ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია.

ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.

კომენტარის დატოვება

ეროვნული ბანკი წერს, რომ თაღლითობა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, AnyDesk-ის) გამოყენებით ხორციელდება. 

უწყების განცხადებით, გამოვლინდა შემთხვევებიც, როცა თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას.

პირველ რიგში, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.

  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული ბანკს ცხელ ხაზზე — (+995) 032 2 406 406.
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს

თემის მიხედვით

როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება - სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
თემის მიხედვით
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები

«ქართული ოცნება» პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე დაიწყო საპარლამენტო განხილვები, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  ჩვენ მოკლედ გეტყვით, როგორ დაიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როცა ადგილზე ათასობით ადამიანია, ამასთან, შესაბამისი სამსახურები ყველა მხრიდან გითვალთვალებენ. 
Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტი: ციფრული ლარის საპილოტე პროექტი 2024 წელს გაეშვება

შსს-ის სტატისტიკა: 2023-ში კიბერდანაშაულის 999 საქმე დარეგისტრირდა, მათგან 808 — ფიშინგია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მათ შორის არის კიბერდანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსის 284-286/2 მუხლების ფარგლებში უწყებამ 999 შემთხვევა დაარეგისტრირა. მათი უდიდესი ნაწილი — 808 საქმე ფიშინგს უკავშირდება. 
2023 წელს საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ Mastercard ლიდერობს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.