გივი ცერაძეთიბისი
11 დეკემბერი 2023, 16:25
2023-12-11
როგორ ჩაიარა თიბისის დემო დღეებმა — 2023 წლის შეჯამება
თიბისის, როგორც რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიის, მისია მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივებაა. ამ მიზნით, კომპანია არაერთ ინიციატივას ანხორციელებს — მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ღონისძიება დემო დღეა, რომელიც ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.
წლის ბოლოს თიბისიმ შემაჯამებელი დემო დღე ჩაატარა, სადაც წლის განმავლობაში ჩატარებული დემო დღეები და განხორციელებული პროექტები განიხილეს.
dev.ge-სთან ორგანიზაციაში დემო დღეების დანერგვის მნიშვნელობასა და მიზანზე, 2023 წლის განმავლობაში ჩატარებულ ღონისძიებებსა და ფუნქციონალებზე (დასრულებულ პროდუქტებზე) თიბისის Agile მწვრთნელმა, ლევან სილაგაძემ ისაუბრა.
დემო დღეს ეჯაილ გუნდები იკრიბებიან და კოლეგებს, დაინტერესებულ მხარეებსა თუ ლიდერებს შიდა თუ გარე მოხმარების მუშა ფუნქციონალებზე ინფორმაციას უზიარებენ. ასევე, იღებენ უკუკავშირს, რითაც პროდუქტებსა და პროცესებს აუმჯობესებენ.
ლევანი გვიხსნის, დემო დღეებს, უშუალოდ თიბისიში, რამდენიმე დატვირთვა და მიზანი აქვს — ერთ-ერთი ბანკის მასშტაბით გამჭირვალობის შექმნაა. ამასთან ერთად, მთავარი მიზანი იტერაციული და ინკრემენტალური პროცესის გაძლიერებაა, ეს კი გულისხმობს იმას, რომ გუნდები მოკლე ვადებში ისეთ ფუნქციონალებს ქმნიან და ასაჯაროებენ, რომლებიც სამომხმარებლო გამოცდილებას აუმჯობესებს, შესაძლო ხარვეზებს აღმოფხვრის და პროდუქტის ღირებულებას ზრდის.
თიბისიში დემო დღეების პრაქტიკა აქტიურად 2023 წელს დაინერგა. წლის განმავლობაში 10 დემო დღე (9 ონლაინ და 1 ფიზიკურად) ჩატარდა და 100-ზე მეტი ინკრემენტი გაზიარდა, რაც, ლევანის თქმით, ორგანიზაციისთვის ძალიან საამაყოა.
ლევანის აზრით, მსგავსი პრაქტიკა ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც თიბისია, უმნიშვნელოვანესია — კომპანიას საკუთარი კლიენტებისა და მომხმარებლების ხმა უნდა ესმოდეს, რათა ზუსტად ის შექმნას, რისი საჭიროებაც ბაზარზე კონკრეტულ მომენტში დგას.
ლევანი დემო დღეების ჩატარების კუთხით, 2023 წელს წარმატებულად აფასებს და თანამშრომლებისგან თუ მენეჯმენტისგან მიღებული უკუკავშირით კმაყოფილია, რაც მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.