნელად საკმარისი ქალი ჯერ კიდევ არ არის.

ყოველთვის მქონდა კითხვა, არის თუ არა რაიმე სოციალური და კულტურული ბარიერი, რომელიც გოგოების STEM საგნებში შესვლას ხელს უშლის? რთულია იმ ოთახში ზეწოლის ატანა, რომელიც კაცებით არის სავსე. ხშირად ქალებს ეუბნებიან, რომ კონკრეტული საქმე მათთვის არ არის და უნდა დანებდნენ. მჯერა, რომ STEM-ში მეტი ქალის ყოფნა ამ სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. 

სანამ STEM-ში ჩემი მოგზაურობის ამბებს მოვყვები, თუ როგორ მოინახულა13 წლის გოგომ საქართველოდან, ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსური ცენტრი, ერთი რამ გახსოვდეთ: არავის აქვს უფლება, თქვენს ოცნებებს ხელი შეუშალოს.

2017 წელს, როცა მეშვიდე კლასში ვიყავი, ჩემს სკოლას STEM კლუბი ჰქონდა, სადაც გაკვეთილები კვირაში ორჯერ გვიტარდებოდა. მე და ჩემი მეგობრები მცირე პროექტებზე ვმუშაობდით და პროგრამირება ვისწავლეთ. ეს ყველაფერი ჩემთვის სიახლე იყო და, რა თქმა უნდა, პატარა ლიკა თავიდანვე დაინტერესდა. ისეთი მოწყობილობები ავაწყვეთ, როგორიცაა ტემპერატურის საზომები, LED განათებები და 3D პრინტერები. თავიდან ყველაფერი თამაშს ჰგავდა, თუმცა მალევე ყველაფერს სერიოზულად მივუდექი. მოტივაციისთვის გამოფენა მოვაწყვეთ და რამდენიმე რეგიონალური შეჯიბრი მოვიგეთ. პრიზები გვახარებდა, ამიტომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა გვსურდა.

ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აქედან იწყება. 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციების შეჯიბრი გამოცხადდა, რისთვისაც სკოლამ 5-წევრიანი გუნდი შექმნა, რომელიც ინოვაციურ პროექტს შეიმუშავებდა, მას ამ კონკურსზე წარადგენდა, გამარჯვებული გუნდი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA- ს კოსმოსურ ცენტრში წავიდოდა. 

ხუთეულში ძალიან მსურდა. თუმცა, ჩემი თანაკლასელები იმდენად მაღალ დონეზე იყვნენ, რომ ვფიქრობდი, ყველაფერი ოცნებად დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, მეგობრებს მხარს ვუჭერდი და მათი წარმატება მიხაროდა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ხუთი მოსწავლიდან ერთ-ერთი მე ვიყავი. გოგოებო ყოველთვის გახსოვდეთ — ოცნების ასრულებისთვის ბოლომდე იბრძოლეთ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა გუნდში 4 გოგო და 1 ბიჭი აღმოვშნდით. ჟიურის წევრები და სხვა მონაწილეები უბრალოდ გავკირვებულნი იყვნენ.

გუნდის დაკომპლექტების შემდეგ, ინოვაციურ პროექტზე ფიქრის დროც დადგა. წინა ზაფხულს სერიოზული წყალდიდობა იყო, რამაც ჩვენი სკოლის წინ მდებარე ხიდი დააზიანა. ამიტომ გადავწყვიტეთ მეწყერული ზონების სისტემაზე გვემუშავა. კერძოდ, მოწყობილობა შევქმებით, რომელიც მოსახლეობას მეწყერის მოახლოების საფრთხის შესახებ ამცნობდა. ჩვენი პროექტი ინოვაციური იყო, რადგან ისეთ ტექნოლოგიას ვიყენებდით, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებოდით.

პროექტში რამდენიმე წლიანი გამოცდილების მქონე გუნდები მონაწილეობდნენ და ჩვენ მათთან შედარებით ახალბედები ვიყავით. მათგან ისეთი შეფასებები მივიღეთ, რომლებმაც იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა არ დავდებდით. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელსაც თვითრწმენა გააჩნდა. 

ველოდით, რომ ჩვენი პროექტი მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა და სამეულში აღმოვჩნდებოდით. თუმცა, როდესაც ჯილდოების გამოცხადება დაიწყო, ჩვენ იმედი დავკარგეთ, რადგან არც მესამე ვიყავით და არც მეორე. უეცრად, ჩვენი გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა, ეს საოცრება იყო. ვერ ვიჯერებდით, რომ ოცნება რეალობად იქცა. დღესაც, როცა ამ ამბავს ვყვები, იმავეს განვიცდი, რასაც მაშინ და მინდა, რომ იმ მომენტში დავბრუნდე.

NASA-ს კოსმოსურ ცენტრში წავედით, სადაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. უპიველეს ყოვლისა, ენის ბარიერი — ინგლისური მაღალ დონეზე არც ერთმა არ ვიცოდით, ამიტომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვიჭირდა. საერთო ჯამში, NASA-ში ვიზიტი საოცარი იყო. კოსმონავტ ჯონ დევიდ ფ. ბარტოს შევხვდით. ეს ისტორიული გამოცდილება იყო და არასდროს დამავიწყდება.

დღეს საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობ. დიახ, ეს ნამდვილად შორს არის იმისგან, რასაც ბავშვობაში ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, მე არჩევანის გაკეთება მომიწია, რაც ადვილი არ იყო. სკოლასთან უერთიერთობა არ გამიწყვეტია და ახალ მოსწავლეებს ჩემს გამოცდილებას ყოველთვის ვუზიარებ, მათ რჩევებს ვაძლევ. მათთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა. რაც მთავარია, ყოველთვის ვეხმარები პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებსრაიმე საინტერესოს შექმნის საშუალებას აძლევენ, საკუთარ თავში ძალისა და გამბედაობის პოვნაში ეხმარებიან. 

შევაჯამოთ, რაც შემიძლია ვთქვა, STEM არ არის ბიჭის ან გოგოს თამაში, ეს ყველას თამაშია. საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შეგეპაროთ. რა თქმა უნდა, პროგრამირებისა და მათემატიკის არ შეგეშინდეთ. მაგრამ, როგორც ამერიკელმა ასტრონომმა, მარია მიტჩელმა გვითხრა, ეს არა მხოლოდ მათემატიკა და ლოგიკაა, არამედ გარკვეულწილად სილამაზე და პოეზიაც. 

სოფიკო სალთხუციშვილი — როგორ გავხდი საერთაშორისო SEO კომპანიის თანამშრომელი 21 წლის ასაკში

ალბათ გსმენიათ, რომ საუკეთესო რამ მოულოდნელად ხდება. ამ ფრაზას ოდნავ შევცვლიდი და ვიტყოდი, რომ საუკეთესო შესაძლებლობები ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება, მათ უკან კი ჩვენი შრომა დგას. ერთი წლის წინაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ახლა საერთაშორისო ონლაინ კომპანიაში ვიმუშავებდი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც Forbes-ის 30 Under სიაშია შეყვანილი. ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა — შესაძლებლობები მოულოდნელად ჩნდება, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ამით ვისარგებლოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებია, ტექნოლოგიებით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. ჩემი ოცნება იყო, რომ შემესწავლა სფერო, რომელიც რაიმე ახალის შექმნის საშუალებას მომცემდა. ვინაიდან, ძალიან მიყვარს წერა, წლების წინ ბლოგებისა და სტატიების წერა დავიწყე.  ვცდილობდი, ამ სფეროში კარიერის დასაწყებად კარგი რეპუტაცია შემექმნა. მალე აღმოვაჩინე, დღეს ვებსაიტებზე გამოსაქვეყნებელი სტატიები SEO ნაბიჯებს გადის, რათა წარმატებული იყოს და ბევრი მკითხველი მიიზიდოს. ასე გამიჩნდა ინტერესი SEO-ს (Search Engine Optimization) მიმართ და ახალი მიზანიც დავისახე.  SEO-ს შესახებ ათობით და ასობით YouTube ვიდეოს ვუყურე, სტატიები წავიკითხე, პოდკასტებს მოვუსმინე და ა.შ. ამავდროულად, პროექტებს UpWork-ზე გამუდმებით ვეძებდი, რომლებიც ჩემს კომპეტენციას შეესაბამებოდა. გამიმართლა და კანადურ ვებსაიტზე ლინკების შემქმნელი გავხდი. ამ ვებსაიტზე ექვსთვიანმა მუშაობამ დიდი გამოცდილება და კავშირები შემძინა, რამაც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანა, სადაც ახლა ვარ. 

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არც ძალიან ახალი და არც ძალიან ძველი სფეროა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება. SEO ვებსაიტების ოპტიმიზაციას ეხება და უზრუნველყოფს, რომ თავად ვებსაიტები ან მისი ცალკეული ვებ გვერდები Google-ის ან სხვა საძიებო სისტემების პირველ გვერდებზე გამოჩნდეს. SEO ტექნოლოგიაა, რომელიც საძიებო სისტემების შექმნისთანავე გამოჩნდა. ეს მუდმივად განვითარებადი სფეროა, რომელიც ციფრულ კომუნიკაციასა და სხვადასხვა უნარების დაუფლებას მოითხოვს. 

იმ ქალებს, რომლებსაც SEO და სხვა მსგავსი პროფესიის დაუფლება სურთ, ვურჩევდი, შესაფერის მომენტს არ ელოდონ. დღეს ყველას იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ოდესმე. უბრალოდ თქვენი ლეპტოპი აიღეთ და თქვენთვის საინტერესო სფეროს შესახებ ინფორმაცია მოძებნეთ. Linkedin-ის ანგარიში შექმენით, სხვადასხვა საიტებზე დარეგისტრირდით, ადამიანებს დაუკავშირდით, რომლებიც თქვენი ინტერესის სფეროში განვითარებაში დაგეხმარებიან, YouTube ვიდეოებს უყურეთ, ბევრი იკითხეთ და პირველი ნაბიჯის გადადგმის არასდროს შეგეშინდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ მისწავლია ამ სფეროს დაუფლება და მასში დასაქმება სრულიად დამოუკიდებლად მოვახერხე. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, ის ყოველთვის მიღწევადია.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ქალები რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
თემის მიხედვით
ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები
თემის მიხედვით
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები


ასევე წაიკითხეთ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ. 
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.