ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბლუთუზ მესენჯერი - კავშირი ინტერნეტის გარეშე

მას შემდეგ, რაც ტელეფონებმა ჩვენს ჯიბეებში გადმოინაცვლეს, მსოფლიოს გარშემო მილიონობით მომხმარებელმა ისინი კომუნიკაციისთვის ყველაზე სწრაფ და მოსახერხებელ გზად მიიჩნია. სწორედ ამიტომ, მობილური ჩატები მსოფლიოს ყველა წერტილში პოპულარული გახდა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ტელეფონებს ბლუთუზ ფუნქცია დაემატა. მომხმარებლებმა მიაკვლიეს კომუნიკაციის ახალ გზას ბლუთუზ მესენჯერების საშუალებებით. 

კომენტარის დატოვება
ბლუთუზ მესენჯერი - კავშირი ინტერნეტის გარეშე

მას შემდეგ, რაც ტელეფონებმა ჩვენს ჯიბეებში გადმოინაცვლეს, მსოფლიოს გარშემო მილიონობით მომხმარებელმა ისინი კომუნიკაციისთვის ყველაზე სწრაფ და მოსახერხებელ გზად მიიჩნია. სწორედ ამიტომ, მობილური ჩატები მსოფლიოს ყველა წერტილში პოპულარული გახდა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ტელეფონებს ბლუთუზ ფუნქცია დაემატა. მომხმარებლებმა მიაკვლიეს კომუნიკაციის ახალ გზას ბლუთუზ მესენჯერების საშუალებებით. 

ბლუთუზის ჩატი არის პირდაპირი მიმოწერა ორ ან მეტ მომხმარებელს შორის, როდესაც ყველა მათგან ჩართული აქვს ბლუთუზის მოწყობილობა. ის არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ხალხით გადატვირთულ ადგილებში, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე, სიგნალი წყდება მოწყობილობების სიმრავლის გამო, ან მას ახშობენ. ამ დროს ბლუთუზ მესენჯერები ხდება ალტერნატიული გზა, რათა შევინარჩუნოთ კომუნიკაცია გარშემომყოფებთან და ხშირ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი ბერკეტი დავიმატოთ.

თუ ხართ ჟურნალისტი, ან აქტივისტი, რომელსაც სჭირდება ინფორმაციის დაშიფრულად, ზედმეტი ინფორმაციის გაცემის გარეშე გაზიარება, ბლუთუზ მესენჯერები ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია თქვენი უსაფრთხოებისთვის.

მსოფლიოში ცნობილი მესენჯერები, როგორებიცაა Whatsapp, Facebook messenger, signal  და ა.შ. საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, რომელიც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ Wi-Fi ხელმისაწვდომია, სხვადასხვა ადგილას კავშირის სიძლიერე სხვადასხვანაირია.

Wi-Fi მოწყობილობები ხელს უშლიან მიმდებარე მოწყობილობების სიგნალზე წვდომას, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევებთან, როდესაც სიგნალზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Wi-Fi ტექნოლოგია მოითხოვს შედარებით მეტ ენერგიას, ასევე სხვა მოწყობილობებს, როგორიცაა Wi-Fi როუტერი, მოდემი და ჰოთსპოტი.

Bluetooth-ის შემთხვევაში, ის მოიხმარს ნაკლებ ენერგიას, რაც ახანგრძლივებს მოწყობილობის ელემენტის სიცოცხლეს. ამასთან, ის ფართოდ არის მხარდაჭერილი სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და ლეპტოპებზე, რაც აადვილებს მის გამოყენებას სხვადასხვა მოწყობილობაზე. 

როგორ მუშაობს ბლუთუზ მესენჯერი

აპლიკაცია, პირველ რიგში, ამოწმებს, არის თუ არა ტელეფონში ჩართული ბლუთუზი და სთხოვს მომხმარებელს მასზე წვდომას. ბლუთუზის გააქტიურების შემდეგ, აპლიკაცია მომხმარებელს სთხოვს შეიყვანოს მისი სახელი. მონაცემი ინახება და იგზავნება ყველა ტელეფონზე, რომელთანაც მომხმარებელს ურთიერთობა სურს. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს მომხმარებლის უკეთეს იდენტიფიკაციას, ვინაიდან ახლომდებარე ბლუთუზ მოწყობილობების სკანირებისას ხშირად ძალიან რთულია მომხმარებლის იდენტიფიცირება, სახელის დარქმევა კი ამ პროცესს ამარტივებს.

როდესაც ორი ტელეფონი ერთმანეთს უკავშირდება, ერთი მათგანი სერვერი ხდება, მეორე კი კლიენტი. სერვერს აქვს მოსმენის რეჟიმი მანამ, სანამ არ მიიღებს დაკავშირების მოთხოვნას კლიენტისგან. როდესაც ტელეფონი ირჩევს, იყოს კლიენტი, ის იღებს ახლომდებარე ბლუთუზ მოწყობილობების ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც შეუძლია. კლიენტი ირჩევს წევრს ჩამონათვალიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა მოსმენის რეჟიმშია, ის მიიღებს კავშირს და გაუგზავნის კლიენტს ცნობას კავშირის შესახებ, მოითხოვს მის ვინაობას. ამის შემდეგ კლიენტის ტელეფონი მიიღებს წვდომას ადგილზე, სადაც მისი სახელი ინახება და გაგზავნის მას სერვერზე. თავის მხრივ სერვერი იღებს სახელს და უგზავნის კლიენტს საკუთარ ვინაობას. ამ ნაწილს კომუნიკაციის შესავალი ეწოდება, სადაც ორი მომხმარებელი ეცნობა ერთმანეთს და შემდეგ ყველა იგზავნება ჩატში.

როდესაც აპლიკაცია უერთდება სერვერს, ის გადასცემს ფაილს, რომელიც ჩაწერს შეტყობინებებს. ტელეფონი აგზავნის შეტყობინებას და ხდება სინქრონიზაცია სერვერზე, რასაც მოჰყვება ფაილში შენახული შინაარსი.

ბლუთუზ მესენჯერის დადებითი და უარყოფით მხარეები

არის თუ არა ბლუთუზ მესენჯერი მარტივ და ეფექტურ SMS შეტყობინებაზე, სხვადასხვა ონლაინ მესენჯერებზე უკეთესი? პასუხი არის როგორც დიახ, ასევე — არა.

ბლუთუზის გამოყენებით შეტყობინების გაგზავნა სრულიად უფასოა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გჭირდებათ, თქვენი ბლუთუზის აქტივაციაა.  ბლუთუზის ჩატი იყენებს მხოლოდ ორმხრივად დაშიფრულ მესიჯებს.

მეორე მხრივ, ბლუთუზს აქვს ლიმიტირებული — 100 მეტრიანი სივრცე და შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს პერიმეტრში იმყოფებიან.

ასევე, ბლუთუზ მესენჯერებით შესაძლოა თქვენთან კომუნიკაცია სრულიად უცხო ადამიანებმა დაამყარონ — ბლუჯექინგი ტერმინია, რომელიც გამოიყენება იმ  მომხმარებლებისთვის, რომლებიც გზავნიან შეუსაბამო მესიჯებს სრულიად უცხო ადამიანებთან ბლუთუზის გამოყენებით.

ლუთუზ მესენჯერთან დაკავშირებული საფრთხეები

არსებობს რამდენიმე პოტენციური საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ბლუთუზ შეტყობინებებთან:

  1. მოსმენა: ბლუთუზ შეტყობინებები შეიძლება ხელთ იგდოს მოწყობილობის სიახლოვეს მყოფმა უცხო პირმა, რაც პოტენციურად საშუალებას მისცემს მას, მოიპოვოს სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა.
  2. შეტევები: თავდამსხმელს შეუძლია პოტენციურად ჩაჭრას და შეცვალოს ბლუთუზ შეტყობინებები, რაც გამოიწვევს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემას.
  3. მავნე პროგრამა: ბლუთუზ შეტყობინებების აპლიკაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას მავნე პროგრამების სხვა მოწყობილობებზე გასავრცელებლად.

რომელი ბლუთუზ მესენჯერი გამოვიყენოთ?

Briar Messenger

Briar Messenger ღია წყაროა, რომლის პოვნაც Google Play Store-ზე ან Open Source f droid store-ზე შეგიძლიათ.

Briar ეყრდნობა თანასწორ (P2P) დაშიფრულ მიმოწერას, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს ცენტრალური სერვერი. ამასთან, მსგავსი მიმოწერა განაპირობებს, რომ არ არსებობს სერვერი, სადაც თქვენი მესიჯები ინახება. შესაბამისად, მესიჯები შენახულია მხოლოდ თქვენს ან შეტყობინების მიმღების მოწყობილობაზე.

Briar ფუნქციონირებისთვის არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, შესაბამისად კრიზისის დროს კონტაქტისთვის მხოლოდ ბლუთუზის ჩართვაც საკმარისია.

Briar ინფორმაციას თორით ატარებს და აქვს ორმხრივი დაშიფვრის ძირითადი ფუნქცია. ის არ ითხოვს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და მის გამოსაყენებლად, უბრალოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენება დაგჭირდებათ. მომხმარებლის სახელი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი დაგავიწყდებათ, თქვენს მიმოწერაზე წვდომას მესამე მხარე ვერ მოიპოვებს, რადგან ის ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე.

მთლიანობაში, თქვენს ინფორმაციას გავრცელების ან შეტევის საფრთხე ნაკლებად ემუქრება და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა ენდობოდეთ, თქვენი მესიჯის ადრესანტია.

Briar მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ მიმოწერა არამარტო ერთ ადამიანთან, არამედ, შექმნან საერთო ჩატები და ფორუმები.

მომხმარებლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია თავიანთი პროფილის ბმულის გაზიარების შემდეგ შეუძლიათ.

Briar-ზე მომხმარებლებს მხოლოდ ტექსტის და ემოჯის გამოყენება შეუძლიათ. მესენჯერში შეზღუდულია ფოტოს, ვიდეოს და ზარის ფუნქციები.

Bridgefy

Bridgefy არის უფასო შეტყობინებების აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს. მისი გამოყენება ხელსაყრელია ბუნებრივი კატასტროფების, დიდი ღონისძიებების, აქციების, საზოგადოებრივი თავშეყრის დროს.

Bridgefy-ს გამოყენებისთვის საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, რომელიც ხელმისაწვდომია Google Play Store-ზე და App Store-ზე. ინსტალაციის შემდეგ საჭიროა ბლუთუზის ჩართვა. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ეკონტაქტოთ ადამიანებს თქვენს გარშემო 100 მეტრის მანძილზე.

Bridgefy იყენებს თავის პროგრამულ უზრუნველყოფას Bridgefy SDK, რათა დააკავშიროს სმარტფონები. Andrioid და Iphone Bridgefy მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საერთო ქსელი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Bridgefy-ის გამოსაყენებლად აპლიკაციის პირველად გახსნისას ინტერნეტთან წვდომა გჭირდებათ. ინტერნეტთან წვდომის აუცილებლობას პროგრამული უზრუნველყოფის გააქტიურების საჭიროება განაპირობებს.

თუ შეტყობინების გაგზავნა გჭირდებათ სმარტფონზე, რომელიც თქვენგან 100 მეტრზე მეტითაა დაშორებული, თქვენი შეტყობინება Bridgefy-ის სხვა მომხმარებლების ტელეფონების გავლით მიაღწევს დანიშნულების ადგილს.

აპლიკაცია იყენებს სიგნალის პროტოკოლს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გააზიაროს შეტყობინებები. გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაციის Broadcast განყოფილებაში გაგზავნილი შეტყობინებები Bridgefy-ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ Bridgefy Android-ის მომხმარებლებს ლოკაციაზე წვდომას სთხოვს, რაც, აპლიკაციის პროტოკოლში ახსნილია იმით, რომ Android ოპერაციული სისტემა ამას თავად მოითხოვს.

AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
თემის მიხედვით
AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
იცავენ თუ არა მესენჯერები ჩვენი მონაცემების უსაფრთხოებას
იცავენ თუ არა მესენჯერები ჩვენი მონაცემების უსაფრთხოებას
თემის მიხედვით
იცავენ თუ არა მესენჯერები ჩვენი მონაცემების უსაფრთხოებას


ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
WhatsApp-დან შეტყობინებების გაგზავნა Telegram-სა და სხვა მესენჯერებში იქნება შესაძლებელი
WhatsApp-დან შეტყობინებების გაგზავნა Telegram-სა და სხვა მესენჯერებში იქნება შესაძლებელი
WhatsApp-დან შეტყობინებების გაგზავნა Telegram-სა და სხვა მესენჯერებში იქნება შესაძლებელი
დააკავეს კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოების გაგზავნას აიძულებდა
დააკავეს კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოების გაგზავნას აიძულებდა
დააკავეს კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოების გაგზავნას აიძულებდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.