ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ

კომენტარის დატოვება
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ

Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ. 

პითონი არის მაღალი დონის, ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც, მათ შორის, მონაცემთა ანალიზისთვის გამოიყენება. 

კომპანია ForSet-მა, MaxinAI-სთან თანამშრომლობით და USAID/Georgia-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შექმნა სასწავლო პროგრამა მონაცემთა მეცნიერებაში. 

კურსი, რომელიც Youtube-ზეა ატვირთული, 31 გაკვეთილს მოიცავს. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთიდან ორ საათამდეა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მთლიანი კურსი დამოუკიდებლად და სრულიად უფასოდ გაიაროს.

ForSet-ის ხელმძღვანელი, ნინო მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ კომპანიას წლების განმავლობაში, მუდმივად სთხოვდნენ, მონაცემთა ვიზუალიზაციასთან ერთად, მონაცემთა მეცნიერების სასწავლო პროგრამა გაეკეთებინათ და 2022 წელს ასეც მოიქცნენ. 

ნინო მაჭარაშვილი
«კურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მონაწილეობა 100-მდე ადამიანმა მიიღო, მათგან 7 საუკეთესო ახლა სტაჟირებასაც გადის MaxinAI-ში. კურსის დასრულების შემდეგ ჩანაწერები დავამუშავეთ და ფორსეტის იუთუბ არხზე გამოვაქვეყნეთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონვე შევარჩიეთ რამდენიმე ათეული მონაწილე, რომელიც კურსს ჩანაწერებით გადის და დამატებით რეგულარულ მხარდაჭერას იღებს ჩვენი ლექტორებისგან». 

გარდა ამისა, როგორც ნინო გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში Phython-ის შესასწავლად ათეულობით რესურსია, კურსის ქართულ ენაზე მომზადება ქართული აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 

ნინო მაჭარაშვილი
«როგორც ჩანს, ენის ფაქტორი მაინც არის გარკვეული ბარიერი და ქართულენოვანმა სრულყოფილმა მასალებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.  მონაცემთა მეცნიერების სასწავლო მასალის ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა ამ ეტაპზე ექსპერიმენტულია, ვიღებთ შენიშვნებს და კომენტარებს, რაც კურსის დახვეწაში დაგვეხმარება და, ამავდროულად, სამომავლოდ ვაპირებთ კურსის გამრავლფეროვნებას და მონაცემთა მეცნიერებისა თუ პროგრამირების მიმართულებით ახალი სასწავლო მასალების დამატებას». 


ასევე წაიკითხეთ
რატომ და როგორ აგრძელებს ზრდას პროგრამირების დინამიური ენა Python
რატომ და როგორ აგრძელებს ზრდას პროგრამირების დინამიური ენა Python
რატომ და როგორ აგრძელებს ზრდას პროგრამირების დინამიური ენა Python
იცით, პროგრამირების რომელი ენა არსებობს უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და ყოველწლიურად კიდევ უფრო პოპულარული ხდება? თუ Phyton გაიფიქრეთ, მაშინ მართალი ბრძანდებით. 2022 წლის მონაცემების მიხედვით, GitHub-ზე მეორე ყველაზე გამოყენებულ ენად პითონი ითვლება — 2022 წელს მას ოთხ მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებდა.
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
Digitaldefynd -ის გუნდმა შეარჩია მონაცემთა მეცნიერების ყველაზე პოპულარული კურსები. ამ სიაში მოხვდა ფასიანი და უფასო პროგრამები, სახელმძღვანელოებითა და კურსის დასრულების შემდეგ დიპლომის მიღების საშუალებით. პროგრამები გამოადგებათ როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ მომხმარებლებს. 
Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
From Zero To Hero - საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა
From Zero To Hero - საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა
From Zero To Hero - საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა
პროგრამირება ფართო სფეროა და ბევრი მიმართულება აქვს. როცა მისით ინტერესდები, მაგრამ სფეროსთან შეხება არასდროს გქონია, შეიძლება ზღვა ინფორმაციის ნაკადში დაიკარგო და საწყისი წერტილის პოვნა გაგიჭირდეს. ჩვენ მოვამზადეთ პატარა გზამკვლევი — საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა და როგორ მივცეთ მას ლოგიკური განვითარება. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.