ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ ვისწავლოთ პროგრამირება დამოუკიდებლად - 10 გზა

პროგრამირება ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარია კარიერული ზრდისთვის, თვითგანვითარებისთვისა და რაღაც საოცრის შექმნისთვის. ჩვენ შევაგროვეთ 10 რჩევა მათთვის, ვინც ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს თავის მოგზაურობას პროგრამირების სამყაროში. 

კომენტარის დატოვება
როგორ ვისწავლოთ პროგრამირება დამოუკიდებლად - 10 გზა

პროგრამირება ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარია კარიერული ზრდისთვის, თვითგანვითარებისთვისა და რაღაც საოცრის შექმნისთვის. ჩვენ შევაგროვეთ 10 რჩევა მათთვის, ვინც ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს თავის მოგზაურობას პროგრამირების სამყაროში. 

გაარკვიეთ, რატომ გსურთ პროგრამირება

სწავლაში მიმართულება დამოკიდებულია იმაზე, რატომ გსურთ მაინც და მაინც პროგრამირების სწავლა და რამდენი დროის დათმობა შეგიძლიათ ამ პროცესისთვის. თუ გსურთ, გახდეთ პროგრამისტი, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — პროფესიულ კურსებზე ჩაეწერეთ (Google-მა შეადგინა უნარებისა და კურსების სია მათთვის, ვისაც სურს, გახდეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი). თუ გსურთ, შექმნათ თამაშები და ვებსაიტები თავისუფალ დროს, საუკეთესო არჩევანია ინტერაქტიული კურსები. Bloc-მა შექმნა კურსების შედარების სქემა დატვირთულობის, ღირებულებისა და პროგრამირების სწავლების მიზეზების მიხედვით.   

აირჩიეთ პროგრამირების სწორი ენა

არ არსებობს პროგრამირების საუკეთესო ენა. როგორც კი ერთს ისწავლით, არ გაგიჭირდებათ მეორის და მესამის სწავლა. ასე რომ, ნუ იდარდებთ პირველი ენის არჩევაზე. თუმცა მიიჩნევა, რომ ზოგიერთი ენა დამწყებთათვის უფრო ადვილია, ვიდრე სხვები. 

ენა, რომლითაც უნდა დაიწყოთ, დამოკიდებულია შესწავლის მიზეზებზე. მაგალითად, თუ გსურთ iOS-ის აპლიკაციების შემუშავება, უმჯობესია Swift-ით დაიწყოთ. მაგრამ თუ სერიოზულად და დიდი ხნით გეგმავთ პროგრამირებას, შეგიძლიათ C ენით დაიწყოთ. თუმცაღა, 2022 წელს Python-ით უფრო გაგიადვილდებათ პროგრამირების ნაკადში შესვლა. 

დაიწყეთ მცირედით და იყავით მომთმენნი

ენისა და სწავლების მეთოდის არჩევის მიუხედავად, სათავეებიდან უნდა დაიწყოთ. როდესაც დევიდ სინკსიმ პროგრამირება რვა კვირაში ისწავლა, მან, მაგალითისთვის, ერთი შაბათ-კვირა Python-ის საფუძვლების შესწავლას დაუთმო, ხოლო მეორე — Django-ს. სახელმძღვანელოს აღებით, ის შლიდა დაწერილ კოდს და ნასწავლ მასალას ნულიდან გადიოდა. 

დაიწყეთ საფუძვლებიდან და იყავით მომთმენნი. ამიტომაც სცადეთ, პროგრამირებაში თქვენი პირველი პროექტი ნაწილებად დაყოთ. და თუ სწავლების რომელიმე მეთოდი არ გერგებათ, სცადეთ მეორე. 

სცადეთ საბავშვო აპლიკაციები

ახლა ბავშვებიც კი პროგრამირებას სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროგრამა საბავშვო სწავლებისთვის საკმაოდ მარტივია, ზოგიერთი მათგანი ნებისმიერი ასაკისთვის გამოსადეგია. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Scratch-ს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, საბავშვო ანიმაციურ აპლიკაციებსაც შეუძლიათ პროგრამირება გასწავლონ, edX-ს კი Scratch-ზე სწავლების კურსიც კი აქვს. 

ისარგებლეთ უფასო ონლაინ-ტრენინგებით

უფასო ონლაინტრენინგები და პროექტები, ისეთები, როგორებიცაა Codecademy, Hour of Code და სხვები, პირველი წარმატებული კოდის დაწერაში დაგეხმარებათ. Khan Academy-ის, Codecademy-ის, Code.org-ის და სხვათა გაკვეთილები გაგაცნობთ პროგრამირების საფუძვლებს და ყველაფერს, რაც გჭირდებათ თამაშის, ვებსაიტის ან სხვა პროექტის შესაქმნელად. Bento-ს გამოყენებით იპოვეთ სწორი წყარო პროგრამირების ენიდან გამომდინარე. ეს კარგი საწყისი წერტილია, თუმცა, შემდგომი სწავლა თქვენს თავზე უნდა აიღოთ. 

გაიარეთ ონლაინკურსი

პროგრამირების ონლაინკურსები უფრო ფართო საგანმანათლებლო ბაზას გთავაზობენ საიტებთან შედარებით, რომლებიც ერთი ენის შესახებ ონლაინტრენინგებს მოიცავს. 

ასეთი კურსების მიზანია რამდენიმე თვეში საუნივერსიტეტო დონეზე ძირითადი უნარები შეგასწავლოთ. ჰარვარდის ონლაინ-კურსის — CS50-ის გავლა უფასოდ შეიძლება. 

უფასო წიგნები პროგრამირებაში

თუ რომელიმე პრობლემაზე გაიჭედეთ ან კითხვაზე პასუხი უნდა იპოვოთ, არ უნდა დაგავიწყდეთ სახელმძღვანელოები. GitHub-ზე შესაძლებელია პროგრამირების შესახებ 500-ზე მეტი უფასო წიგნის ნახვა. იქ არის ელექტრონული წიგნებიც, რომლებიც პროგრამირების 24 ენას მოიცავს. 

ისწავლეთ თამაშით

ხანდახან სწავლის საუკეთესო მეთოდი თამაშია. იმ დროს, როდესაც პროგრამირების ბევრი წიგნი გასწავლით ადვილი თუ რთული თამაშების შექმნას, ზოგიერთი სასწავლო საიტი თვითონაა თამაში: Code Combat და CodinGame — პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც დროს ხალისიანადაც გაატარებთ და IT უნარებსაც შეისწავლით. 

იპოვეთ მენტორი და ან გახდით ის

პროგრამირების საზოგადოება სავსეა ადამიანებით, რომლებიც მზად არიან, პროგრამისტების შემდეგ თაობას დაეხმარონ. Hack.pledge საიტია, რომელიც მენტორის პოვნაში დაგეხმარებათ. ან შეგიძლიათ, ვინმე სხვისთვის გახდეთ მენტორი. პედაგოგობა დაგეხმარებათ ინფორმაციის უკეთ სტრუქტურირებაში და შესაძლებელია თქვენში მასწავლებლისა და მენტორის უნარები აღმოაჩინოთ. 

გააანალიზეთ სხვისი კოდი 

სხვისი კოდის გადაწერით, თითოეულ ხაზზე დაკვირვებით, ფართო სურათის უკეთ გააზრებას შეძლებთ. ღია კოდის წყალობით, შესაძლებლობა გაქვთ, ყველაფერი გაიგოთ, რაც გინდათ — გააგრძელეთ სწავლა, ჰაკერული მიდგომების გამოყენებით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარი კოდის გაზიარება, თუ პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას შეძლებთ. 



ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
GitHub Copilot Workspace —  GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, კარიერისა და შემოსავლის გამაძლიერებელი უნარია და 2024 წელს აუცილებლად გამოგადგებათ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.