ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ არ "გადავწვათ" თანამშრომლები — 12 რჩევა GitLab-ის ტოპმენეჯერისგან

GitLab-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი სიდ სიჯბრანდი საუბრობს 12 სტრატეგიაზე, რომელიც ეხმარება მენეჯერებს,  წინასწარ განსაზღვრონ და გაუმკლავდნენ თანამშრომლების «გადაწვას».  

კომენტარის დატოვება

წაახალისეთ დასვენება

სამუშაო სივრცის გარეთ გატარებული ნახევარი დღეც კი შეიძლება თანამშრომელს დაეხმაროს, რომ არ «გადაიწვას». დააკონკრეტეთ კოლეგებთან, გეგმავენ თუ არა უახლოეს დროში შვებულებაში გასვლა ან/და დასვენების დღის აღებას, და თუ ასეთი გეგმები არ აქვთ, დაარწმუნეთ, რომ ასე მოიქცნენ. 

არ მოახდინოთ ზეწოლა

თუ გრძნობთ, რომ გუნდის რომელი წევრი «გადაწვის» ზღვარზეა, შეამცირეთ მასზე ზეწოლა და ნაკლებად ჰკითხეთ იმის შესახებ, როდის შეასრულებს დავალებებს. 

იყავით პოზიტიური 

მენეჯერები დაქვემდებარებულებისთვის სტრესის წყაროა. ამიტომ შეეცადეთ, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ როგორც ადამიანების, ისე მათი სამუშაოს მიმართ. 

დაიქირავეთ მეტი ადამიანი

ბევრ კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა სამსახურის მოცულობის არაპროპორციულია. დაიხმარეთ ვინმე. ამასთან, არ არის აუცილებელი შტატში ვინმეს აყვანა. შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ სხვა გუნდის კოლეგას ან დაიქირაოთ, მაგალითად, კონსულტანტი.

ჩაატარეთ ტრენინგები

თქვენი თანამშრომლებისთვის გაცილებით ადვილი იქნება სამსახურში არსებული სირთულეების შესახებ საუბარი უცხო ადამიანთან, ვიდრე კოლეგებთან.

გუნდის წევრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რესურსები გააცანით

GitLab, მაგალითად ModernHealth-ის მომსახურებას იყენებს. 

გადაუხადეთ მადლობა 

გაუგზავნეთ კოლეგებს საჩუქრები. ამით თქვენს მადლიერებას გამოხატავთ და ეს დაგეხმარებათ უფრო მჭიდრო პირადი ურთიერთობები დაამყაროთ. 

აღნიშნეთ პროგრესი 

«გადაწვა» ხშირად სტაგნაციის გრძნობით არის გამოწვეული. მენეჯერებმა აღნიშვნის მიზეზები უნდა იპოვონ, თუნდაც მცირედი მიღწევები და შესრულებულ დავალებებზე რეფლექსიები უნდა ჰქონდეთ.  

გამოიჩინეთ ჩართულობა

მუშაობაში ბევრი სირთულე ჩნდება. განიხილეთ ისინი. 

მიეცით მაგალითი

მენეჯერებმაც არ უნდა იმუშაონ ზეგანაკვეთურად. სიჯბრანდი, მაგალითად, 18:00 საათის შემდეგ Slack-ში მიწერილებს აღარ პასუხობს. 

შეამცირეთ სამუშაოს მოცულობა

ჰკითხეთ გუნდს, მათი აზრით, უახლოეს დროში რომელი დავალებების შესრულებას ვერ შეძლებენ. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე ამოცანების რაოდენობის შემცირებას, მაგრამ არ იმოქმედებს მუშაობის ხარისხზე.

გაუზიარეთ თქვენი შეშფოთება სხვებს

შეგიძლიათ სთხოვოთ გუნდს კონკრეტულ კოლეგას უფრო რბილად მოექცნენ, თუ ხედავთ, რომ ეს ადამიანი «გადაწვის» ზღვარზეა. 

მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება „ჩუმი გათავისუფლება“ პროდუქტიულობის გაზრდას
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება «ჩუმი გათავისუფლება» პროდუქტიულობის გაზრდას
თემის მიხედვით
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება «ჩუმი გათავისუფლება» პროდუქტიულობის გაზრდას
ჩუმი დაქირავება ჩუმი გათავისუფლების ნაცვლად — შრომის ბაზრის 9 ტრენდი 2023 წელს
ჩუმი დაქირავება ჩუმი გათავისუფლების ნაცვლად — შრომის ბაზრის 9 ტრენდი 2023 წელს
თემის მიხედვით
ჩუმი დაქირავება ჩუმი გათავისუფლების ნაცვლად — შრომის ბაზრის 9 ტრენდი 2023 წელს

ასევე წაიკითხეთ
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
გიორგი ჩხიკვაძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც პროგრამირების სფეროში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ამ დროის მანძილზე, არაერთი სამსახური იშოვა, გამოცდილება დააგროვა. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი შრომის, ენერგიისა და დროის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
10 ყველაზე ცუდი მიმართულება IT სფეროში მუშაობის დასაწყებად
10 ყველაზე ცუდი მიმართულება IT სფეროში მუშაობის დასაწყებად
10 ყველაზე ცუდი მიმართულება IT სფეროში მუშაობის დასაწყებად
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
ჩვენ შევაგროვეთ ნივთები, რომლებსაც Amazon-ზე შეიძენთ და რომლებიც თქვენს სამუშაო სივრცეს უფრო კომფორტულს, მოსახერხებელსა და უსაფრთხოს გახდის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.